0 5 : 1 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

ქართულ ვებგვერდებზე განხორციელებულ კიბერშეტევებზე გამოძიება მიმდინარეობს

      შინაგან საქმეთა სამინისტრო ქაღტულ ვებგვერდებზე განხორციელებულ კიბერშეტევებზე გამოძიებას განაგრძობს.   

       მიმდინარეობს ყველა იმ პირის დაკითხვა, ვინც შესაძლოა, გამოძიებისთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას ფლობდეს, ასევე ტარდება ტექნიკური მოწყობილობების შემოწმება.   

       ამ დროისთვის უმეტეს ვებგვერდზე წვდომა აღდგენილია. შესაძლოა, კიბერშეტევა განხორციელებული იყოს როგორც ქვეყნის შიგნიდან, ასევე, რომელიმე უცხო ქვეყნიდან.- ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.  

       შეგახსენებთ  რომ , კიბერშეტევა გუშინ საქართველოს პრეზიდენტის და საერთო სასამართლოების ვებგვერდებზე მოხდა. ასევე, კიბერშეტევის მსხვერპლი ქართული ტელეკომპანიების ვებგვერდებიც გახდა. 

        გამოძიება   სისხლის სამართლის კოდექსის 284-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და 286-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები