1 3 : 5 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

დაკარგული ბავშვის დედა: "ვფიქრობ, რომ სახლიდან წამოსვლის შემდეგ თბილისში წამოვიდოდა, რადგან ეს მისთვის ერთადერთი ნაცნობი ქალაქია"

ვფიქრობ, რომ სახლიდან წამოსვლის შემდეგ თბილისში წამოვიდოდა, რადგან ეს მისთვის ერთადერთი ნაცნობი ქალაქია - ამის შესახებ, სვანეთში დაკარგული 13 წლის მოზარდს, ილია ფილფანის დედამ  ქსენია ფილფანმა "ფორმულას" განუცხადა.

დედის ინფორმაციით, თბილისში ბავშვის მამიდა ცხოვრობს, რომელსაც ადრე ხშირად სტუმრობდნენ. 

"არ ვიცი, სად შეიძლება იყოს ან ვისთან ერთად. ერთადერთი ვიცი ის, რომ მარტო იქნება, რადგან ქართული არ იცის და საქართველოში მეგობრებიც არ ჰყავდა. ვფიქრობ, რომ სახლიდან წამოსვლის შემდეგ თბილისში წამოვიდოდა, რადგან ეს მისთვის ერთადერთი ნაცნობი ქალაქია. ამასთან აქ ცხოვრობს მისი მამიდა. გაუჩინარებამდე 4 დღით ადრე ველაპარაკე. ვიდეო ზარით ვისაუბრეთ. ყველაფერი კარგად ჰქონდა და მხიარულ ხასიათზე იყო. არაფერი ეტყობოდა, რომ რამეს აპირებდა. ჩვეულებრივ შემთხვევაში თუ რამე აწუხებდა, მეუბნებოდა ხოლმე. ახლა არაფერი უთქვამს", - განაცხადა ქსენია ფილფანმა. 

სვანეთში დაკარგული 13 წლის მოზარდს, ილია ფილფანს უკვე მე-14 დღეა ეძებენ. მოზარდის დედა საქართველოში რამდენიმე დღის წინ დაბრუნდა და სამძებრო სამუშაოებში ჩაერთო.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები