1 6 : 5 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

,,ევოლუშენ გეიმინგმა” სამსახურიდან 1300 თანამშრომელი გაათავისუფლა

ონლაინ კაზინოების პროვაიდერმა კომპანიამ "ევოლუშენ გეიმინგი”-მა სამსახურიდან 1300 თანამშრომელი გაათავისუფლა. აღამსრულებელი დირექტორის განცხადებაში, რომელიც მან თანამშრომლების შიდა ჯგუფში გამოაქვეყნა და წყარომ ექსკლუზიურად მოგვაწოდა, წერია, რომ ამ გადაწყვეტილების მიღება ხელისუფლების მიერ ქვეყანაში საყოველთაო კარანტინის გამოცხადებიდან გამომდინარე მოუწიათ.

"გასული კვირის მოვლენებიდან და გუშინ, ხელისუფლების მიერ ქვეყანაში საყოველთაო კარანტინის გამოცხადებიდან გამომდინარე, გვიწევს, შევაჩეროთ საქართველოში ევოლუშენის ზრდის გეგმები. სამწუხაროდ, ეს ნიშნავს რომ დღეს, დაახლოებით 1300 თამაშის წარმდგენი და ბანქოს მჩეხავი, რომლებიც იმყოფებიან გამოსაცდელ ვადაში, მიიღებენ ინდივიდუალურ შეტყობინებას შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ”,- წერს ჯეიკობ კლაესონი.

მისი თქმით, სამსახურიდან ის თანამშრომლები გათავისუფლდებიან, ვინც კომპანიაში 6 თვეზე ნაკლები ვადით მუშაობდა.

"ევოლუშენ გეიმინგის” საქართველოს ფილიალის აღმასრულებელი დირექტორი აცხადებს, რომ კომპანია ხელისუფლებასთან მოლაპარაკებით ცილობდა, ეს შედეგი თავიდან აეცილებინა, თუმცა მათი მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა.

"როგორც გასული კვირის მანძილზე ნახეთ, მთელი ძალით ვეცადეთ, თავიდან აგვერიდებინა მოვლენების ამგვარი განვითარება – გავატარეთ ბევრი ღონისძიება და განვახორციელეთ ცვლილებები, რათა მიგვეღო ნებართვა სტუდიის ნაწილობრივ გახსნაზე. სამწუხაროდ ყველა ეს მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა. ჩვენ მივიღეთ ყველა ის ზომა, რასაც ადგილობრივი ხელისუფლება ითხოვდა. ბუნებრივია, გავაგრძელებთ დიალოგს საქართველოს მთავრობასთან, რომ დავადგინოთ, რა შეიძლება გაკეთდეს დამატებით ჩვენი საქმიანობის მცირე მაშტაბით განახლებისთვის”,- წერს ჯეიკობ კლაესონი.

ხელშეკრულების გაწყვეტის შესახებ განცხადებები თანამშრომლებს ელფოსტაზე უკვე დაეგზავნათ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 12:19

    ემიგრანტების რაოდენობა 95.6%-ით გაიზარდა...

    🔴 2023 წელს წინა წელთან შედარებით ემიგრანტების რაოდენობა 95.6%-ით გაიზარდა. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2023 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 245 064 კაცი შეადგინა, ხოლო იმი...

  • 15:38

    ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია...

    მარტის აქციების დროს დაკავებული ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია. რუსული კანონის წინააღმდეგ აქციაზე დაკავებული ახალგაზრდა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გასულ კვირას მას შემდეგ შეიწყალა, რაც სასამართლ...

  • 15:25

    ,,ვარ ქიმიოთერაპიის პროცესში, დარწმუნებული ვარ ამ ...

    პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატი, ხათუნა სამნიძე მძიმე სენს ებრძვის. ის ახლა ქიმიოთერაპიის კურსს გადის, რაზეც ტელეკომპანია “ფორმულაზე” თავად ისაუბრა. "ქალ დეპუტატებთან ერთად ამ მძიმე ბრძო...

  • 17:19

    სასწრაფო დახმარების ექიმები ქრთამის აღების ბრალდებ...

    სახელწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადება:    უწყების თანამშრომლებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზ...

  • 16:42

    პირველი დოზა ✅ გავუკეთებთ წამალს, რომელიც ხრტილის ...

    დღეს, 3 საათზე, იაშვილის კლინიკაში, პეტრეს წამლის პირველ დოზას გაუკეთებენ. ❤️ დავწერ, როგორ ჩაივლის.    დღეიდან ყოველდღე 16-17 წლამდე, ანუ მანამ, სანამ ზრდის ზონები დაეხურება, ინექციის სახით...

  • 13:02

    ნუცა ბუზალაძის ძმა ამერიკაში საკუთარ ავტომობილში გ...

    ამერიკაში, ფილადელფიაში 40 წლამდე ქართველი კაცი გარდაცვლილი იპოვეს. დათო ბუზალაძეს 11 დღის განმავლობაში ეძებდნენ და გარდაცვლილი საკუთარ ავტომობილში ნახეს. დავით ბუზალაძე მომღერალ ნუცა ბუზალაძის ძმაა. ...

  • 22:35

    ქეით მიდლტონს სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს...

    უელსის პრინცესას, ქეით მიდლტონს სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს. ამის შე­სა­ხებ ქე­ი­თი ვიდეო მიმართვას  ავრცელებს.    "ეს იყო შოკი, მაგ­რამ მე კარ­გად ვარ და დღ...