1 7 : 1 0
 | 

საზოგადოება

ბათუმში 31 წლის ქალი მეხუთე სართულიდან გადმოვარდა და დაიღუპა

ბათუმში, მაიაკოვსკის ქუჩაზე, კორპუსის მეხუთე სართულიდან ახალგაზრდა ქალი გადმოვარდა. 

არსებული ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე მისულ ექიმებს ქალი გარდაცვლილი დახვდათ. ის პროზექტურაში გადაასვენეს. 

შემთხვევა დღეს, 16 იანვარს, ცოტა ხნის წინ მოხდა. სხვა დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.

 შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით გამოძიება, სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები