2 3 : 5 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

"სათამაშო აპარატებზე ბოლო ჯეკპოტად თვითმკვლელის თოკი "ჯდება"... ხმა უნდა ამოვიღოთ"

ეროვ­ნუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კის დი­რექ­ტო­რი, გი­ორ­გი კე­კე­ლი­ძე სციალურ ქსელში აზარტულ თამაშებთან დაკავშირებულ პოსტს ავრცელებს

"წლე­ბის წინ ერთი კარ­გი თა­ნამ­შრო­მე­ლი გვყავ­და ეროვ­ნულ ბიბ­ლი­ო­თე­კა­ში. ცხა­დია, ის ბიჭი ახ­ლაც კარ­გი ბი­ჭია, უბ­რა­ლოდ ჩვენ­თან აღარ მუ­შა­ობს. არ მუ­შა­ობს იმი­ტომ, რომ ყვე­ლამ ერ­თად გა­მოვ­ცა­დეთ, რას უშ­ვე­ბა ადა­მი­ანს ეს დიდი და სა­ში­ნე­ლი მი­ჯაჭ­ვუ­ლო­ბა - აზარ­ტუ­ლი თა­მა­შე­ბის მო­ნო­ბა ანუ ლუდომიანია.

და­ვი­ნა­ხეთ, სა­დამ­დე შე­იძ­ლე­ბა მი­იყ­ვა­ნოს ამ ერთი და­უკ­ვირ­ვე­ბე­ლი შე­ხედ­ვით, უწყი­ნარ­მა გარ­თო­ბამ, სხვა მხრივ, სრუ­ლი­ად ჯან­სა­ღი ადა­მი­ა­ნი. და­ვი­ნა­ხეთ, რომ უკვე რა­ღაც რე­ლი­გი­ას­თან გა­თა­ნაბ­რე­ბულ ექ­სტაზს და­ემ­სგავ­სა ეს გზა - სხვე­ბი, უბ­რა­ლოდ აღარ ვარ­სე­ბობ­დით და თუ ვარ­სე­ბობ­დით, ამ ყვე­ლაფ­რის დრო­ე­ბით ინ­სტრუ­მენ­ტად - 100 ლა­რის მსეს­ხებ­ლად.

არას­დროს ვი­ტყვი, არც ამ ადა­მი­ა­ნის სა­ხელს და არც იმას - სად მი­ვი­და მისი "ფან­ტა­ზია". არ ვი­ტყვი, მათ შო­რის იმი­ტო­მაც, რომ მგო­ნია - მას აქვს უკან დაბ­რუ­ნე­ბის შან­სი - ცხოვ­რე­ბა­ში და ბიბ­ლი­ო­თე­კა­შიც.

ცხა­დად მეს­მის, რომ ადა­მი­ა­ნი თა­ვი­სუ­ფა­ლი არ­სე­ბაა იქამ­დე, სა­ნამ სხვას არ აზა­რა­ლებს. ზო­გა­დი დათ­ქმით და უჩარ­ჩოო ფიქ­რი­თაც ასეა - უნდა მო­წევს, უნდა თავს მო­იკ­ლავს და უნდა ითა­მა­შებს.

მაგ­რამ კი­დევ უფრო ცხა­დად მეს­მის და მჯე­რა, რომ ჩვენ - სხვა და­ნარ­ჩე­ნი ადა­მი­ა­ნე­ბი თა­ნაგ­რძნო­ბის არ­სე­ბე­ბი უნდა ვი­ყოთ. უნდა ვე­ცა­დოთ და იმ სივ­რცე­ში, სა­დაც ჩვე­ნი ხმა ფა­სობს, უარი ვუ­თხრათ ამ მო­უ­თო­კავ სენს. ვი­ცით, რომ ვერ და­ვა­მარ­ცხებთ და სულ იარ­სე­ბებს, მაგ­რამ მან­ძილს მა­ინც შე­ვუ­ზღუ­დავთ.

ოპერატორ სანდროს ამ­ბა­ვი დიდ გაფრ­თხი­ლე­ბად უნდა იქ­ცეს. თუ რამე არ ვარ, მო­რა­ლის­ტი და მო­რა­ლიზ­მით და­ა­ვა­დე­ბუ­ლი. არც იმას ვკი­ცხავ, ვინც თვე­ში ორ­ჯერ ტო­ტა­ლი­ზა­ტორ­ში 10 ლარს დებს და შე­იძ­ლე­ბა მო­გე­ბუ­ლი ოცი ლა­რით, და­მა­ტე­ბით პრო­დუქტს ყი­დუ­ლობს.

მაგ­რამ იქ, სა­დაც ადა­მი­ა­ნე­ბი თავს კარ­გა­ვენ, სა­დაც სა­თა­მა­შო აპა­რა­ტებ­ზე ბოლო ჯეკპო­ტად თვით­მკვლე­ლის თოკი "ჯდე­ბა" - ხმა უნდა ამო­ვი­ღოთ.

ეროვ­ნულ ბიბ­ლი­ო­თე­კა­ში ხში­რად იმარ­თე­ბა ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი, სა­დაც მათ შო­რის აზარ­ტუ­ლი თა­მა­შე­ბის რეკ­ლა­მა­საც მოკ­რავთ თვალს. ჩვენ, ამი­ე­რი­დან, გა­დავ­წყვი­ტეთ და ამ­გვარ ბა­ნე­რებს აღარ გან­ვა­თავ­სებთ. ზღვა­ში წვე­თია, მაგ­რამ ეს წვე­თიც, ვინ­მე მწყურ­ვალს დახ­რჩო­ბას აა­რი­დებს" - ვკი­თხუ­ლობთ გი­ორ­გი კე­კე­ლი­ძის პოს­ტში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 12:19

    ემიგრანტების რაოდენობა 95.6%-ით გაიზარდა...

    🔴 2023 წელს წინა წელთან შედარებით ემიგრანტების რაოდენობა 95.6%-ით გაიზარდა. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2023 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 245 064 კაცი შეადგინა, ხოლო იმი...

  • 15:38

    ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია...

    მარტის აქციების დროს დაკავებული ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია. რუსული კანონის წინააღმდეგ აქციაზე დაკავებული ახალგაზრდა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გასულ კვირას მას შემდეგ შეიწყალა, რაც სასამართლ...

  • 15:25

    ,,ვარ ქიმიოთერაპიის პროცესში, დარწმუნებული ვარ ამ ...

    პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატი, ხათუნა სამნიძე მძიმე სენს ებრძვის. ის ახლა ქიმიოთერაპიის კურსს გადის, რაზეც ტელეკომპანია “ფორმულაზე” თავად ისაუბრა. "ქალ დეპუტატებთან ერთად ამ მძიმე ბრძო...

  • 17:19

    სასწრაფო დახმარების ექიმები ქრთამის აღების ბრალდებ...

    სახელწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადება:    უწყების თანამშრომლებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზ...

  • 16:42

    პირველი დოზა ✅ გავუკეთებთ წამალს, რომელიც ხრტილის ...

    დღეს, 3 საათზე, იაშვილის კლინიკაში, პეტრეს წამლის პირველ დოზას გაუკეთებენ. ❤️ დავწერ, როგორ ჩაივლის.    დღეიდან ყოველდღე 16-17 წლამდე, ანუ მანამ, სანამ ზრდის ზონები დაეხურება, ინექციის სახით...

  • 13:02

    ნუცა ბუზალაძის ძმა ამერიკაში საკუთარ ავტომობილში გ...

    ამერიკაში, ფილადელფიაში 40 წლამდე ქართველი კაცი გარდაცვლილი იპოვეს. დათო ბუზალაძეს 11 დღის განმავლობაში ეძებდნენ და გარდაცვლილი საკუთარ ავტომობილში ნახეს. დავით ბუზალაძე მომღერალ ნუცა ბუზალაძის ძმაა. ...

  • 22:35

    ქეით მიდლტონს სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს...

    უელსის პრინცესას, ქეით მიდლტონს სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს. ამის შე­სა­ხებ ქე­ი­თი ვიდეო მიმართვას  ავრცელებს.    "ეს იყო შოკი, მაგ­რამ მე კარ­გად ვარ და დღ...