0 6 : 5 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

პირველი აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი - გაგიჭირდებათ საერთო ენის გამონახვა ახლობლებთანაც კი. მაქსიმალურად მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, ძველი კავშირების აღდგენას. ეს დღე მშვიდ გარემოში გაატარეთ. 
კურო - დღეს ნუ დაგეგმავთ ახალი პროექტების დაწყებს. უმჯობესია, მხიარული წვეულება მოაწყოთ და მეგობრებთან ერთად იმხიარულოთ. 

ტყუპი - გადახედეთ წარსულს, გამოიტანეთ შესაბამისი დასკვნები და დასახეთ სამომავლო გეგმა. ზოგიერთს საინტერესო ადამიანთან ელის შეხვედრა. ერთმანეთს ახალი იდეები გაუზიარეთ. 

კირჩხიბი - სასიამოვნო ადამიანებთან შეხვედრა გაგაბედნიერებთ და ენთუზიაზმით აგავსებთ. დაისვენეთ, დატკბით თავისუფლებით და პოზიტივით დაიმუხტეთ. 

ლომი - არაფერი მნიშვნელოვანი დღეს არ დაგეგმოთ. ნუ მოითხოვთ -0:06თანამშრომლებისგან საქმეების შესრულებას. ახლო მანძილზე მოგზაურობაც კი განწყობას გაგიუმჯობესებთ. 

ქალწული - აკონტროლეთ ემოციები და "გაატარეთ" უსიამოვნებები. მოერიდეთ თქვენ მიმართ ნეგატიურად განწყობილ ადამიანებთან ურთიერთობას. 

სასწორი - რაც უფრო ჰარმონიული და ღიმილიანი იქნებით, მით უკეთესია თქვენთვის. იყავით კეთილგანწყობილი ადამიანების მიმართ და ისინიც ამგვარად გიპასუხებენ.

მორიელი - მშვიდად გაატარეთ დღევანდელი დღე. მხოლოდ აუცილებელი ვალდებულებები შეასრულეთ. თუ ადამიანებს ერთი მოსმენით ვერ აგებინებთ, მშვიდად აუხსენით რამდენჯერმე. 

მშვილდოსანი - დააკვირდით დეტალებს, არაფერი ისეთი არ თქვათ, რითაც გულს ატკენთ გარშემო მყოფებს. გულით იმოქმედეთ და რაც მთავარია, ღიმილით. 

თხის რქა - ახალ ინფორმაციებს გაიგებთ და შეიძლება ახალი შესაძლებლობებიც გამოგიჩნდეთ, მაგალითად საზღვარგარეთ გამგზავრების, მაგრამ დღეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებებს ნუ მიიღებთ. 

მერწყული - ზრდილობის გამო უსიამოვნო ადამიანებსაც კი ღიმილით უნდა უსმინოთ. მაქსიმალურად მეტი დრო გაატარეთ სუფთა ჰაერზე, ბუნებაში. 

თევზები - დღეს მწარე სიმართლეც უნდა მოისმინოთ და რჩევებიც. საღამოს გემრიელი ვახშამი მოამზადეთ და მეგობრებს, ახალგაცნობილებს უმასპინძლეთ. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები