1 8 : 3 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

მამუკა ხაზარაძე - ყველა ჰესი უნდა აშენდეს გზშ-ს ევროპული სტანდარტით და ადგილობრივი მოსახლეობა უნდა გახდეს თანამესაკუთრე.

დღეს, 26 ივლისს, პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ მამუკა ხაზარაძემ ლანჩხუთში რიგით 29-ე რაიონული ორგანიზაციის წარმომადგენლობა გახსნა. 

“ლელოს” ლიდერები ლანჩხუთის ცენტრალურ პარკში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ. პოლიტიკური გაერთიანების შესახვედრად 500-ზე მეტი ადამიანი შეიკრიბა და პარტიის ლიდერებს გურიის პრობლემებსა და მისი გადაჭრის გზებზე ესაუბრა. 

ლანჩხუთის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელად “ლელოს” თავმჯდომარემ იური კუპრაძე წარადგინა და მოსახლეობის წინაშე სიტყვით გამოვიდა. 

“ლელო საქართველოსთვის” თავმჯდომარემ გამოსვლისას ისეთ მნიშვნელოვან საკითხზე გაამახვილა

ყურადღება, როგორიცაა ქვეყანაში ჰესების მშენებლობა. მისი თქმით, მშენებლობის დასრულების შემდეგ ჰესის თანამეწილეები უნდა იყვნენ ის ადამიანები, რომლებიც ჰესის მიმდებარე ტერიტორიაზე ცხოვრობენ, რაც მეტ შემოსავალს მისცემს მათ. 

“წინა კვირას მოვინახულე აჭარის ერთ-ერთი სოფელი, სადაც აშენდა უზარმაზარი ელექტროსადგური. ამ მშენებლობის შედეგად სოფელმა დაკარგა სასმელი წყალი. ეს სოფელი გამოაცხადეს წითელ ზონად და იქ მაცხოვრებლებს სოფლის დატოვება და ქობულეთში ცარიელ კარკასებში ცხოვრება შესთავაზეს. ამ პრობლემის წინაშე დგას რაჭა, გურია და ნახევარი საქართველო. მე საქმიდან მოვდივარ და ვიცი სწორად, როგორ უნდა მივუდგე ნებისმიერ პროექტს. როდესაც საქმე ეხება ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობას, ამ დროს ჩვენი ამოცანაა, ის აშენდეს საერთაშორისო სტანდარტით. ეს ნიშნავს იმას, რომ ჰესი ადამიანებს მოუტანს სარგებელს და არ დაანგრევს ბუნებას. “ლელოს” მოდელის მიხედვით, რომელ სოფელშიც აშენდება ჰიდროელექტროსადგური, იმ სოფლის და მიმდებარე სოფლების მაცხოვრებლები გახდებიან მისი თანამფლობელები. მაშინ იმ ოჯახების შემოსავალი გაიზრდება,”- განაცხადა მამუკა ხაზარაძემ. 

 

მამუკა ხაზარაძემ დღევანდელ შეხვედრაზე კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გზავნილი გააჟღერა.

პოლიტიკური გაერთიანების თავმჯდომარის  თქმით, “ლელოს” მთავარი ამოცანაა, სოციალურად დაუცველ მოსახლეობას დახმარება შეუნარჩუნდეს მას შემდეგაც, რაც ისინი სამსახურს დაიწყებენ, სოციალურად დაუცველ ადამიანებს უნდა მივცეთ საშუალება, ფეხზე მყარად დადგნენ. “ლელო” მათ სამსახურის პარალელურად სოციალურ დახმარებასაც შეუნარჩუნებს, მინიმუმ ერთი წელი. ამ მოდელის ეფექტურად ასამუშავებლად პოლიტიკური გაერთიანება უკვე მუშაობს და უახლოეს მომავალში კანონპროექტს წარადგენს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 12:19

    ემიგრანტების რაოდენობა 95.6%-ით გაიზარდა...

    🔴 2023 წელს წინა წელთან შედარებით ემიგრანტების რაოდენობა 95.6%-ით გაიზარდა. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2023 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 245 064 კაცი შეადგინა, ხოლო იმი...

  • 15:38

    ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია...

    მარტის აქციების დროს დაკავებული ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია. რუსული კანონის წინააღმდეგ აქციაზე დაკავებული ახალგაზრდა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გასულ კვირას მას შემდეგ შეიწყალა, რაც სასამართლ...

  • 15:25

    ,,ვარ ქიმიოთერაპიის პროცესში, დარწმუნებული ვარ ამ ...

    პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატი, ხათუნა სამნიძე მძიმე სენს ებრძვის. ის ახლა ქიმიოთერაპიის კურსს გადის, რაზეც ტელეკომპანია “ფორმულაზე” თავად ისაუბრა. "ქალ დეპუტატებთან ერთად ამ მძიმე ბრძო...

  • 17:19

    სასწრაფო დახმარების ექიმები ქრთამის აღების ბრალდებ...

    სახელწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადება:    უწყების თანამშრომლებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზ...

  • 16:42

    პირველი დოზა ✅ გავუკეთებთ წამალს, რომელიც ხრტილის ...

    დღეს, 3 საათზე, იაშვილის კლინიკაში, პეტრეს წამლის პირველ დოზას გაუკეთებენ. ❤️ დავწერ, როგორ ჩაივლის.    დღეიდან ყოველდღე 16-17 წლამდე, ანუ მანამ, სანამ ზრდის ზონები დაეხურება, ინექციის სახით...

  • 13:02

    ნუცა ბუზალაძის ძმა ამერიკაში საკუთარ ავტომობილში გ...

    ამერიკაში, ფილადელფიაში 40 წლამდე ქართველი კაცი გარდაცვლილი იპოვეს. დათო ბუზალაძეს 11 დღის განმავლობაში ეძებდნენ და გარდაცვლილი საკუთარ ავტომობილში ნახეს. დავით ბუზალაძე მომღერალ ნუცა ბუზალაძის ძმაა. ...

  • 22:35

    ქეით მიდლტონს სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს...

    უელსის პრინცესას, ქეით მიდლტონს სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს. ამის შე­სა­ხებ ქე­ი­თი ვიდეო მიმართვას  ავრცელებს.    "ეს იყო შოკი, მაგ­რამ მე კარ­გად ვარ და დღ...