2 0 : 4 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

20 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

დღეს კარგი იქნება სამოგზაუროდ წასვლა. გამორიცხული არ არის, რომ საღამოს სასიხარულო შეხვედრა გქონდეთ. თავს ვერ აარიდებთ უსიამოვნო და სერიოზულ საუბარს. კარგად წავა საქმეები ფინანსურ ბირჟაზე.

კურო

კარგი დღეა საქმიანი წამოწყებებისთვის. ხელმძღვანელობასთან ურთიერთობისას ტაქტი და ზომიერება არ დაკარგოთ. დღის ბოლოს მოვლენები შეიძლება მოულოდნელად განვითარდეს, ყურადღებით იყავით, სიტუაცია შეიძლება კონტროლიდან გავიდეს. “მოსავლის” აღების დროა.

ტყუპები

დღეს მოგმართავენ საქიმანი წინადადებით, მაგრამ მისი სწრაფად მიღება არ ღირს, რადგან თქვენთვის მომგებიანი არ იქნება. მეგობრებმა შეიძლება თეატრში ან კინოში დაგპატიჟონ. ხელფასის მომატებასთან დაკავშირებული მცდელობები შესაძლოა წარმატებით დასრულდეს.

კირჩხიბი

აქტიური დღე იქნება. უფრო შრომისმოყვარე და სერიოზული გახდებით. დღევანდელი შენაძენი დაკავშირებული იქნება ფარულ ქორწინებასთან ან იმედს გაგიცრუებთ. წარმატებული იქნება გაცნობა ან მოგზაურობა.

ლომი

სამსახურში დღეს განსაკუთრებით ფრთხილი და ყურადღებიანი უნდა იყოთ. თქვენი თავშეკავებულობა ახლობელი ადამიანისგან უყურადღებობად იქნება აღქმული, რამაც შესაძლოა გაურკვევლობა გამოიწვიოს. წყენა გააკონტროლეთ, რათა მოახერხოთ ოჯახში კამათისგან თავის არიდება. წარმატებული იქნება მმართველ ორგანოებთან ურთიერთობა.

ქალწული

მოვლენებით სავსე დღე არ იქნება. შეეცადეთ საყვარელ ადამიანთან კამათს თავი აარიდოთ. შესაძლოა ეს გაგიჭირდეთ, მაგრამ ეცადეთ. სავარაუდოდ ელექტროენერგიის მიწოდების პრობლემის წინაშე დადგებით. ხანგრძლივი და მძიმე შრომა – ეს არის დღევანდელი დღის სიმბოლო.

სასწორი

დღეს სიამოვნებას მიიღებთ ნებისმიერი ფიზიკური დატვირთვისგან, რაც დაგროვილი დაძაბულობის მოხსნაშიც დაგეხმარებათ. აქტუალური იქნება შემოსავლების განაწილება, გადასახადების გადახდა და ა.შ. არავინ იწუწუნებს შთაგონების ნაკლებობაზე. დაეხმარეთ გარშემომყოფებს და ისინი თქვენი მადლიერი იქნებიან.

მორიელი

კარგი დღეა მშენებლებისთვის, ტექნიკისა და მომსახურების სფეროს წარმომადგენლებისთვის. შესაძლოა ცუდი ამბავი შეიტყოთ ან მოვლენები განვითარდეს უსიამოვნოდ. თქვენი შემართება საშუალებას მოგცემთ რამოდენიმე საქმეს ერთდროულად მოჰკიდოთ ხელი და ბოლომდე მიიყვანოთ. გაუთვალისწინებელი შემთხვევა შესაძლოა ოჯახური კონფლიქტის მიზეზი გახდეს.

მშვილდოსანი

კარგი დღეა მთლიანობაში. შეიძლება კუჭის ტკივილმა შეგაწუხოთ. ბევრი შეხვედრა გექნებათ. შესაძლოა კარგი პერსპექტივები გაგეხსნათ. სხვადასხვა საქმიან ოპერაციებში წარმატება გელით.

თხის რქა

დღეს ძალიან გამაღიზიანებელი იქნებით, სრულად დაექვემდებარებით ცვალებად განწყობას. მეგობრებთან შეხვედრა საინტერესო საღამოს გპირდებათ. კოლექტიური შრომისა და ერთობლივი ღონისძიებებისთვის შესაფერისი დღე არ რის. თუმცა რაც არ უნდა იყოს, ინდივიდუალურად წარმატებული იქნებით, შეძლებთ ბევრი საკითხის რეალიზებას. შესაძლოა ახალი რომანტიკული კავშირი.

მერწყული

დღევანდელი დღე სულიერ წონასწორობას გპირდებათ, წარმატებული იქნება ჯანმრთელობის გაკაჟების მცდელობა. დღეს შეძლებთ პირადი ცხოვრების საკითხების მოგვარებას. კარგი და საბრძოლო განწყობა, რომელიც დილის ვარჯიშთან ერთად მიიღეთ, თავდაჯერებულობას შეგმატებთ. თავში ნაყოფიერი იდეები მოგივათ.

თევზები

დღევანდელი დღე მეტწილად ხანმოკლე კეთილდღეობის მომტანია, რაც საბოლოოდ ხანგრძლივი იმედგაცრუებით იცვლება, განსაკუთრებით სიყვარულში. სიზმრები თითქმის ყოველთვის სრულდება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 12:19

    ემიგრანტების რაოდენობა 95.6%-ით გაიზარდა...

    🔴 2023 წელს წინა წელთან შედარებით ემიგრანტების რაოდენობა 95.6%-ით გაიზარდა. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2023 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 245 064 კაცი შეადგინა, ხოლო იმი...

  • 15:38

    ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია...

    მარტის აქციების დროს დაკავებული ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია. რუსული კანონის წინააღმდეგ აქციაზე დაკავებული ახალგაზრდა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გასულ კვირას მას შემდეგ შეიწყალა, რაც სასამართლ...

  • 15:25

    ,,ვარ ქიმიოთერაპიის პროცესში, დარწმუნებული ვარ ამ ...

    პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატი, ხათუნა სამნიძე მძიმე სენს ებრძვის. ის ახლა ქიმიოთერაპიის კურსს გადის, რაზეც ტელეკომპანია “ფორმულაზე” თავად ისაუბრა. "ქალ დეპუტატებთან ერთად ამ მძიმე ბრძო...

  • 17:19

    სასწრაფო დახმარების ექიმები ქრთამის აღების ბრალდებ...

    სახელწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადება:    უწყების თანამშრომლებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზ...

  • 16:42

    პირველი დოზა ✅ გავუკეთებთ წამალს, რომელიც ხრტილის ...

    დღეს, 3 საათზე, იაშვილის კლინიკაში, პეტრეს წამლის პირველ დოზას გაუკეთებენ. ❤️ დავწერ, როგორ ჩაივლის.    დღეიდან ყოველდღე 16-17 წლამდე, ანუ მანამ, სანამ ზრდის ზონები დაეხურება, ინექციის სახით...

  • 13:02

    ნუცა ბუზალაძის ძმა ამერიკაში საკუთარ ავტომობილში გ...

    ამერიკაში, ფილადელფიაში 40 წლამდე ქართველი კაცი გარდაცვლილი იპოვეს. დათო ბუზალაძეს 11 დღის განმავლობაში ეძებდნენ და გარდაცვლილი საკუთარ ავტომობილში ნახეს. დავით ბუზალაძე მომღერალ ნუცა ბუზალაძის ძმაა. ...

  • 22:35

    ქეით მიდლტონს სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს...

    უელსის პრინცესას, ქეით მიდლტონს სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს. ამის შე­სა­ხებ ქე­ი­თი ვიდეო მიმართვას  ავრცელებს.    "ეს იყო შოკი, მაგ­რამ მე კარ­გად ვარ და დღ...