0 0 : 2 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

28 წელი აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დაწყებიდან და ,,ლელოს“ ინიციატივა ომის ვეტერანებისთვის

დღეს აფხაზეთის ომიდან 28 წელი გავიდა. “ლელო საქართველოსთვის”  ვეტერანთა საკითხის შესწავლას მნიშვნელოვნად მიიჩნევს და ინიციატივით გამოდის. „ლელოს“ ლიდერებმა - ლანა გალდავამ და საბა ბუაძემ ბრიფინგი გამართეს და აღნიშნეს, რომ ომის ვეტერანების საყოფაცხოვრებო სუბსიდია უნდა გახუთმაგდეს, ბიუჯეტის გათვალისწინებით. მათი თქმით, პირველ რიგში, გასათვალისწინებელია მათი განსაკუთრებული დამსახურება სახელმწიფოს და ყოველი ჩვენგანის წინაშე.

"ლელო’’ ერთ-ერთი ლიდერი ლანა გალდავა გამოდის ინიციატივით, რომ ვეტერანებისთვის არსებული საყოფაცხოვრებო სუბსიდია - 22 ლარი, რომელიც ვერ უძლებს კრიტიკას, ბიუჯეტის გათვალისწინებით გახუთმაგდეს. 

„ დაუბეგრავი ხელფასის ზღვარი 3000 ლარიდან გაიზარდოს 6000 ლარამდე, ხოლო შშმ პირებისთვის 6000 ლარიდან 9000

ლარამდე;   დაიწყოს სამუშაო პროცესი "ვეტერანთა სახლების’’ იდეის დასამუშავებლად, რაც გულისხმობს საცხოვრებლის გარეშე დარჩენილი ვეტერანების სიცოცხლის ბოლომდე მეუღლესთან და არასრულწლოვან შვილებთან ერთად საცხოვრებლით დაკმაყოფილებას, რომელიც არ გულისხმობს საკუთრებაში გადაცემას;  შემუშავდეს ჯანმრთელობის დაცვის სრულყოფილი სადაზღვევო - საოჯახო პაკეტი; ყველა ვეტერანი, მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობისას, უნდა იყენებდეს უნივერსალურ ბარათს მთელი საქართველოს მასშტაბით, რაც აღმოფხვრის ქალაქის და სოფლის ვეტერანების მიმართ დისკრიმინაციულ მიდგომას,“-აცხადებს ლანა გალდავა. 

„ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის, საბა ბუაძის თქმით, ვეტერანებზე ზრუნვა სახელმწიფო  პოლიტიკის ქვაკუთხედად უნდა ვაქციოთ. ბუაძის თქმით, სიტყვა ვეტერანი დღეს  სოციალურ სტატუსზე მიანიშნებს, ეს მიდგომა სასწრაფოდ უნდა შეიცვალოს და ქვეყნის წინაშე მათი დამსახურება დაფასდეს. 

„ის 28 წელი,  რომელიც დამანგრეველი მოვლენებიდან გავიდა, არის 28 წელი მშვიდობის გარეშე და ამაში მთავარი წვლილი, რა თქმა უნდა, ოკუპანტ ქვეყანას მიუძღვის. ჩვენ ვერ შევდგებით სრულყოფილ სახელმწიფოდ, სანამ სამშვიდობო პოლიტიკას არ ვაქცევთ შეუქცევად პროცესად. აუცილებელია დიალოგი იმისათვის, რომ ამ პრობლემის მოგვარება დაიწყოს. ასევე, ვერ შევდგებით  სრულფასოვან და ღირსეულ საზოგადოებად, თუ ამ ქვეყანაში სიტყვა ვეტერანი არ იქნება  დაფასებისა და ღირსების  საზომი. დღეს, სამწუხაროდ, ვეტერანი არის  სოციალური სტატუსი და არა იმ დამსახურების მიმანიშნებელი, რომელიც მათ გაწიეს ჩვენი ქვეყნისთვის საკუთარი სიცოცხლის ფასად,“- აცხადებს საბა ბუაძე.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 12:19

    ემიგრანტების რაოდენობა 95.6%-ით გაიზარდა...

    🔴 2023 წელს წინა წელთან შედარებით ემიგრანტების რაოდენობა 95.6%-ით გაიზარდა. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2023 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 245 064 კაცი შეადგინა, ხოლო იმი...

  • 15:38

    ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია...

    მარტის აქციების დროს დაკავებული ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია. რუსული კანონის წინააღმდეგ აქციაზე დაკავებული ახალგაზრდა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გასულ კვირას მას შემდეგ შეიწყალა, რაც სასამართლ...

  • 15:25

    ,,ვარ ქიმიოთერაპიის პროცესში, დარწმუნებული ვარ ამ ...

    პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატი, ხათუნა სამნიძე მძიმე სენს ებრძვის. ის ახლა ქიმიოთერაპიის კურსს გადის, რაზეც ტელეკომპანია “ფორმულაზე” თავად ისაუბრა. "ქალ დეპუტატებთან ერთად ამ მძიმე ბრძო...

  • 17:19

    სასწრაფო დახმარების ექიმები ქრთამის აღების ბრალდებ...

    სახელწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადება:    უწყების თანამშრომლებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზ...

  • 16:42

    პირველი დოზა ✅ გავუკეთებთ წამალს, რომელიც ხრტილის ...

    დღეს, 3 საათზე, იაშვილის კლინიკაში, პეტრეს წამლის პირველ დოზას გაუკეთებენ. ❤️ დავწერ, როგორ ჩაივლის.    დღეიდან ყოველდღე 16-17 წლამდე, ანუ მანამ, სანამ ზრდის ზონები დაეხურება, ინექციის სახით...

  • 13:02

    ნუცა ბუზალაძის ძმა ამერიკაში საკუთარ ავტომობილში გ...

    ამერიკაში, ფილადელფიაში 40 წლამდე ქართველი კაცი გარდაცვლილი იპოვეს. დათო ბუზალაძეს 11 დღის განმავლობაში ეძებდნენ და გარდაცვლილი საკუთარ ავტომობილში ნახეს. დავით ბუზალაძე მომღერალ ნუცა ბუზალაძის ძმაა. ...

  • 22:35

    ქეით მიდლტონს სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს...

    უელსის პრინცესას, ქეით მიდლტონს სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს. ამის შე­სა­ხებ ქე­ი­თი ვიდეო მიმართვას  ავრცელებს.    "ეს იყო შოკი, მაგ­რამ მე კარ­გად ვარ და დღ...