1 9 : 1 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

დახურულ საჯარო სივრცეში პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის ფიზიკური პირი 50 ლარით დაჯარიმდება

 დახურულ საჯარო სივრცეში პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის ფიზიკური პირი 50 ლარით დაჯარიმდება.

  "ჩვენი ამოცანაა, რომ პრევენციაზე დაფუძნებით უზრუნველვყოთ ჩვენი საზოგადოების ჯანმრთელობის და სიცოცხლის დაცვა. სწორედ ამ მიზანს ემსახურება ჩვენს მიერ შემუშავებული კანონპროექტი, რომელიც უკვე ინიცირებულია და რომლის განხილვაც დაიწყება მომდევნო კვირაში დაჩქარებული წესით. რამდენიმე მნიშვნელოვანი კომპონენტი, რომელიც საზოგადოებამ უნდა იცოდეს, ეს არის პირბადეების ტარების სავალდებულო წესი.

პირბადეების ტარება სავალდებულოა დახურულ საჯარო სივრცეში თავშეყრისას, თუ ფიზიკური პირი არ დაიცავს ამ წესს, ამ შემთხვევაში გათვალისწინებულია ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ჯარიმა 50 ლარის ოდენობით. იმ შემთხვევაში, თუ იურიდიული პირი არ უზრუნველყოფს იმას, რომ ფიზიკური პირი მხოლოდ პირბადით შევიდეს და შესაბამისად, ვერ უზრუნველყოფს კონტროლს, გათვალისწინებულია ჯარიმა 500 ლარის ოდენობით", - განაცხადა ოხანაშვილმა.

მისივე თქმით, ღია სივრცეში პასუხისმგებლობა დადგენილი არ არის, შესაბამისად, ღია სივრცეებში პირბადის წესის დარღევისთვის მოქალაქეები არ დაჯარიმდებიან.

"ღია სივრცეებში არ არის დადგენილი პასუხისმგებლობა, თუმცა, ჩვენ ყველამ ვიცით, რომ უნდა გავუფრთხილდეთ ერთმანეთს, მათ შორის, ღია სივრცეში თავშეყრის დროს უნდა დავიცვათ წესები. თუმცა, ჩვენი ამოცანა არ არის მძიმე ტვირთად დააწვეს ჯარიმა ჩვენს საზოგადოებას, ჩვენი მიზანი არ არის სრული შეზღუდვა, ჩვენი მიზანია უზრუნველვყოთ ეფექტიანი რეაგირება ამ საკითხებზე", - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 12:19

    ემიგრანტების რაოდენობა 95.6%-ით გაიზარდა...

    🔴 2023 წელს წინა წელთან შედარებით ემიგრანტების რაოდენობა 95.6%-ით გაიზარდა. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2023 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 245 064 კაცი შეადგინა, ხოლო იმი...

  • 15:38

    ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია...

    მარტის აქციების დროს დაკავებული ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია. რუსული კანონის წინააღმდეგ აქციაზე დაკავებული ახალგაზრდა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გასულ კვირას მას შემდეგ შეიწყალა, რაც სასამართლ...

  • 15:25

    ,,ვარ ქიმიოთერაპიის პროცესში, დარწმუნებული ვარ ამ ...

    პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატი, ხათუნა სამნიძე მძიმე სენს ებრძვის. ის ახლა ქიმიოთერაპიის კურსს გადის, რაზეც ტელეკომპანია “ფორმულაზე” თავად ისაუბრა. "ქალ დეპუტატებთან ერთად ამ მძიმე ბრძო...

  • 17:19

    სასწრაფო დახმარების ექიმები ქრთამის აღების ბრალდებ...

    სახელწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადება:    უწყების თანამშრომლებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზ...

  • 16:42

    პირველი დოზა ✅ გავუკეთებთ წამალს, რომელიც ხრტილის ...

    დღეს, 3 საათზე, იაშვილის კლინიკაში, პეტრეს წამლის პირველ დოზას გაუკეთებენ. ❤️ დავწერ, როგორ ჩაივლის.    დღეიდან ყოველდღე 16-17 წლამდე, ანუ მანამ, სანამ ზრდის ზონები დაეხურება, ინექციის სახით...

  • 13:02

    ნუცა ბუზალაძის ძმა ამერიკაში საკუთარ ავტომობილში გ...

    ამერიკაში, ფილადელფიაში 40 წლამდე ქართველი კაცი გარდაცვლილი იპოვეს. დათო ბუზალაძეს 11 დღის განმავლობაში ეძებდნენ და გარდაცვლილი საკუთარ ავტომობილში ნახეს. დავით ბუზალაძე მომღერალ ნუცა ბუზალაძის ძმაა. ...

  • 22:35

    ქეით მიდლტონს სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს...

    უელსის პრინცესას, ქეით მიდლტონს სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს. ამის შე­სა­ხებ ქე­ი­თი ვიდეო მიმართვას  ავრცელებს.    "ეს იყო შოკი, მაგ­რამ მე კარ­გად ვარ და დღ...