1 0 : 4 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

6 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი - თუ დღეს არ გააკეთეთ არაფერს ახალს, ხვალ შედეგს ვერ მიიღებთ. გააუმჯობესეთ ურთიერთობა გავლენიან ადამიანებთან. შეიძლება მეგობრებმა ვერ გაგიგონ, თუ სიმპათიურ და წარმატებულ პარტნიორთან გაწყვიტავთ რომანს. 

კურო - კარგი დღეა მოგზაურობისა და მგზავრობის დასაწყებად. მეტი დრო გაატარეთ საყვარელი ადამიანის გვერდით. განსაკუთრებით, თუ მასზე დაქორწინებას აპირებთ. 

ტყუპი - გამონახეთ დრო ახალი საქმეების დასაწყებად. ახალი იდეები კოლეგებთან ერთად განიხილეთ. სანამ რამეს იტყვით დაფიქრდით, გაფრთხილდით, რომ არ გააფუჭოთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანთან. 

კირჩხიბი - დილიდან კარგი განწყობა შეიქმნით და არ იფიქროთ უსიამოვნო მომენტებზე. დახმარებაზე უარი არავის უთხრათ. ეს კიდევ უფრო აიგიმაღლებთ ავტორიტეტს გარშემო მყოფებში. 

ლომი - წარმატებული დღე გელით. ბევრ საქმეს (რომლებსაც ერთდროულად მოაგვარებთ) მარტივად გაართმევთ თავს. საღამოს მხიარულად გაატარებთ; საინტერესო ადამიანებს გაიცნობთ. 

ქალწული - მოერიდეთ ადამიანებს, რომლებიც სწრაფად დადიან და გზას გიღობავენ, -0:06ეს როგორც პირდაპირი ისე გადატანითი მნიშვნელობით. კოლეგებთან შეთანხმებულად იმოქმედეთ. 

სასწორი - ნუ გაართულებთ დამოკიდებულებას გარშემო მყოფებთან. თუ ადამიანი აგრესიულადაა განწყობილი, აღარ დაუწყოთ ახსნა-განმარტება, გაერიდეთ. საღამო სასიამოვნო გარემოში გაატარეთ. 

მორიელი -საქმიანი შეხვედრებისა და ახალი საქმეების დღეა. სასიამოვნო ნაცნობობა შეიძლება რომანში გადაიზარდოს. იყავით მეტად პოზიტიური. 

მშვილდოსანი - ცვლილებები გსურთ და სამშაბათი მოქმედების დღეა. გადააკეთეთ, თუ რამე არ მოგწონთ და დატკბით შედეგით. 

თხის რქა - ჩაიწერეთ ყველა ახალი იდეა, რომელიც დაგებადებათ, რადგან ყველაფერს დღესვე ვერ განახორციელებთ. შეკრიბეთ თანამოაზრეების ახალი ჯგუფი. 

მერწყული - თუ ფული მოგრჩათ, ეს არ ნიშნავს, რომ დღესვე უნდა გაფლანგოთ. გადადეთ და საჭირო დროს გამოიყენებთ. ახალდაწყებულ რომანტიკულ ურთიერთობებში აჩქარება არ ივარგებს, ჯერ კარგად შეისწავლეთ პარტნიორი. 

თევზები - დილიდანვე შეუდექით მნიშვნელოვანი საქმეების მოგვარებას. თუ კონკრეტულ ადამიანთან დაალაპარაკება გსურთ, ნუღარ გადადებთ, დღესვე დაურეკეთ. საკუთარი თავი მეტად გაინებივრეთ ახალი ნივთებით, სასიამოვნო შეგრძენებით.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები