1 9 : 4 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

“დაიწყება თუ არა სწავლა სკოლებში 1 ოქტომბერს? ეს საკითხი კვლავ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას” - ლევან კობერიძე

"ლელოს" ვაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ლევან კობერიძემ და პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ვატო სურგულაძემ, ასევე პარტიის წარმომადგენლებმა ჯანდაცვისა და განათლების სამუშაო ჯგუფიდან, ბრიფინგი გამართეს და პანდემიის პერიოდში შექმნილი კრიზისული მდგომარეობა და ეპიდემიოლოგიური სიტუაციის მენეჯმენტში არსებული კრიზისი განიხილეს. პარტიის ლიდერები ბრიფინგის მსვლელობისას შეეხნენ ისეთ თემებს, როგორიცაა:

1. კომუნიკაციის პრობლემა  ჯანდაცვის და განათლების სფეროს წარმომადგენლებს შორის.

2. დაგვიანებული გადაწყვეტილებები.

3. სიტუაციის ანალიზის არარსებობა. 

4. სწავლის პროცესის ჩაშლა.

 

„ლელოს“ ვაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ლევან კობერიძე აცხადებს, რომ ჯანდაცვის სამინისტრო  და მთავრობა ვერ უზრუნველყოფენ პროცესის სწორად  მართვას და სასწავლო წლის დროულად დაწყებას. მმართველი გუნდის წარმომადგენლები მხოლოდ პოლიტიკურ ქულებს იწერენ და რეალურად საქმეს არ აკეთებენ. 

„პოლიტიკური ქულების მოგროვების მცდელობით არიან დაკავებული. ოცნების მთავრობა მოსახლეობას ვერ სთავაზობს კოვიდ - 19-ის გარშემო შექმნილი ყოფითი პრობლემების მოგვარების თანმიმდევრულ გეგმას და მოქმედებებს, რაც ადამიანებში ლოგიკურად იწვევს ქაოსის განცდას. ადამიანები ვერ გეგმავენ ცხოვრების უახლოეს  ერთ-ორთვიან პერიოდსაც კი. მათ შორის, ბავშვების სასწავლო პროცესისათვის მომზადებას. ეს არის არა კოვიდ -19-ის მართვა ან მასთან თანაცხოვრების სწავლა, არამედ შეკეტვის პოლიტიკის გაგრძელება. გაურკვეველია, ნამდვილად დაიწყება  თუ არა სწავლა მთავრობის მიერ დაანონსებულ 1 ოქტომბერს. მთავრობის მუდმივი მოწოდება „ვისწავლოთ თანაცხოვრება კორონავირუსთან უნდა დაიწყოს  სასწავლო პროცესის მოგვარებიდან, რაც მთავრობამ  (კერძოდ, ჯანდაცვის და განათლების სამინისტროებმა  ამ ეტაპზე ვერ შეძლო. ამ ორ უწყებას შორის არის სრული მის კომუნიკაცია და უწყებრივი ასინქრონი,”-განაცხადა ლევან კობერიძე. 

„ლელოს“ ლიდერები ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებასაც შეეხნენ, რომლის მიხედვითაც სკოლებს მოსამზადებლად მხოლოდ ერთი თვე მიეცათ. ჯანდაცვის მინისტრის ბრძანება #01-408/ო, დანართი №37„ახალი კორონავირუსით (SARS-CoV 2) გამოწვეულ ინფექციასთან (COVID19) დაკავშირებული ზოგადი რეკომენდაციები ზოგად საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის“, რომელიც არეგულირებს ზოგად საგანმანათლებლო დაწესებულებების ფუნქციონირების წესებს კოვიდ 19-ის პანდემიის პერიოდში, გამოქვეყნდა 2020 წლის 14 აგვისტოს და ითვალისწინებს, რომ საქართველოს ყველა სკოლამ უნდა სრულად შეასრულოს ბრძანებაში მითითებული პირობები 14 სექტემბრისთვის. 

„ლელოს“ ლიდერის, ვატო სურგულაძის თქმით, ეს არის არარეალური დრო და სკოლები ვერ მოასწრებდნენ დროულად მომზადებას.

„იმის მიუხედავად, რომ ბრძანებაში მითითებული მოთხოვნები საკმაოდ დეტალურად არის აღწერილი, ეს ბრძანება დაგვიანებითაა გამოცემული და მათი შესრულება 1 თვის ვადაში საჯარო სკოლებისთვის  საკმაოდ რთულია და ზოგ შემთხვევაში შეუძლებელიც. ქუთაისის #32 სკოლაში მომხდარი ფაქტი, როდესაც 21 თანამშრომელი დაავადდა კორონავირუსით, მეტყველებს იმაზე, რომ ქვეყნის განათლების სისტემა  არ არის მზად სასწავლო პროცესის დაწყებისათვის.  სისტემის მოუმზადებლობა წარმოადგენს იმ მიზეზს, რის გამოც საქართველოს დიდ ქალაქებში მოხდა სწავლის დაწყების გადატანა 2 კვირით,”- განაცხადა სურგულაძემ. 

„ლელოს” მოქმედი ჯანმრთელობის და განათლების თემატური ჯგუფების რეკომენდაციით, სასწავლო პროცესის დაწყებამდე უნდა ჩატარდეს შემდეგი ღონისძიებები:

მასწავლებლების და სკოლის თანამშრომლების წინასწარი ტესტირება კოვიდ ინფექციაზე.

სკოლების ეპიდემიოლოგიური და ჰიგიენური კუთხით ტექნიკურ/ინფრასტრუქტურული მზაობისთვის სწრაფი ხელშეწყობა და მკაცრი კონტროლის დაწესება.

სკოლების ექიმების უზრუნველყოფის პრობლემის სასწრაფო გადაჭრა.

სკოლის ექიმების და სკოლის პერსონალის (მასწავლებლები, სამეურნეო და ადმინისტრაციული პერსონალი) სწავლების ჩატარება კოვიდ 19 ინფექციის მართვის შესახებ.

ასევე, არსებობს შემდეგი შეკითხვები და პრობლემები:

სახელმწიფოს მხრიდან რა ღონისძიებები არის დაგეგმილი, თუ კოვიდის შემთხვევა დაფიქსირდება სასწავლო დაწესებულებაში.

არსებობს თუ არა მოსწავლეების გადანაწილების გეგმა.

ონლაინ სწავლების პრობლემები:

ონლაინ განათლება არ არის განათლების სრულყოფილი ფორმა, ამიტომ სახელმწიფოს ამოცანაა, უკიდურეს შემთხვევებში შემოიღოს ამ ტიპის სწავლება. 

შესწავლილია თუ არა ონლაინ სწავლების შესაძლებლობა საქართველოს ყველა რეგიონში.

რა არის გაკეთებული ონლაინ სწავლების უზრუნველსაყოფად, განსაკუთრებით რეგიონებში

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 12:19

    ემიგრანტების რაოდენობა 95.6%-ით გაიზარდა...

    🔴 2023 წელს წინა წელთან შედარებით ემიგრანტების რაოდენობა 95.6%-ით გაიზარდა. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2023 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 245 064 კაცი შეადგინა, ხოლო იმი...

  • 15:38

    ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია...

    მარტის აქციების დროს დაკავებული ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია. რუსული კანონის წინააღმდეგ აქციაზე დაკავებული ახალგაზრდა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გასულ კვირას მას შემდეგ შეიწყალა, რაც სასამართლ...

  • 15:25

    ,,ვარ ქიმიოთერაპიის პროცესში, დარწმუნებული ვარ ამ ...

    პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატი, ხათუნა სამნიძე მძიმე სენს ებრძვის. ის ახლა ქიმიოთერაპიის კურსს გადის, რაზეც ტელეკომპანია “ფორმულაზე” თავად ისაუბრა. "ქალ დეპუტატებთან ერთად ამ მძიმე ბრძო...

  • 17:19

    სასწრაფო დახმარების ექიმები ქრთამის აღების ბრალდებ...

    სახელწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადება:    უწყების თანამშრომლებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზ...

  • 16:42

    პირველი დოზა ✅ გავუკეთებთ წამალს, რომელიც ხრტილის ...

    დღეს, 3 საათზე, იაშვილის კლინიკაში, პეტრეს წამლის პირველ დოზას გაუკეთებენ. ❤️ დავწერ, როგორ ჩაივლის.    დღეიდან ყოველდღე 16-17 წლამდე, ანუ მანამ, სანამ ზრდის ზონები დაეხურება, ინექციის სახით...

  • 13:02

    ნუცა ბუზალაძის ძმა ამერიკაში საკუთარ ავტომობილში გ...

    ამერიკაში, ფილადელფიაში 40 წლამდე ქართველი კაცი გარდაცვლილი იპოვეს. დათო ბუზალაძეს 11 დღის განმავლობაში ეძებდნენ და გარდაცვლილი საკუთარ ავტომობილში ნახეს. დავით ბუზალაძე მომღერალ ნუცა ბუზალაძის ძმაა. ...

  • 22:35

    ქეით მიდლტონს სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს...

    უელსის პრინცესას, ქეით მიდლტონს სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს. ამის შე­სა­ხებ ქე­ი­თი ვიდეო მიმართვას  ავრცელებს.    "ეს იყო შოკი, მაგ­რამ მე კარ­გად ვარ და დღ...