0 1 : 3 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

ჩემი ჩამსმელი ისე ჩაჯდება, რომ დიდი ხანი ვერ გამოვა, ამის გარანტიას ვიძლევი - გვარამია

"რუსთავი 2-ის" სამაუწყებლო კომპანიის ყოფილი დირექტორის თქმით, მზად არის, გამოძიების ყველა კითხვას უპასუხოს. გვარამია არ გამორიცხავს, რომ დააკავონ.  მისი თქმით, მის წინააღმდეგ საგამოძიებო უწყება ორი მიზეზით გააქტიურდა, პირველი არის ის, რომ მან ახალი ტელევიზიის შექმნა დააანონსა.  მეორე მიზეზი, რომელსაც გვარამია მის წინააღმდეგ დაწყებულ დევნას უკავშირებს, „რუსთავი2-ია".  

„ეს ორ საკითხს უკავშირდება, რაც ხდება პირველი - პირადად ჩემს საკითხს, მე განცხადება გაკეთებული მაქვს, რომ ტელევიზიას ვაკეთებ და აუცილებლად გავაკეთებ "რუსთავი 2-ზე" ბევრად კარგ ტელევიზიას და ამ მთავრობისთვის ძალიან სერიოზულ კრიტიკულ პლატფორმას, ამ რეჟიმის წინააღმდეგ და მეორე საკითხია, რომ უბრალოდ "რუსთავი 2" ეშლებათ, ვერ არიგებენ ხელფასებს. კომპანია მიჰყავთ გაკოტრებისკენ და ეს მათ სურთ, სხვანაირად ვერ იშორებენ ჟურნალისტებს, რომლებიც დარჩნენ "რუსთავი 2-ის" და მართლაც გმირულად იბრძვიან, რასაც მივესალმები და განცვიფრებას და ძალიან დიდ აღფრთოვანებას გამოვხატავ, ამ გმირული და ურთულესი წინააღმდეგობის  გამო, რასაც "კურიერი", "P.შ." და საინფორმაციო სამსახური გადის, დღეს მტრულ გარემოცვაში. "რუსთავი 2-ს" რეალურად აკოტრებენ და სჭირდებათ მიზეზი ჩემში, რომ მე სადღაც ფული წავიღე და ამიტომ კოტრდება "რუსთავი 2".

აბსურდია, მე ფული არ მაქვს, წასაღები კი არა, მისატანი იყო "რუსთავი 2-ში" ფული, რომ კომპანიას ეარსება. კომპანია ყველა ვხედავდით, რომ არსებობდა. ეს არის ფეიკი საქმე, მოგონილი საქმე,  ვინმე ნიჟარაძის მიერ, რომელიც ორი დღით ადრე შევიდა პროკურატურაში. ეს ნიჟარაძის საქმე გამოგორდა რამდენიმე თვით ადრე და იყო სპეციფიკურად შექმნილი და უკვე როგორც ვხედავ, სპეციფიკურად შექმნილი იყო, „რუსთავი 2-ის" წართმევის შემდეგ ამ ტიპის გაგრძელებისთვის.  

რას მინდა დააკვირდეთ, ნიჟარაძის საქმე რომ გამოგორდა და მთავრობის მიერ შეიქმნა, მთავრობამ უკვე იცოდა, როგორ მთავრდებოდა "რუსთავი 2-ის" საქმე. ეს შეკითხვევები არის არა მხოლოდ მთავრობის მისამართით, არამედ სტრასბურგის სასამართლოსთან მიმართებით. რატომ და საიდან იცოდა სასამართლოსგან ეს ინფორმაცია საქართველოს ხელისუფლებამ და უტყუარად იცოდა იმიტომ, რომ ნიჟარაძის ფეიკ პლატფორმა, რაც გაგრძელება დასჭირდებოდათ და როგორ უნდა ექნათ, იცოდნენ. ეს კითხვები კი ნამდვილად გაჩნდა დღეს. შემიძლია ნებისმიერ კითხვას ვუპასუხო, ფინანსები და კეთილსინდისიერება არის ის საკითხი, სადაც არასდროს არაფერი შემშლია, ძალიან ცუდი გზა აირჩია მთავრობამ ამას ისევ სახელმწიფო გადატრიალება ჯობდა“ - ამბობს ნიკა გვარამია.  

  

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 12:19

    ემიგრანტების რაოდენობა 95.6%-ით გაიზარდა...

    🔴 2023 წელს წინა წელთან შედარებით ემიგრანტების რაოდენობა 95.6%-ით გაიზარდა. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2023 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 245 064 კაცი შეადგინა, ხოლო იმი...

  • 15:38

    ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია...

    მარტის აქციების დროს დაკავებული ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია. რუსული კანონის წინააღმდეგ აქციაზე დაკავებული ახალგაზრდა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გასულ კვირას მას შემდეგ შეიწყალა, რაც სასამართლ...

  • 15:25

    ,,ვარ ქიმიოთერაპიის პროცესში, დარწმუნებული ვარ ამ ...

    პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატი, ხათუნა სამნიძე მძიმე სენს ებრძვის. ის ახლა ქიმიოთერაპიის კურსს გადის, რაზეც ტელეკომპანია “ფორმულაზე” თავად ისაუბრა. "ქალ დეპუტატებთან ერთად ამ მძიმე ბრძო...

  • 17:19

    სასწრაფო დახმარების ექიმები ქრთამის აღების ბრალდებ...

    სახელწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადება:    უწყების თანამშრომლებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზ...

  • 16:42

    პირველი დოზა ✅ გავუკეთებთ წამალს, რომელიც ხრტილის ...

    დღეს, 3 საათზე, იაშვილის კლინიკაში, პეტრეს წამლის პირველ დოზას გაუკეთებენ. ❤️ დავწერ, როგორ ჩაივლის.    დღეიდან ყოველდღე 16-17 წლამდე, ანუ მანამ, სანამ ზრდის ზონები დაეხურება, ინექციის სახით...

  • 13:02

    ნუცა ბუზალაძის ძმა ამერიკაში საკუთარ ავტომობილში გ...

    ამერიკაში, ფილადელფიაში 40 წლამდე ქართველი კაცი გარდაცვლილი იპოვეს. დათო ბუზალაძეს 11 დღის განმავლობაში ეძებდნენ და გარდაცვლილი საკუთარ ავტომობილში ნახეს. დავით ბუზალაძე მომღერალ ნუცა ბუზალაძის ძმაა. ...

  • 22:35

    ქეით მიდლტონს სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს...

    უელსის პრინცესას, ქეით მიდლტონს სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს. ამის შე­სა­ხებ ქე­ი­თი ვიდეო მიმართვას  ავრცელებს.    "ეს იყო შოკი, მაგ­რამ მე კარ­გად ვარ და დღ...