0 0 : 3 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

გიორგი კაპანაძე - ოლიგარქი საზოგადოებას უგზავნის მესიჯს რომ უნდა შეეგუოს ახალ რეალობას - რომ მისთვის ხალხის აზრს მნიშვნელობა არ აქვს

ინტერნეტ მედია ჯგუფის დირექტორი გიორგი კაპანაძე ვრცელ სტატუსს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

რა ახსნა შეიძლება ჰქონდეს გაფუჭებული გახარიას პრემიერად შესაძლო გადაყვანასა და გამორჩეულად აგრესიული ქოცის - ღარიბაშვილის შს მინისტრად დანიშვნას?

რა მიზანი აქვს ოლიგარქს, რისი მიღწევა და დემონსტრირება სურს ამგვარი ცვლილებით, თუ ასეთი რამ მართლა განხორციელდა?

ერთი ჭკვიანი ადამიანის აზრით:

სისხლიან ჯალათად წოდებული გახარიას შესაძლო გაპრემიერებას და ღარიბაშვილის შს მინისტრად დაბრუნებას რამდენიმე ახსნა აქვს:

📌 ბიძინა რუსებს უგზავნის სიგნალს, რომ მის კადრებს აწინაურებს და სურს გავრილოვის ორბიტაზე დარჩენა.

📌 დემორალიზებულ და პოლიციელების თვალში დასუსტებულ გახარიას აცილებს შსს-ს, რომელიც სუსთან ერთად ხელისუფლების მთავარი საყრდენია.

📌 სისტემაში შემოყავს უფრო აგრესიული ქოცი - ღარიბაშვილი, რომელსაც ერთი მხრივ, განაწყენებულ ქოცებში ჰყავს მიმდევრები და მეორე მხრივ, უფრო რადიკალური ქმედებების მომხრეა. ის ასევე კარგად დააბალანსებს პრემიერ გახარიას.

📌 ოლიგარქი საზოგადოებას უგზავნის მესიჯს რომ უნდა შეეგუოს ახალ რეალობას - რომ მისთვის ხალხის აზრს მნიშვნელობა არ აქვს.

დააკვირდით: რუსეთში პუტინი არ ხსნის კარგა ხნის გაფუჭებულ მედვედევს.

არც ბიძინა ხსნის გაფუჭებულ გახარიას, რაც ჯერჯერობით, საზოგადოებაში აჩენს ფრუსტრაციასა და იმედგაცრუებას და არა - აგრესიას.

აგრესია ჩნდება მაშინ, როდესაც საზოგადოება ხვდება რომ მისი ეშინია ხელისუფლებას.

ოლიგარქი კი გვეუბნება რომ არათუ არ მეშინია ხალხის, არამედ, საერთოდ ფეხებზე მკიდია რას ფიქრობთ, რა გინდათ და რაზე ოცნებობთო.

ამიტომ, ოლიგარქის გადასახედიდან, გახარიას გაპრემიერება და აგრესიული ღარიბაშვილის შს მინისტრად დანიშვნა, ლოგიკური ნაბიჯი იქნება დიქტატურის გასაფორმებლად და 2020-ში ხელისუფლების მიტაცებისათვის ნიადაგის მოსამზადებლად.

ის პოლიტიკოსები კი, რომლებიც განსაკუთრებით 20 ივნისის შემდეგ, ჯერ კიდევ თვლიან რომ გავრილოვის მთავრობა არჩევნებით წავა, უბრალოდ, რეალობას არიან მოწყვეტილნი და ოლიგარქის მიერ შემოსაზღვრულ წრეში ტრიალებენ.

რეჟიმის მიერ ჩატარებული არჩევნებით არაფერი შეიცვლება, პირადად ივანაშვილზე განხორციელებული ძლიერი საზოგადოებრივი წნეხის - მასობრივი პროტესტის გარეშე.

📌 როდესაც ჰიტლერმა პარიზი აიღო, იმავე დღეს იქ გაჩნდა, ეიფელის კოშკთან დადგა და თავის პირად ფოტოგრაფს - ჰოფმანს მიმართა: "გადაიღე ჰოფმან დღეს ეიფელის კოშკთან, ხვალ ბრუკლინის ხიდზე, ზეგ კი ნიუ-იორკის ცათაბჯენებთან".

ასეა ჩვენი დროის ადოლფიც: სახელმწიფო ინსტიტუტები აიღო, ხალხის ქონებას და ბიუჯეტს მოაჯდა, გუშინ ზღვა, ბოტანიკური ბაღი, პუშკინის სკვერი, სანაპირო ზოლი, მიწები, შენობები, მსხვილი ბიზნესი მიიერთა, დღეს აბასთუმანი მიაქვს...

და თუ საშუალებას მივცემთ და არ შევეწინააღმდეგებით, ხვალ იმას გააკეთებს, რასაც ყველაზე ცუდ კოშმარშიც ვერ წარმოვიდგენთ. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 12:19

    ემიგრანტების რაოდენობა 95.6%-ით გაიზარდა...

    🔴 2023 წელს წინა წელთან შედარებით ემიგრანტების რაოდენობა 95.6%-ით გაიზარდა. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2023 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 245 064 კაცი შეადგინა, ხოლო იმი...

  • 15:38

    ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია...

    მარტის აქციების დროს დაკავებული ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია. რუსული კანონის წინააღმდეგ აქციაზე დაკავებული ახალგაზრდა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გასულ კვირას მას შემდეგ შეიწყალა, რაც სასამართლ...

  • 15:25

    ,,ვარ ქიმიოთერაპიის პროცესში, დარწმუნებული ვარ ამ ...

    პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატი, ხათუნა სამნიძე მძიმე სენს ებრძვის. ის ახლა ქიმიოთერაპიის კურსს გადის, რაზეც ტელეკომპანია “ფორმულაზე” თავად ისაუბრა. "ქალ დეპუტატებთან ერთად ამ მძიმე ბრძო...

  • 17:19

    სასწრაფო დახმარების ექიმები ქრთამის აღების ბრალდებ...

    სახელწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადება:    უწყების თანამშრომლებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზ...

  • 16:42

    პირველი დოზა ✅ გავუკეთებთ წამალს, რომელიც ხრტილის ...

    დღეს, 3 საათზე, იაშვილის კლინიკაში, პეტრეს წამლის პირველ დოზას გაუკეთებენ. ❤️ დავწერ, როგორ ჩაივლის.    დღეიდან ყოველდღე 16-17 წლამდე, ანუ მანამ, სანამ ზრდის ზონები დაეხურება, ინექციის სახით...

  • 13:02

    ნუცა ბუზალაძის ძმა ამერიკაში საკუთარ ავტომობილში გ...

    ამერიკაში, ფილადელფიაში 40 წლამდე ქართველი კაცი გარდაცვლილი იპოვეს. დათო ბუზალაძეს 11 დღის განმავლობაში ეძებდნენ და გარდაცვლილი საკუთარ ავტომობილში ნახეს. დავით ბუზალაძე მომღერალ ნუცა ბუზალაძის ძმაა. ...

  • 22:35

    ქეით მიდლტონს სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს...

    უელსის პრინცესას, ქეით მიდლტონს სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს. ამის შე­სა­ხებ ქე­ი­თი ვიდეო მიმართვას  ავრცელებს.    "ეს იყო შოკი, მაგ­რამ მე კარ­გად ვარ და დღ...