0 2 : 1 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

"იგრძნობოდა, გაქცევისთვის ემზადებოდა, გვქონდა პატარა კონფლიქტები" - დაკარგული მოზარდის მამა

 მესტიაში, სოფელ ლენჯერში, დაკარგული მოზარდის მამა ამბობს, რომ, სავარაუდოდ, 13 წლის ბიჭი სახლიდან გაქცევისთვის ემზადებოდა და ამისთვის რამდენიმე კვირით ადრე დაიწყო მზადება.

იგრძნობოდა, რომ გაქცევისთვის ემზადებოდა რამდენიმე კვირით ადრე. აგროვებდა ფულს და იყო ისეთი დეტალები, რაც ამას მაფიქრებინებს. ჩვენ აქ ჩვენ ზამთარში ჩამოვედით და პანდემიის გამო მოგვიწია დარჩენა. გარდატეხის ასაკი აქვს, არ ჰყავს აქ მეგობრები, ვერ საუბრობს ქართულად და არ ჰყოფნიდა ზრუნვა და ყურადღება.

 

გვქონდა პატარა ცხოვრებისეული კონფლიქტები. წინა დღეს, სანამ სახლიდან გავიდოდა, რაღაცაზე ვიკამათეთ. ვფიქრობ, უკვე ამ დროს,გადაწყვეტილი ჰქონდა სახლიდან წასვლა. 18-ში, როგორც კი სახლიდან გავიდა, მაშინვე მოვიკითხე და რომ გავიგე, სახლიდან გავიდა, მაშინვე გავყევი, თუმცა ვერ მივაგენი ვერსად.

ვიყავი ერთ ადგილზე სადაც ველოსიპედის კვალი ვნახე. ხიდზე გადასული იყო როგორც ჩანს და ტყისკენ წავიდა. ვერ ვიპოვე იქ. მერე ჩამოვედი და სხვაგან გავაგრძელე ძებნა. როცა მეზობლებიც ჩაერთნენ, ისევ იმ ადგილზე ავედით, სადაც კვალი ვნახეთ და აქ უკვე მეორე კვალიც გაჩნდა.

როგორც ჩანს უკან გამობრუნდა. მერე უკვე პოლიცია ჩაერთო. ვფიქრობთ, რომ ყველგან შეიძლება იყოს, ზღვაზეც, აქაც, თბილისშიც. ვეძებთ და დარწმუნებული ვარ, ვიპოვით.

უბრალოდ მინდა ვთქვა ერთი რამ, რომ პოლიცია აქტიურად მუშაობს, მაგრამ ნუ მომაცდენენ ხშირად და ნუ მიძახებენ გამოკითხვაზე დღეში რამდენჯერ. ჩემთვის ყველა წუთი მნიშვნელოვანია და მირჩევნია ჩემი შვილის ძებნით ვიყო დაკავებული". – ამბობს დაკარგული მოზარდის მამა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 09:43

    "ვინმეს მაინც კიდევ სჯერა ჩვენი მმართველი პარტიის ...

    "უცხოური ხალხის მიერ აღზრდილი ელიტა." "აგენტების მიერ დანიშნული ხელისუფლება" "გლობალური ომის პარტია" ნატოს და უკრაინის დაუფარავი კრიტიკა, "ღამურები"... მგონი კითხვები აღარ უნდა დაგვრჩეს რა კურსი უჭირ...

  • 12:19

    ემიგრანტების რაოდენობა 95.6%-ით გაიზარდა...

    🔴 2023 წელს წინა წელთან შედარებით ემიგრანტების რაოდენობა 95.6%-ით გაიზარდა. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2023 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 245 064 კაცი შეადგინა, ხოლო იმი...

  • 15:38

    ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია...

    მარტის აქციების დროს დაკავებული ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია. რუსული კანონის წინააღმდეგ აქციაზე დაკავებული ახალგაზრდა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გასულ კვირას მას შემდეგ შეიწყალა, რაც სასამართლ...

  • 15:25

    ,,ვარ ქიმიოთერაპიის პროცესში, დარწმუნებული ვარ ამ ...

    პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატი, ხათუნა სამნიძე მძიმე სენს ებრძვის. ის ახლა ქიმიოთერაპიის კურსს გადის, რაზეც ტელეკომპანია “ფორმულაზე” თავად ისაუბრა. "ქალ დეპუტატებთან ერთად ამ მძიმე ბრძო...

  • 17:19

    სასწრაფო დახმარების ექიმები ქრთამის აღების ბრალდებ...

    სახელწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადება:    უწყების თანამშრომლებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზ...

  • 16:42

    პირველი დოზა ✅ გავუკეთებთ წამალს, რომელიც ხრტილის ...

    დღეს, 3 საათზე, იაშვილის კლინიკაში, პეტრეს წამლის პირველ დოზას გაუკეთებენ. ❤️ დავწერ, როგორ ჩაივლის.    დღეიდან ყოველდღე 16-17 წლამდე, ანუ მანამ, სანამ ზრდის ზონები დაეხურება, ინექციის სახით...

  • 13:02

    ნუცა ბუზალაძის ძმა ამერიკაში საკუთარ ავტომობილში გ...

    ამერიკაში, ფილადელფიაში 40 წლამდე ქართველი კაცი გარდაცვლილი იპოვეს. დათო ბუზალაძეს 11 დღის განმავლობაში ეძებდნენ და გარდაცვლილი საკუთარ ავტომობილში ნახეს. დავით ბუზალაძე მომღერალ ნუცა ბუზალაძის ძმაა. ...