0 8 : 1 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

“გთხოვ, სარჩელი გამოიტანო, ვიცი საშინლად გიყვარდა ნიკა… ნუ ბოროტებით…” – არქიმანდრიტი ანთიმოზ ივერიელი

არქიმანდრიტი ანთიმოზ ივერიელი ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილ ცოლს, ნეკა დოროყაშვილს საჯაროდ მიმართავს.

„წერილი ნეკას (Neka Dorokashvili)

შენი ყოფილი მეუღლე ნიკოლოზ ბასილაშვილი 18 წლის იყო, როცა გავიცანი. ნიკა და მისი ძმა თენგო ჩემი სულიერი შვილები გახდნენ. ნიკას რუსეთის და ამერიკის შემდეგ სულიერი პრობლემები ჰქონდა. მატერიალურად ძალიან უჭირდა. იყო შემოთავაზები რუსეთიდან, არაბთა გაერთიანებული ემირატებიდან: უზარმაზარი ფულით და დაფინანსებით, ერთი პირობით: ნიკას უნდა მიეღო მოქალაქეობა რუსეთისა, ან არაბეთისა და ა.შ. ნიკამ ყველაფერზე უარი თქვა, არ უღალატა სამშობლოს და აგრძელებდა მშობლების სახლში – ავჭალაში, პატარა ასფალტზე კედელთან ვარჯიშს.

პარალელურად დადიოდა სამებაში, იდგა წყნარად სადიაკვნოში, ეზიარებოდა და ყველასათვის უცნობი მიმყავდა და უწმიდესს ილია მეორეს ვეუბნებოდი: დალოცეთ თქვენო უწმიდესობავ! ეს არის მომავალი საქართველოს დიდებისა და პატრიარქიც ლოცავდა. ეს მიყვანა და დალოცვა ყველაზე ცოტა ხუთჯერ მოხდა.

15 ივლისს ჩანიშნულია სასამართლო. გთხოვ ნეკა! სარჩელი უკან გამოიტანო, ჯვრისწერისას გვირგვინი მე დაგადგი, დარჩი ლუკას დედად, ვიცი საშინლად გიყვარდა ნიკა, ნუ ბოროტებით, ეს ღვთის რჩევაა, სიყვარულით დაიბრუნო შენი სიყვარული. ერთი წამითაც არ იფიქრო, რომ ეს შეკვეთილი წერილია, მე რომ შეკვეთილებს ვასრულებდე, დედამიწაზე არ ვიქნებოდი ბერთა შორის უღარიბესი ბერი“

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 12:19

    ემიგრანტების რაოდენობა 95.6%-ით გაიზარდა...

    🔴 2023 წელს წინა წელთან შედარებით ემიგრანტების რაოდენობა 95.6%-ით გაიზარდა. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2023 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 245 064 კაცი შეადგინა, ხოლო იმი...

  • 15:38

    ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია...

    მარტის აქციების დროს დაკავებული ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია. რუსული კანონის წინააღმდეგ აქციაზე დაკავებული ახალგაზრდა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გასულ კვირას მას შემდეგ შეიწყალა, რაც სასამართლ...

  • 15:25

    ,,ვარ ქიმიოთერაპიის პროცესში, დარწმუნებული ვარ ამ ...

    პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატი, ხათუნა სამნიძე მძიმე სენს ებრძვის. ის ახლა ქიმიოთერაპიის კურსს გადის, რაზეც ტელეკომპანია “ფორმულაზე” თავად ისაუბრა. "ქალ დეპუტატებთან ერთად ამ მძიმე ბრძო...

  • 17:19

    სასწრაფო დახმარების ექიმები ქრთამის აღების ბრალდებ...

    სახელწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადება:    უწყების თანამშრომლებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზ...

  • 16:42

    პირველი დოზა ✅ გავუკეთებთ წამალს, რომელიც ხრტილის ...

    დღეს, 3 საათზე, იაშვილის კლინიკაში, პეტრეს წამლის პირველ დოზას გაუკეთებენ. ❤️ დავწერ, როგორ ჩაივლის.    დღეიდან ყოველდღე 16-17 წლამდე, ანუ მანამ, სანამ ზრდის ზონები დაეხურება, ინექციის სახით...

  • 13:02

    ნუცა ბუზალაძის ძმა ამერიკაში საკუთარ ავტომობილში გ...

    ამერიკაში, ფილადელფიაში 40 წლამდე ქართველი კაცი გარდაცვლილი იპოვეს. დათო ბუზალაძეს 11 დღის განმავლობაში ეძებდნენ და გარდაცვლილი საკუთარ ავტომობილში ნახეს. დავით ბუზალაძე მომღერალ ნუცა ბუზალაძის ძმაა. ...

  • 22:35

    ქეით მიდლტონს სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს...

    უელსის პრინცესას, ქეით მიდლტონს სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს. ამის შე­სა­ხებ ქე­ი­თი ვიდეო მიმართვას  ავრცელებს.    "ეს იყო შოკი, მაგ­რამ მე კარ­გად ვარ და დღ...