1 0 : 0 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

მდინარე ალაზანში 20 წლის ბიჭს ეძებენ

 მდინარე ალაზანში მეორე დღეა 20 წლამდე ბიჭს ეძებენ. ახალგაზრდა გუშინ მეგობართან ერთად, მდინარეზე საბანაოდ იყო წასული, თუმცა წყლიდან გამოსვლა ვერ შეძლო.

 შემთხვევა გურჯაანის მუნიციპალიტეტში მოხდა. სამძებრო სამუშაოებში სამაშველო სამსახურია ჩართული. მაშველებმა ერთი ადამიანი იპოვეს, თუმცა მეორის ძებნა ამ დრომდე გრძელდება.

 საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, სამძებრო ღონისძიებებში 20 მაშველი და მყვინთავთა ჯგუფია ჩართული.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები