1 7 : 1 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

გენერალური დირექტორის მოხსნა შეცვლის არხის სარედაქციო პოლიტიკას, რაც ჩვენთვის მიუღებელია - „რუსთავი 2-ის“ მუსიკალური პროექტების განცხადება

„რუსთავი 2-ის“ მუსიკალური მეგაპროექტებმა ერთობლივი განცხადება გააკეთეს. „რუსთავი 2-ის“ თანამშრომლები სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურნენ. 

„ჩვენ ვუერთდებით ჩვენ კოლეგებს და ვაფიქსირებთ ჩვენს პოზიციას, რომ მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი მეგაპროექტებს, შინაარსობრივად შესაძლებელია, ყველაზე ნაკლები შეხება აქვს ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან, ვმუშაობთ იმავე სულისკვეთებით და წარმოვადგენთ ფასეულობებს, რომლებსაც ემსახურება ჩვენი საინფორმაციო სამსახური თუ პოლიტიკური თოკშოუები და მთლიანად "რუსთავი 2". ჩვენი ტელევიზიის ფასეულობების და დამოუკიდებლობის გარანტი იყო არხის გენერალური დირექტორი, თუ აქამდე გვიცავდა სტრასბურგის დროებითი ღონისძიება, რომელიც თავად სტრასბურგმა გააუქმა, ამიტომ ახლა მთავარი დარტყმა მოდის ნიკა გვარამიაზე, როგორც ოპოზიციური არხის სიტყვის თავისუფლების ერთადერთ გარანტზე.

"საჯარო რეესტრმა უკვე დაარეგისტრირა რუსთავი 2-ის ახალი მფლობელები, ქიბარ ხალვაშის განცხადებიდან გამომდინარე, მისი პირველი ნაბიჯი გენერალური დირექტორის მოხსნა იქნება, რაც მთლიანად შეცვლის არხის სარედაქციო პოლიტიკას, რაც ჩვენთვის მიუღებელია, ვინაიდან, ეს გამოიწვევს ამ სახით არსებული "რუსთავი 2"-ის გაქრობას. თუ ეს მოხდება, რუსთავი 2-დან დარჩება მხოლოდ ლოგო, რომელიც თუ დავუჯერებთ ჩვენს სასამართლოს, ქიბარ ხალვაშის შექმნილია, სამწუხაროდ, სტრასბურგის სასამართლო ყველაფერში დაეთანხმა ქართული სასამართლოებს და ჩვენი არხი ურთულეს მდგომარეობაში დატოვა. მაგრამ მიუხედავად იმისა, ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას დასავლეთისთვის, ჩვენი დამოუკიდებლობისთვის, სიტყვის თავისუფლებისთვის და ქვეყანაში უკეთესი მომავლისთვის. დიდი მადლობა. ყველას დიდი იმედი გვაქვს, რომ გვექნება დიდი მხარდაჭერა,“ - განაცხადა ილო ბეროშვილმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 12:19

    ემიგრანტების რაოდენობა 95.6%-ით გაიზარდა...

    🔴 2023 წელს წინა წელთან შედარებით ემიგრანტების რაოდენობა 95.6%-ით გაიზარდა. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2023 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 245 064 კაცი შეადგინა, ხოლო იმი...

  • 15:38

    ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია...

    მარტის აქციების დროს დაკავებული ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია. რუსული კანონის წინააღმდეგ აქციაზე დაკავებული ახალგაზრდა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გასულ კვირას მას შემდეგ შეიწყალა, რაც სასამართლ...

  • 15:25

    ,,ვარ ქიმიოთერაპიის პროცესში, დარწმუნებული ვარ ამ ...

    პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატი, ხათუნა სამნიძე მძიმე სენს ებრძვის. ის ახლა ქიმიოთერაპიის კურსს გადის, რაზეც ტელეკომპანია “ფორმულაზე” თავად ისაუბრა. "ქალ დეპუტატებთან ერთად ამ მძიმე ბრძო...

  • 17:19

    სასწრაფო დახმარების ექიმები ქრთამის აღების ბრალდებ...

    სახელწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადება:    უწყების თანამშრომლებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზ...

  • 16:42

    პირველი დოზა ✅ გავუკეთებთ წამალს, რომელიც ხრტილის ...

    დღეს, 3 საათზე, იაშვილის კლინიკაში, პეტრეს წამლის პირველ დოზას გაუკეთებენ. ❤️ დავწერ, როგორ ჩაივლის.    დღეიდან ყოველდღე 16-17 წლამდე, ანუ მანამ, სანამ ზრდის ზონები დაეხურება, ინექციის სახით...

  • 13:02

    ნუცა ბუზალაძის ძმა ამერიკაში საკუთარ ავტომობილში გ...

    ამერიკაში, ფილადელფიაში 40 წლამდე ქართველი კაცი გარდაცვლილი იპოვეს. დათო ბუზალაძეს 11 დღის განმავლობაში ეძებდნენ და გარდაცვლილი საკუთარ ავტომობილში ნახეს. დავით ბუზალაძე მომღერალ ნუცა ბუზალაძის ძმაა. ...

  • 22:35

    ქეით მიდლტონს სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს...

    უელსის პრინცესას, ქეით მიდლტონს სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს. ამის შე­სა­ხებ ქე­ი­თი ვიდეო მიმართვას  ავრცელებს.    "ეს იყო შოკი, მაგ­რამ მე კარ­გად ვარ და დღ...