2 1 : 2 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

"ჩვენ ღირსებააყრილი ერი არ ვართ. თუ ღირსება შეგვრჩენია საერთოდ ქართველებს, მაშინ ჩვენი მტრების ძეგლი არ უნდა იდგეს შუა ქალაქში, ეს ჩვენი წინაპრების სულში ჩაფურთხებაა”

„მარნეულის მერს ვაძლევ გონივრულ დროს, ქალაქის ცენტრიდან დაუყოვნებლივ აიღოს ნარიმან ნარიმანოვის ძეგლი. თუ ამის დადგმა შეცდომა იყო, საჯაროდ აღიაროს და ბოდიში მოუხადოს საზოგადოებას“, – განაცხადა მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსმა გიორგი ჯამდელიანმა ქადაგებისას.  

ეპისკოპოსმა მრევლს ნარიმან ნარიმანოვის შესახებ ინფორმაცია მიწოდა: „რადგან აზერბაიჯანელის ძეგლია იმიტომ კი არ ვართ წინააღმდეგი, არამედ ასეთი მოღალატეები იყვნენ ფილიპე მახარაძე, ორჯონიკიძე. მათი ძეგლები ჩვენ ავიღეთ და გადავაგდეთ. ისინი იყვნენ საბჭოთა რეპრესიული მანქანის თანამსახურნი, თავკაცები, რომლებმაც უამრავი ხალხი დახვრიტეს, მოაწყეს რეპრესიები.

მინდა, გაგახსენოთ, ვინ იყო ნარიმან ნარიმანოვი. ეს ალბათ ბევრმა აზერბაიჯანელმა არ იცის და ბევრმა ქართველმაც. გასაოცარია, საიდან შემორჩა ჩვენს ქალაქში, შუა ცენტრში, ამის ძეგლი.

ის დაიბადა საქართველოში, აქ ცხოვრობდა, მერე გადავიდა აზერბაიჯანში, იყო ბოლშევიკი. მაშინდელმა საბჭოთა რეპრესიულმა მანქანამ მისი მეთაურობით ჯერ დაამხო აზერბაიჯანის დემოკრატიული სახელმწიფო და 1926 წელს თავს დაესხა საქართველოს. ჩვენი წინაპრების, თანამემამულეების სისხლით აქვს მას ხელი გასვრილი. შემდეგ, გამყიდველ ფილიპე მახარაძესთან ერთად მისი ხელმოწერა ამშვენებს, როდესაც საქართველოს ძირძველი მიწა-წყალი, ზაქათალის მხარე გადასცეს მეზობელ სახელმწიფოს. აი, ვინ არის ნარიმან ნარიმანოვი. მას დიდი წვილი მიუძღვის ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის რღვევაში, ოკუპაციაში და მიწა-წყლის ჩამოცილებაში. ის არის ჩვენი სახელმწიფოებრიობის მტერი.

ადამიანი, ქალაქის მერი, როდესაც ამას კადრულობს, როდესაც ფარულად, ვითარცა მპარავი, შუა ღამე ასეთ რამეს კადრულობს, ეს არის უსინდისობა. მე პირდაპირ, მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, მოვუწოდებ დღევანდელ ხელისუფლებას, ჩაერიოს ამ ვითარებაში და არათუ მარნეულში, არამედ აღმოიფხვრას ყოველგვარი ასეთი საბჭოთა და ფაშისტური სიმბოლიკები და მათი ხელშეწყობა.

ჩვენ ღირსებააყრილი ერი არ ვართ. თუ ღირსება შეგვრჩენია საერთოდ ქართველებს, მაშინ ჩვენი მტრების ძეგლი არ უნდა იდგეს შუა ქალაქში, ეს ჩვენი წინაპრების სულში ჩაფურთხებაა.

მე ვფიქრობ, რომ აქ დიდ უმეცრებასაც აქვს ადგილი. ქალაქის მერმა ავტობიოგრაფია არ უნდა იცოდეს რა ძეგლზეა საუბარი? ეს თამაშები არავის გამოუვა. თუ ეს იყო შეცდომა, ეს შეცდომა საჯაროდ უნდა აღიაროს მერმა და დაუყოვნებლივ, როგორც მან უკანონობა ჩაიდინა მორალურად, ზნეობრივად და სახელმწიფოს წინაშე, მოიხადოს ბოდიში საზოგადოების წინაშე და დაიწყოს პროცედურები ძეგლის ასაღებად“ 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 12:19

    ემიგრანტების რაოდენობა 95.6%-ით გაიზარდა...

    🔴 2023 წელს წინა წელთან შედარებით ემიგრანტების რაოდენობა 95.6%-ით გაიზარდა. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2023 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 245 064 კაცი შეადგინა, ხოლო იმი...

  • 15:38

    ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია...

    მარტის აქციების დროს დაკავებული ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია. რუსული კანონის წინააღმდეგ აქციაზე დაკავებული ახალგაზრდა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გასულ კვირას მას შემდეგ შეიწყალა, რაც სასამართლ...

  • 15:25

    ,,ვარ ქიმიოთერაპიის პროცესში, დარწმუნებული ვარ ამ ...

    პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატი, ხათუნა სამნიძე მძიმე სენს ებრძვის. ის ახლა ქიმიოთერაპიის კურსს გადის, რაზეც ტელეკომპანია “ფორმულაზე” თავად ისაუბრა. "ქალ დეპუტატებთან ერთად ამ მძიმე ბრძო...

  • 17:19

    სასწრაფო დახმარების ექიმები ქრთამის აღების ბრალდებ...

    სახელწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადება:    უწყების თანამშრომლებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზ...

  • 16:42

    პირველი დოზა ✅ გავუკეთებთ წამალს, რომელიც ხრტილის ...

    დღეს, 3 საათზე, იაშვილის კლინიკაში, პეტრეს წამლის პირველ დოზას გაუკეთებენ. ❤️ დავწერ, როგორ ჩაივლის.    დღეიდან ყოველდღე 16-17 წლამდე, ანუ მანამ, სანამ ზრდის ზონები დაეხურება, ინექციის სახით...

  • 13:02

    ნუცა ბუზალაძის ძმა ამერიკაში საკუთარ ავტომობილში გ...

    ამერიკაში, ფილადელფიაში 40 წლამდე ქართველი კაცი გარდაცვლილი იპოვეს. დათო ბუზალაძეს 11 დღის განმავლობაში ეძებდნენ და გარდაცვლილი საკუთარ ავტომობილში ნახეს. დავით ბუზალაძე მომღერალ ნუცა ბუზალაძის ძმაა. ...

  • 22:35

    ქეით მიდლტონს სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს...

    უელსის პრინცესას, ქეით მიდლტონს სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს. ამის შე­სა­ხებ ქე­ი­თი ვიდეო მიმართვას  ავრცელებს.    "ეს იყო შოკი, მაგ­რამ მე კარ­გად ვარ და დღ...