0 6 : 4 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

“ლელო საქართველოსთვის“ გენერალური მდივანი ბადრი ჯაფარიძე საბურთალოს მაჟორიტარობისთვის იბრძოლებს.

"ეს იქნება დიდი ბრძოლა, რომ  ერთხელ და სამუდამოდ, ქვეყანა გამოვიყვანოთ მწვავე კრიზისიდან, საქართველოს რადიკალური და დინამიური განახლებისთვის. ამის შესახებ დღეს ბადრი ჯაფარიძემ პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც “ლელო საქართველოსთვის” საბურთალოს მაჟორიტარობის კანდიდატი ბადრი ჯაფარიძე აცხადებს, საბურთალოს საარჩევნო ოლქი იქნება ადგილი, საიდანაც დაიწყება ქვეყნის ეკონომიკური ცვლილებები და მოქალაქეების კეთილდღეობა.  

“საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, ვადასტურებ, რომ მე, ბადრი ჯაფარიძე, მონაწილეობას მივიღებ საქართველოს პარლამენტის არჩევნებში საბურთალოს საარჩევნო ოლქიდან. ვიყრი კენჭს, როგორც მაჟორიტარი დეპუტატი და საბურთალოს საარჩევნო ოლქი იქნება ის ადგილი, საიდანაც დაიწყება ქვეყანაში ცვლილებები. საბურთალოს მაცხოვრებლები, ადამიანები, რომლებიც უპირისპირდებიან ყოველდღიურ პრობლემებს, ისინი ერთხელ და სამუდამოდ იგრძნონ, რომ მათი წარმომადგენელი პარლამენტში იქნება ადამიანი, რომელიც იზრუნებს არა მხოლოდ საბურთალოს მოსახლეობაზე, არამედ აქტიურად ჩაერთვება მთელი ქვეყნის პრობლემების გადაჭრის პროცესში“.

„30 წლის წინ, როდესაც ხალხის მხარდაჭერით მოვედი პოლიტიკაში, მაშინ შევძელით კომუნისტური სისტემის დამარცხება. სამწუხაროდ, შემდეგ სამოქალაქო ომმა ქვეყანა დაქცევის პირას მიიყვანა. ეს პროცესი მწვავედ მივიღე და მაშინ გადავწყვიტე, ამ ყველაფრის შესაცვლელად, სხვა პლატფორმიდან მებრძოლა“ - აღნიშნა ბადრი ჯაფარიძემ.

“დღეს საბურთალოს მოსახლეობა ეჯახება იმ პრობლემებს, რომელიც, სამწუხაროდ, მთელს ქვეყანაშია. მინდა გითხრათ, თითოეული მოქალაქის ტკივილი იქნება ჩემი ტკივილი, თითოეული მოქალაქის გაჭირვება იქნება ჩემი საზრუნავი, იმისათვის, რომ ერთხელ და სამუდამოდ ქართულ პოლიტიკაში შემოვიტანოთ ახალი სტანდარტი - როდესაც პოლიტიკა ემსახურება ადამიანებს და არა პოლიტიკოსებს. ჩვენ უნდა შევძლოთ, რომ ერთმანეთი არ გავარჩიოთ პოლიტიკური პარტიების მიხედვით, არამედ გავერთიანდეთ. ჩემი მიზანი იქნება, რომ ეს გაერთიანება შევძლოთ და ამით მაგალითი მივცეთ მთელ ქვეყანას, რომ დავდგეთ შუღლზე და დაპირისპირებაზე მაღლა. გაჭირვების მიუხედავად, ადამიანებს იმედი უნდა დავუბრუნოთ, რომელიც დღევანდელმა პოლიტიკოსებმა დააკარგვინეს. ჩემი მიზანი იქნება, მივიდე თითოეულ მოქალაქესთან, მოვისმინო მათი პრობლემები და გადაწყვეტის გზაზე მათთან ერთად ვიმსჯელო,”- განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 12:19

    ემიგრანტების რაოდენობა 95.6%-ით გაიზარდა...

    🔴 2023 წელს წინა წელთან შედარებით ემიგრანტების რაოდენობა 95.6%-ით გაიზარდა. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2023 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 245 064 კაცი შეადგინა, ხოლო იმი...

  • 15:38

    ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია...

    მარტის აქციების დროს დაკავებული ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია. რუსული კანონის წინააღმდეგ აქციაზე დაკავებული ახალგაზრდა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გასულ კვირას მას შემდეგ შეიწყალა, რაც სასამართლ...

  • 15:25

    ,,ვარ ქიმიოთერაპიის პროცესში, დარწმუნებული ვარ ამ ...

    პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატი, ხათუნა სამნიძე მძიმე სენს ებრძვის. ის ახლა ქიმიოთერაპიის კურსს გადის, რაზეც ტელეკომპანია “ფორმულაზე” თავად ისაუბრა. "ქალ დეპუტატებთან ერთად ამ მძიმე ბრძო...

  • 17:19

    სასწრაფო დახმარების ექიმები ქრთამის აღების ბრალდებ...

    სახელწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადება:    უწყების თანამშრომლებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზ...

  • 16:42

    პირველი დოზა ✅ გავუკეთებთ წამალს, რომელიც ხრტილის ...

    დღეს, 3 საათზე, იაშვილის კლინიკაში, პეტრეს წამლის პირველ დოზას გაუკეთებენ. ❤️ დავწერ, როგორ ჩაივლის.    დღეიდან ყოველდღე 16-17 წლამდე, ანუ მანამ, სანამ ზრდის ზონები დაეხურება, ინექციის სახით...

  • 13:02

    ნუცა ბუზალაძის ძმა ამერიკაში საკუთარ ავტომობილში გ...

    ამერიკაში, ფილადელფიაში 40 წლამდე ქართველი კაცი გარდაცვლილი იპოვეს. დათო ბუზალაძეს 11 დღის განმავლობაში ეძებდნენ და გარდაცვლილი საკუთარ ავტომობილში ნახეს. დავით ბუზალაძე მომღერალ ნუცა ბუზალაძის ძმაა. ...

  • 22:35

    ქეით მიდლტონს სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს...

    უელსის პრინცესას, ქეით მიდლტონს სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს. ამის შე­სა­ხებ ქე­ი­თი ვიდეო მიმართვას  ავრცელებს.    "ეს იყო შოკი, მაგ­რამ მე კარ­გად ვარ და დღ...