1 4 : 2 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

იქნებ ვინმეს ეცნოს ეს ისტორია და საკუთარი თავი ამოიცნოს. ტაქსი დედაჩემმა გააჩერა თემქაზე, მესამე მიკრო რაიონის მეხუთე კვარტალის 24-ე კორპუსთან - სტიქაროსანის ოჯახი ეძებს ტაქსის მძღოლს, რომელთანაც შეხება ჰქონდათ

„ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობას სტაბილურია“- ამის შესახებ კორონავირუსით ინფიცირებულმა სტიქაროსანმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსში“ ისაუბრა. სტიქაროსანმა დაინფიცირების ისტორია დეტალურად გაიხსენა.

„ინფიცირებულები ვართ ოჯახის ოთხი წევრი. ბაბუა, რომელიც 82 წლის გახლავთ, ამჟამად რეანიმაციაშია მოთავსებული. დედა და დეიდა ჩემს პალატაში არიან. ყველას ორმხრივი პნევმონია გვაქვს.

თავდაპირველად ბაბუა დაინფიცირდა. სუნთქვის გართულება დაეწყო. დავრეკეთ სასწრაფოში, მაგრამ მოსვლაზე უარი თქვეს, ასე გვითხრეს უბნის ექიმს მიმართეთო.

როცა უბნის ექიმს მივმართეთ, მან ასეთი პასუხი გაგვცა, მისამართებზე არ დავდივარ ტელეფონით მითხარით ჩივილებიო.

ბაბუას მდგომარეობა სულ უფრო მძიმდებოდა. მერე დედამ გადაწყვიტა ასაკოვანი მამა სახლთან მდებარე კლინიკაში ტაქსით მიეყვანა.

დაახლოებით 14:00 საათი იქნებოდა როცა დედაჩემი გავიდა ქუჩაში, გააჩერა გამვლელი ტაქსი და სახლთან მოიყვანა.

როცა ბაბუა მანქანაში ჩავსვით, ამ დროს მოვიდა სასწრაფო, რომლის პერსონალს პირბადეც კი არ ეკეთა. მოხუცი ტაქსიდან სასწრაფოს მანქანაში გადავსვით და თბილისის ზღვის ჰოსპიტალში გადაიყვანეს.

ისეთი ანერვიულებულები ვიყავით მე და დედაჩემი, რომ სამწუხაროდ იმ ტაქსის ნომერიც კი ვერ დავიმახსოვრეთ. შესაბამისად არ მომხდარა აღნიშნული ტაქსის იდენტიფიცირება.

იქნებ ვინმეს ეცნოს ეს ისტორია და საკუთარი თავი ამოიცნოს. ტაქსი დედაჩემმა გააჩერა თემქაზე, მესამე მიკრო რაიონის მეხუთე კვარტალის 24-ე კორპუსთან.“- განაცხადა სტიქაროსანმა.

საიდან დაინფიცირდა მისი ოჯახი ამაზე ზუსტი პასუხი არ აქვს, თუმცა ერთ-ერთ ვერსიად სტიქაროსანი ლიფტს ასახელებს.

„სავარაუდოდ ბაბუას დაინფიცირება მოხდა ლიფტიდან, რადგან ის ხშირად გადიოდა მაღაზიაში პროდუქტების საყიდლად. ამის თქმის საფუძველს კი ის მაძლევს, რომ ჩვენს სადარბაზოში მესამე სართულზე კორონავირუსით ინფიცირებულები გვყავდნენ, საუბარია რომანოვების კლასტერზე.

მათგან საავადმყოფოში გადაიყვანეს ცოლ-ქმარი და მათი შვილების ძიძა, რომელიც სხვა კორპუსში ცხოვრობს.

როცა ეს ამბავი დედაჩემმა შეიტყო, ის კორპუსის თავმჯდომარე გახლავთ, დარეკა მერიაში სადარბაზოს დეზინფექცია ჩაატარეთო. მერიაში უპასუხეს, რომ არ ჰქონდათ სადეზინფექციო ხსნარი.

ბაბუას პირველი სიმპტომი საერთო სისუტე იყო. ამბობდა ალბათ გაციებული ვარო. ორი დღის შემდეგ სუნთქვის უკმარისობა დაეწყო.

საგულისხმოა ერთი გარემოება, როცა ბაბუა თბილისის ზღვის ჰოსპიტალში მიიყვანეს, მას თან დედა ახლდა, რომელიც ექიმებმა საავადმყოფოში არ დატოვეს.

იმ დღესვე დაბრუნდა სახლში. მეორე დღეს, როცა ბაბუას მდგომარეობა მოვიკითხეთ, გვითხრეს კორონავირუსი დადასტურდაო.“- ამბობს ინფიცირებული.

მან იმ სავარაუდო კონტაქტებზეც ისაუბრა, რომელიც მას და მის ოჯახის წევრებს ჰქონდათ.

რაც შეეხება ჩემს ეკლესიაში სიარულს, როცა ჩვენს სადარბაზოში რომანოვების კლასტერი გამოვლინდა, ჩემმა მამაომ მითხრა, თავის დაზღვევის მიზნით ტაძარში აღარ იაროო.

ჩემი სიჯიუტიდან გამომდინარე ეკლესიაში მაინც მივედი, მაგრამ ღვთისმსახურებაში მონაწილეობა არ მიმიღია. კონტაქტი არავისთან მქონია გარდა მამაოსი. არ მაქვს ინფორმაცია ამჟამად მამაო იმყოფება თუ არა თვითიზოლაციაში.“

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 12:19

    ემიგრანტების რაოდენობა 95.6%-ით გაიზარდა...

    🔴 2023 წელს წინა წელთან შედარებით ემიგრანტების რაოდენობა 95.6%-ით გაიზარდა. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2023 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 245 064 კაცი შეადგინა, ხოლო იმი...

  • 15:38

    ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია...

    მარტის აქციების დროს დაკავებული ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია. რუსული კანონის წინააღმდეგ აქციაზე დაკავებული ახალგაზრდა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გასულ კვირას მას შემდეგ შეიწყალა, რაც სასამართლ...

  • 15:25

    ,,ვარ ქიმიოთერაპიის პროცესში, დარწმუნებული ვარ ამ ...

    პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატი, ხათუნა სამნიძე მძიმე სენს ებრძვის. ის ახლა ქიმიოთერაპიის კურსს გადის, რაზეც ტელეკომპანია “ფორმულაზე” თავად ისაუბრა. "ქალ დეპუტატებთან ერთად ამ მძიმე ბრძო...

  • 17:19

    სასწრაფო დახმარების ექიმები ქრთამის აღების ბრალდებ...

    სახელწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადება:    უწყების თანამშრომლებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზ...

  • 16:42

    პირველი დოზა ✅ გავუკეთებთ წამალს, რომელიც ხრტილის ...

    დღეს, 3 საათზე, იაშვილის კლინიკაში, პეტრეს წამლის პირველ დოზას გაუკეთებენ. ❤️ დავწერ, როგორ ჩაივლის.    დღეიდან ყოველდღე 16-17 წლამდე, ანუ მანამ, სანამ ზრდის ზონები დაეხურება, ინექციის სახით...

  • 13:02

    ნუცა ბუზალაძის ძმა ამერიკაში საკუთარ ავტომობილში გ...

    ამერიკაში, ფილადელფიაში 40 წლამდე ქართველი კაცი გარდაცვლილი იპოვეს. დათო ბუზალაძეს 11 დღის განმავლობაში ეძებდნენ და გარდაცვლილი საკუთარ ავტომობილში ნახეს. დავით ბუზალაძე მომღერალ ნუცა ბუზალაძის ძმაა. ...

  • 22:35

    ქეით მიდლტონს სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს...

    უელსის პრინცესას, ქეით მიდლტონს სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს. ამის შე­სა­ხებ ქე­ი­თი ვიდეო მიმართვას  ავრცელებს.    "ეს იყო შოკი, მაგ­რამ მე კარ­გად ვარ და დღ...