0 0 : 5 0
 | 

საზოგადოება

ვაზიანის სამხედრო ბაზაზე კაპრალ მამუკა ხარაზიშვილს გული გაუჩერდა

თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურე, კაპრალი მამუკა ხარაზიშვილის გარდაიცვალა.

სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის მე-4 მექანიზებული ბრიგადის 44-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურე ვაზიანის პოლიგონზე გეგმიურ სწავლებებს გადიოდა. კაპრალი მამუკა ხარაზიშვილი გამთენიისას შეუძლოდ გახდა, რის შემდეგაც ის მე-4 ბრიგადის ლაზარეთში გადაიყვანეს. სამწუხაროდ, ლაზარეთში შესვლისას გულის გაჩერება დაფიქსირდა. სამხედრო მოსამსახურეს გულ-ფილტვის რეანიმაცია ჩაუტარდა, თუმცა კაპრალი მამუკა ხარაზიშვილი გარდაიცვალა.

ამ ეტაპზე მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძიებო პროცედურები და ექსპერტიზა. გამოძიება 116-ე მუხლის I ნაწილით დაიწყო. 

კომენტარები

სარეკლამო ადგილი - 46
850 x 250

მსგავსი სიახლეები