0 5 : 0 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

16 იანვარს ჩინეთიდან ჩამოსულ გოგონას კორონავირუსი არ დაუდასტურდა - პაატა იმნაძე

22 წლის გოგონას, რომელიც ჩინეთიდან 16 იანვარს ჩამოვიდა და ვირუსული ინფექციის ნიშნები გამოუვლინდა, კორონავირუსი არ აქვს და არც ერთი საერთაშორისო სტანდარტით, კორონავირუსის შესაძლო ან საეჭვო შემთხვევად არ ითვლება, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე პაატა იმნაძემ განუცხადა.

მისი თქმით, გოგონა, რომელიც საქართველოს მოქალაქეა, სამშობლოში ჩინეთის ერთ-ერთი პროვინციიდან იმ დროს დაბრუნდა, როდესაც უხანის გარდა, ჩინეთის არც ერთ სხვა ქალაქსა და პროვინციაში ახალი კორონავირუსი დაფიქსირებული არ ყოფილა.

პაატა იმნაძის თქმით, გოგონას ვირუსული ინფექცია ოჯახის წევრებისგან გადაედო. ამასთან, კონკრეტულად რა ტიპის ვირუსი აქვს მას, ამ ეტაპზე უცნობია და მიმდინარეობს დაკვირვება.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარის ინფორმაციით, გოგონა სახლში მკურნალობს და მისი მდგომარეობა არ არის მძიმე.

კახეთის ერთ-ერთ სოფელში ჩინეთიდან ჩამოსული გოგონასთვის ვირუსული ინფექციის ნიშნების გამოვლინების შესახებ ინფორმაცია რამდენიმე მედიასაშუალებაში გავრცელდა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 12:19

    ემიგრანტების რაოდენობა 95.6%-ით გაიზარდა...

    🔴 2023 წელს წინა წელთან შედარებით ემიგრანტების რაოდენობა 95.6%-ით გაიზარდა. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2023 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 245 064 კაცი შეადგინა, ხოლო იმი...

  • 15:38

    ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია...

    მარტის აქციების დროს დაკავებული ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია. რუსული კანონის წინააღმდეგ აქციაზე დაკავებული ახალგაზრდა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გასულ კვირას მას შემდეგ შეიწყალა, რაც სასამართლ...

  • 15:25

    ,,ვარ ქიმიოთერაპიის პროცესში, დარწმუნებული ვარ ამ ...

    პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატი, ხათუნა სამნიძე მძიმე სენს ებრძვის. ის ახლა ქიმიოთერაპიის კურსს გადის, რაზეც ტელეკომპანია “ფორმულაზე” თავად ისაუბრა. "ქალ დეპუტატებთან ერთად ამ მძიმე ბრძო...

  • 17:19

    სასწრაფო დახმარების ექიმები ქრთამის აღების ბრალდებ...

    სახელწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადება:    უწყების თანამშრომლებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზ...

  • 16:42

    პირველი დოზა ✅ გავუკეთებთ წამალს, რომელიც ხრტილის ...

    დღეს, 3 საათზე, იაშვილის კლინიკაში, პეტრეს წამლის პირველ დოზას გაუკეთებენ. ❤️ დავწერ, როგორ ჩაივლის.    დღეიდან ყოველდღე 16-17 წლამდე, ანუ მანამ, სანამ ზრდის ზონები დაეხურება, ინექციის სახით...

  • 13:02

    ნუცა ბუზალაძის ძმა ამერიკაში საკუთარ ავტომობილში გ...

    ამერიკაში, ფილადელფიაში 40 წლამდე ქართველი კაცი გარდაცვლილი იპოვეს. დათო ბუზალაძეს 11 დღის განმავლობაში ეძებდნენ და გარდაცვლილი საკუთარ ავტომობილში ნახეს. დავით ბუზალაძე მომღერალ ნუცა ბუზალაძის ძმაა. ...

  • 22:35

    ქეით მიდლტონს სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს...

    უელსის პრინცესას, ქეით მიდლტონს სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს. ამის შე­სა­ხებ ქე­ი­თი ვიდეო მიმართვას  ავრცელებს.    "ეს იყო შოკი, მაგ­რამ მე კარ­გად ვარ და დღ...