2 1 : 3 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

მაკოცა პირდაპირ ტუჩებში - მამაკაცი ამტკიცებს, რომ პატრიარქი მას სექსუალურად ავიწროვებდა

რუსთავისა და მარნეულის ეპარქიის მიტროპოლიტ ათანასეს მომვლელი გიორგი გელაშვილი ეროვნული TV-ის ეთერში მღვდელ ანდრია სარიასთან, რომელსაც მღვდელმოქმედება აქვს შეჩერებული, ყვება, რომ პატრიარქმა ილია II-მ ის სექსუალურად შეავიწროვა. 

გელაშვილის თქმით, ერთერთი შეხვედრის დროს პატრიარქმა მას გაუფრთხილებლად ტუჩებში რამდენჯერმე აკოცა, გელაშვილის რეაქციის შემდეგ კი მას დასცინა და უთხრა, რომ ჯერ მზად არ იყო. 

როგორც გელაშვილი ინტერვიუში ყვება, ის მამა შალვა კეკელიას შუამდგომლობით პატრიარქმა მეუფე ათანასეს პანაშვიდის შემდეგ დაიბარა და მას მიტროპოლიტის მოვლისთვის მადლობა გადაუხადა, შემდეგი დაბარებისას კი მას სთხოვა, რომ მისი მორჩილი გამხდარიყო და საპატრიარქოში ემსახურა. 

"მოხდა ასეთი რამ, რომ ერთერთ საღამოს, პირველი პირი მიბარებს თავისთან ოთახში და საუბრის დროს მე უბრალოდ ვიჩოქებ მის წინ და მოხდა ასეთი რამ, რომ ჩამეხუტა და მაკოცა პირდაპირ ტუჩებში. ეს მოხდა, ეს ფაქტი. ნუ, მოხუცია და მე ვიფიქრე, რომ ეს მოუვიდა შემთხვევით, მაგრამ მე როდესაც სახე სპეციალურად ავწიე, რომ დავრწმუნებულიყავი, რომ მეუფე მართალს მეუბნება, თუ არა, მოხდა ისე, რომ მან ხელთავიდან გაიმეორა ეს კოცნა, უკვე ცხადად ხდებოდა ეს. გავიწიე და ჩემთვის ეს იყო მიწის გამოცლა, რომ როგორ, ე.ი. რა ხდება? მან დამცინა, გაიცინა ამ ყველაფერზე და მითხრა, რომ იცი, რა, ჯერ მზად არა ხარო და მერე, როცა დრო იქნება, გამოგიძახებო. ეს მახსოვს, ეს სიტყვები,"- ამბობს გელაშვილი. 

გელაშვილისვე თქმით, მიტროპოლიტი ათანასე მასთან ხშირად საუბრობდა პატრიარქისა და სხვა მღვდელმთავრების "ამ ცოდვის" შესახებ, თუმცა მისივე განმარტებით, ამის მიუხედავად პატრიარქისადმი მისი ავტორიტეტი შეულახავი იყო მანამ, სანამ როგორც თავად ყვება, მეორე შეხვედრის დროს, პატრიარქმა მას არ ჰკითხა, თუ რას ყვებოდა მის შესახებ მიტროპოლიტი ათანასე. 


კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 09:43

    "ვინმეს მაინც კიდევ სჯერა ჩვენი მმართველი პარტიის ...

    "უცხოური ხალხის მიერ აღზრდილი ელიტა." "აგენტების მიერ დანიშნული ხელისუფლება" "გლობალური ომის პარტია" ნატოს და უკრაინის დაუფარავი კრიტიკა, "ღამურები"... მგონი კითხვები აღარ უნდა დაგვრჩეს რა კურსი უჭირ...

  • 12:19

    ემიგრანტების რაოდენობა 95.6%-ით გაიზარდა...

    🔴 2023 წელს წინა წელთან შედარებით ემიგრანტების რაოდენობა 95.6%-ით გაიზარდა. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2023 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 245 064 კაცი შეადგინა, ხოლო იმი...

  • 15:38

    ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია...

    მარტის აქციების დროს დაკავებული ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია. რუსული კანონის წინააღმდეგ აქციაზე დაკავებული ახალგაზრდა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გასულ კვირას მას შემდეგ შეიწყალა, რაც სასამართლ...

  • 15:25

    ,,ვარ ქიმიოთერაპიის პროცესში, დარწმუნებული ვარ ამ ...

    პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატი, ხათუნა სამნიძე მძიმე სენს ებრძვის. ის ახლა ქიმიოთერაპიის კურსს გადის, რაზეც ტელეკომპანია “ფორმულაზე” თავად ისაუბრა. "ქალ დეპუტატებთან ერთად ამ მძიმე ბრძო...

  • 17:19

    სასწრაფო დახმარების ექიმები ქრთამის აღების ბრალდებ...

    სახელწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადება:    უწყების თანამშრომლებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზ...

  • 16:42

    პირველი დოზა ✅ გავუკეთებთ წამალს, რომელიც ხრტილის ...

    დღეს, 3 საათზე, იაშვილის კლინიკაში, პეტრეს წამლის პირველ დოზას გაუკეთებენ. ❤️ დავწერ, როგორ ჩაივლის.    დღეიდან ყოველდღე 16-17 წლამდე, ანუ მანამ, სანამ ზრდის ზონები დაეხურება, ინექციის სახით...

  • 13:02

    ნუცა ბუზალაძის ძმა ამერიკაში საკუთარ ავტომობილში გ...

    ამერიკაში, ფილადელფიაში 40 წლამდე ქართველი კაცი გარდაცვლილი იპოვეს. დათო ბუზალაძეს 11 დღის განმავლობაში ეძებდნენ და გარდაცვლილი საკუთარ ავტომობილში ნახეს. დავით ბუზალაძე მომღერალ ნუცა ბუზალაძის ძმაა. ...