0 7 : 0 6
 | 

საზოგადოება

“საეკლესიო მოღვაწეებს და მრევლს ვთხოვ…” – გამყრელიძის თხოვნა ეკლესიას

ამირან გამყრელიძე, ონლაინ ბრიფინგის დროს დასმულ კითხვაზე, გასცემს თუ არა რეკომენდაციას, რომ ეკლესიებში წირვა-ლოცვა მრევლის გარეშე ჩატარდეს, ასე პასუხობს:

“რა თქმა უნდა, რეკომენდაციები იგივე რჩება – უნდა დავიცვათ დისტანცია, უნდა ვიყოთ პირბადით, იქნება ეს ეკლესიაში თუ ეკლესიის გარეთ. და რაც შეიძლება ნაკლები თავშეყრა უნდა იყოს, იქნება ეს დახურულ შენობებში, თვითონ ეკლესიებში თუ ეკლესიის გარეთ.

ამიტომ, ჩვენს საეკლესიო მოღვაწეებს და მრევლს ვთხოვ, მაქსიმალურად დაიცვან ეს რეკომენდაციები, ჩვენ გვქონდა ინფიცირების შემთხვევები რამდენიმე ტაძარში, როგორც საეკლესიო მოღვაწეების, ისე თვითონ მრევლის”

კომენტარები

მსგავსი სიახლეები