1 7 : 1 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

გუგუტიანთკარში სოფლის მოსახლეობა რუსულ ბომბებით გადამწვარ სახლებს საკუთარი ხელით შლის

გუგუტიანთკარში ბროდერიზაცია გრძელდება. სოფლის მოსახლეობა რუსულ ბომბებით გადამწვარ სახლებს საკუთარი ხელით შლის. ის, რაც ოკუპანტების სამხედრო აგრესიას, 2008 წელს გადაურჩა, 11 წლის შემდეგ, ისევ ოკუპანტების და მავთულხლართების ტყვეობაშია.

რუსმა სამხედროებმა, 9 სახლი და მიწის ნაკვეთი, ერთ კვირაში, ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე მიიტაცეს და ადგილობრივები ახლა საკუთარი თვალით უყურებენ, როგორ მიაქვს რუსეთს მათი ერთადერთი საცხოვრებელი და შემოსავლის ერთადერთი წყარო.

ერთ-ერთი ოჯახი, რომლის სახლიც მავთულხლართების მიღმა რჩება გუგუტიშვილებს ეკუთვნის. არავინ იცის, სად გაივლის რუსული მავთულხლართი, თუმცა ფაქტია, რომ სოფელ გუგუტიაანთკარისშუაგულში, მათი საკარმიდამო ნაკვეთი ოკუპანტებმა უკვე დაიკავეს.

კიდევ ერთი ოჯახი, რომელსაც იძულებით უწევს საცხოვრებელის დატოვება ბიძინაშვილებს ეკუთვნის. თინა ბიძინაშვილი მერეთის სკოლის დამსახურებული პედაგოგია. მისი ქმარი 3 წლის წინ რუსმა ოკუპანტებმა გაიტაცეს. 5 დღე ცხინვალის იზოლატორში გაატარა, მას დღეს მეტყველება უჭირს და 3 წლის შემდეგაც მის ცხოვრებაში არაფერი შეცვლილა, გარდა იმისა, რომ ამჯერად ოკუპანტები შესაღობად მის სახლს მიადგნენ.

„შემოიჭრნენ სიღრმეში უბნის და მიაქვთ ნაწილ-ნაწილ, ნაგლეჯ-ნაგლეჯ, ნაკუწ-ნაკუწ და წაიღეს და ისხედით თბილისში მშვიდად, თქვენი ხომ არაფერი იკარგება ვითომ და ვითომ თქვენი არ არის... სულს ვღაფავთ, რომ ყოველ დღე, რომ გათენდება რა გავაკეთო, რით ვარჩინო ჩემი ოჯახი“, - ამბობს თინა ბიძინაშვილი.

რუსი ოკუპანტები სოფელ გუგუტიათკარში 7 აგვისტოს გამოჩნდნენ. დაამაგრეს ბოძები და დღეს იგივე გააგრძელეს.

სოფელში ავტომატიანი ოკუპანტების ყველას ეშინია. მათ უჭირთ მედიასთან საჯაროს საუბარი, მათ იციან, რომ არავინ მათი პატრონი არაა, ისიც იციან, რომ საჯაროდ საუბარი შესაძლოა ძვირად დაუჯდეთ.



კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 12:19

    ემიგრანტების რაოდენობა 95.6%-ით გაიზარდა...

    🔴 2023 წელს წინა წელთან შედარებით ემიგრანტების რაოდენობა 95.6%-ით გაიზარდა. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2023 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 245 064 კაცი შეადგინა, ხოლო იმი...

  • 15:38

    ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია...

    მარტის აქციების დროს დაკავებული ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია. რუსული კანონის წინააღმდეგ აქციაზე დაკავებული ახალგაზრდა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გასულ კვირას მას შემდეგ შეიწყალა, რაც სასამართლ...

  • 15:25

    ,,ვარ ქიმიოთერაპიის პროცესში, დარწმუნებული ვარ ამ ...

    პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატი, ხათუნა სამნიძე მძიმე სენს ებრძვის. ის ახლა ქიმიოთერაპიის კურსს გადის, რაზეც ტელეკომპანია “ფორმულაზე” თავად ისაუბრა. "ქალ დეპუტატებთან ერთად ამ მძიმე ბრძო...

  • 17:19

    სასწრაფო დახმარების ექიმები ქრთამის აღების ბრალდებ...

    სახელწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადება:    უწყების თანამშრომლებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზ...

  • 16:42

    პირველი დოზა ✅ გავუკეთებთ წამალს, რომელიც ხრტილის ...

    დღეს, 3 საათზე, იაშვილის კლინიკაში, პეტრეს წამლის პირველ დოზას გაუკეთებენ. ❤️ დავწერ, როგორ ჩაივლის.    დღეიდან ყოველდღე 16-17 წლამდე, ანუ მანამ, სანამ ზრდის ზონები დაეხურება, ინექციის სახით...

  • 13:02

    ნუცა ბუზალაძის ძმა ამერიკაში საკუთარ ავტომობილში გ...

    ამერიკაში, ფილადელფიაში 40 წლამდე ქართველი კაცი გარდაცვლილი იპოვეს. დათო ბუზალაძეს 11 დღის განმავლობაში ეძებდნენ და გარდაცვლილი საკუთარ ავტომობილში ნახეს. დავით ბუზალაძე მომღერალ ნუცა ბუზალაძის ძმაა. ...

  • 22:35

    ქეით მიდლტონს სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს...

    უელსის პრინცესას, ქეით მიდლტონს სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს. ამის შე­სა­ხებ ქე­ი­თი ვიდეო მიმართვას  ავრცელებს.    "ეს იყო შოკი, მაგ­რამ მე კარ­გად ვარ და დღ...