0 2 : 4 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

ავტომანქანის პარკირების წესის დარღვევაზე ჯარიმა 10 ლარიდან 50 ლარამდე გაიზარდა

"ავტომანქანის პარკირების წესის დარღვევაზე ჯარიმა 10 ლარიდან 50 ლარამდე გაიზარდა "- ამის შესახებ  კანონში  მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა, კახი კალაძემ ისაუბრა.

„მოგეხსენებათ, რომ პარკირების წესების დარღვევაზე ჯარიმა შეადგენდა 10 ლარს. ჩვენ პარლამენტს წარვუდგინეთ კანონპროექტი და მოვითხოვეთ, რომ ეს თანხა გაზრდილიყო. გუშინ პარლამენტმა მესამე მოსმენით გაზარდა ჯარიმა და ახლა პაარკირების წესების დარღვევაზე ჯარიმა შეადგენს 50 ლარს.

პარკირების წესის დარღვევაზე ჯარიმის გაზრდის განმაპირობებელი ფაქტორი სატრასპორტო სისტემის მოწესრიგება და ის გარემოებაა, რომ ქალაქში უკვე მოქმედებს ზონალურ საათობრივი პარკირება“, - განაცხადა კალაძემ.

თბილისის მერმა ჯარიმის გადახდის წესის ცვლილებებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ სამართალდაღვევის ოქმი სპეციალურ ვებ-გვერდზე განთავსდება.

„მნიშვნელოვანია აღვნიშნო, რომ ჯარიმის ჩაბარების წესი შეიცვალა. აქამდე მხოლოდ ფოსტით ეგზავნებოდა სამართალდარღვევის ოქმი ადრესატს, ახლა თუ ფოსტით ვერ მოხდება ოქმის მიწოდება და ჩაბარება, იგი გამოქვეყნდება სპეციალურ ვებ-გვერდზე, რომლის მისამართია Tb.ge. ეს არის ჯარიმის ჩაბარებისა და გამოქვეყნების სწორედ ის მოდელი, რომელსაც იყენებს შინაგან საქმეთა სამინისტრო ვიდეოჯარიმებთან დაკავშირებით. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ იმ შემთხვევაში, თუ ჯარიმის გამოწერიდან 10 დღის განმავლობაში დაჯარიმებული პირი შევა ვებ-გვერდზე, ის მიიღებს 20 პროცენტიან ფასდაკლებას და მას არ მოუწევს ჯარიმის თანხის სრულად გადახდა,“ - განაცხადა კახა კალაძემ.

კახა კალაძე მოსახლეობას მიმართავს, სიფრთხილით მოეკიდონ პარკირების წესებს, მათ შორის ზონალურ პარკირებასთან მიმართებაში.

„ვთხოვ დედაქალაქის მოსახლოებას და პირველ რიგში ავტომობილის მფლობელებს, სიფრთხილით მოეკიდონ პარკირების წესებს, რათა არ მოხდეს მათი დაჯარიმება. ასევე შევახსენებ მოსახლეობას, რომ ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის ავტომობილების გაჩერება არის უფასო . მათ უნდა დაარეგისტრირონ საკუთარი ავტომობილები შესაბამის ვებ-გვერდზე, რომლის შესახებაც რამდენჯერმე მივაწოდეთ ინფორმაცია. სხვა რაიონიდან მოსული ადამიანებისთვის კი ავტომობილის გაჩერება 15 წუთით იქნება უფასო. 1 საათით ავტობომილის გაჩერების ღირებულება არის 1 ლარი,“ - განაცხადა კახა კალაძემ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 12:19

    ემიგრანტების რაოდენობა 95.6%-ით გაიზარდა...

    🔴 2023 წელს წინა წელთან შედარებით ემიგრანტების რაოდენობა 95.6%-ით გაიზარდა. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2023 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 245 064 კაცი შეადგინა, ხოლო იმი...

  • 15:38

    ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია...

    მარტის აქციების დროს დაკავებული ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია. რუსული კანონის წინააღმდეგ აქციაზე დაკავებული ახალგაზრდა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გასულ კვირას მას შემდეგ შეიწყალა, რაც სასამართლ...

  • 15:25

    ,,ვარ ქიმიოთერაპიის პროცესში, დარწმუნებული ვარ ამ ...

    პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატი, ხათუნა სამნიძე მძიმე სენს ებრძვის. ის ახლა ქიმიოთერაპიის კურსს გადის, რაზეც ტელეკომპანია “ფორმულაზე” თავად ისაუბრა. "ქალ დეპუტატებთან ერთად ამ მძიმე ბრძო...

  • 17:19

    სასწრაფო დახმარების ექიმები ქრთამის აღების ბრალდებ...

    სახელწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადება:    უწყების თანამშრომლებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზ...

  • 16:42

    პირველი დოზა ✅ გავუკეთებთ წამალს, რომელიც ხრტილის ...

    დღეს, 3 საათზე, იაშვილის კლინიკაში, პეტრეს წამლის პირველ დოზას გაუკეთებენ. ❤️ დავწერ, როგორ ჩაივლის.    დღეიდან ყოველდღე 16-17 წლამდე, ანუ მანამ, სანამ ზრდის ზონები დაეხურება, ინექციის სახით...

  • 13:02

    ნუცა ბუზალაძის ძმა ამერიკაში საკუთარ ავტომობილში გ...

    ამერიკაში, ფილადელფიაში 40 წლამდე ქართველი კაცი გარდაცვლილი იპოვეს. დათო ბუზალაძეს 11 დღის განმავლობაში ეძებდნენ და გარდაცვლილი საკუთარ ავტომობილში ნახეს. დავით ბუზალაძე მომღერალ ნუცა ბუზალაძის ძმაა. ...

  • 22:35

    ქეით მიდლტონს სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს...

    უელსის პრინცესას, ქეით მიდლტონს სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს. ამის შე­სა­ხებ ქე­ი­თი ვიდეო მიმართვას  ავრცელებს.    "ეს იყო შოკი, მაგ­რამ მე კარ­გად ვარ და დღ...