1 9 : 1 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

ხელისუფლებამ სოციალური საცხოვრისი, მისი ბინადრებისთვის, სოციალურ ჩიხად აქცია - ფიქრია ჩიხრაძე

დღეს სამგორის მაჟორიტარობის კანდიდატი პარტიიდან “ლელო საქართველოსთვის” ფიქრია ჩიხრაძე სოციალური საცხოვრისის ბინადრებს შეხვდა და მათ პრობლემებს გაეცნო.

პროექტი “სოციალური საცხოვრისი კეთილგანწყობილ გარემოში” 2008-2012 წლებში შვეიცარიის განვითარების სააგენტოსა და მერიას შორის გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმის ფარგლებში განხორციელდა. 

პროექტის მიზანი მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ უსახლკაროთა, სოციალურად დაუცველ და დევნილი მოსახლეობის გრძელვადიანი თავშესაფრით უზრუნველყოფა იყო.

თუმცა 2018 წლიდან ეს საცხოვრისი მართვაში გადაეცა ააიპ თბილისის მერიის მუნიციპალურ თავშესაფარს და მას შემდეგ მის ბინადართა  უფლებრივი მდგომარეობა საგრძნობლად გაუარესდა. 

ეს ადამიანები იმყოფებიან მუდმივი სტრესისა და მორალური წნეხის ქვეშ. 

მათ ნაწილს შანტაჟითა და მოტყუებით შეუცვალეს ხელშეკრულებები და მოუსპეს სოციალური განვითარების ყველანაირი შესაძლებლობა. 

ეს საცხოვრისი მის ბინადართა ცხოვრებისეული პირობების გასაუმჯობესებლად, მათი რესოციალიზაციისთვის და  გასაძლიერებლად შეიქმნა და ერთადერთი, რაც მათ გაუძლიერდათ, არის დაუცველობის განცდა და საცხოვრისის დაკარგვის ყოველდღიური შიში. 

ამ მაგალითზე თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ ქვეყანას არ აქვს სოციალური პოლიტიკა, საბინაო პოლიტიკა და რაც აქვს, ისიც გააუარესა და ჩიხად აქცია.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 12:19

    ემიგრანტების რაოდენობა 95.6%-ით გაიზარდა...

    🔴 2023 წელს წინა წელთან შედარებით ემიგრანტების რაოდენობა 95.6%-ით გაიზარდა. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2023 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 245 064 კაცი შეადგინა, ხოლო იმი...

  • 15:38

    ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია...

    მარტის აქციების დროს დაკავებული ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია. რუსული კანონის წინააღმდეგ აქციაზე დაკავებული ახალგაზრდა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გასულ კვირას მას შემდეგ შეიწყალა, რაც სასამართლ...

  • 15:25

    ,,ვარ ქიმიოთერაპიის პროცესში, დარწმუნებული ვარ ამ ...

    პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატი, ხათუნა სამნიძე მძიმე სენს ებრძვის. ის ახლა ქიმიოთერაპიის კურსს გადის, რაზეც ტელეკომპანია “ფორმულაზე” თავად ისაუბრა. "ქალ დეპუტატებთან ერთად ამ მძიმე ბრძო...

  • 17:19

    სასწრაფო დახმარების ექიმები ქრთამის აღების ბრალდებ...

    სახელწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადება:    უწყების თანამშრომლებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზ...

  • 16:42

    პირველი დოზა ✅ გავუკეთებთ წამალს, რომელიც ხრტილის ...

    დღეს, 3 საათზე, იაშვილის კლინიკაში, პეტრეს წამლის პირველ დოზას გაუკეთებენ. ❤️ დავწერ, როგორ ჩაივლის.    დღეიდან ყოველდღე 16-17 წლამდე, ანუ მანამ, სანამ ზრდის ზონები დაეხურება, ინექციის სახით...

  • 13:02

    ნუცა ბუზალაძის ძმა ამერიკაში საკუთარ ავტომობილში გ...

    ამერიკაში, ფილადელფიაში 40 წლამდე ქართველი კაცი გარდაცვლილი იპოვეს. დათო ბუზალაძეს 11 დღის განმავლობაში ეძებდნენ და გარდაცვლილი საკუთარ ავტომობილში ნახეს. დავით ბუზალაძე მომღერალ ნუცა ბუზალაძის ძმაა. ...

  • 22:35

    ქეით მიდლტონს სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს...

    უელსის პრინცესას, ქეით მიდლტონს სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს. ამის შე­სა­ხებ ქე­ი­თი ვიდეო მიმართვას  ავრცელებს.    "ეს იყო შოკი, მაგ­რამ მე კარ­გად ვარ და დღ...