0 7 : 0 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

“ქალბატონო ჯულიეტა, ძალიან მინდოდა ოდესმე თქვენთვის მეთქვა…იმ წამს ნამდვილი სასწაული იყო ეს სიტყვები ჩემთვის…” – თეა ადეიშვილი

ჟურნალისტი თეა ადეიშვილი სოციალურ ქსელში წერს:

„ჩვენს ქვეყანაში ძალიან ცოტა ადამიანია მხოლოდ სახელს რომ ახსენებ და ყველა ხვდება ვის გულისხმობ, მის საქმეს, მის სტილს, მის მანერას, მის დანატოვარს – მისი სახელი ქვია და ხახლში მათ ერთდროულად აღიქვამენ დიდ და მიუწვდიმელ მოვლენად და ამავე დროს ძალიან ახლობლად… დაკრძალვის დღეს ადრე წავედი ანჩიხსატში, მინდოდა იქამდე მივსულოყავი, სანამ ბევრი ადამიანი მოვიდოდა, სანამ ტაძარი და ეზო გაივსებოდა და ახმაურდებოდა… მანამდე ორბელიანის მოედანზე ყვავილების შესარჩევად გავჩერდი, ძირითადად ვარდები და სხვადასხვა კომბინაციის გვირგვინები იყო, მეყვავილეებმა თავისი ვერსიებიც შემომთავაზეს, მე რამე ისეთს ვეძებდი… სადას, მოკრძალებულს, ლამაზს … მაინც ვერ გაიგეს რა მინდოდა. ყვავილების რიგის ბოლოს ერთი კაცი იდგა, თბილად ეცვა,უხასიათო ჩანდა, როცა მივუახლოვდი მითხრა: “არ გეწყინოს და ძალიან პრეტენზიული ქალი ხარ, სადა ჩემი გოგო აგერ იები მაქ, თოვლში ამოსული იები გინახიაო?” იმ წამს ნამდვილი სასწაული იყო ეს სიტყვები ჩემთვის, გამეღიმა, 5 კონა ჰქონდა, ყველა ვიყიდე. გაკვირვებული მიყურებდა და ფული რომ გადავიხადე ვუთხარი რატომაც ვიყიდე მისი იები ასე დაუფიქრებლად, ამ პრეტენზიულმა ქალმა. მანქანამდე მსდია: – “გამომართვი რა, არ მინდა შენი ფული, ჩემგან წაუღე ჯულიეტასო”, დახლი მიატოვა, მომყვებოდა და მეხვეწებოდა -“სინდისს გეფიცები გამიხარდება, გამომართვი შენი ფული” – მომყვებოდა და ასე ცოცხალი მეგობარივით ახსენებდა, ჩემგან წაუღე ჯულიეტასო მეხვეწებოდა… მხოლოდ სახელებით ხსენების მცირე თანავარსკვლავედში ჯულიეტა დიდიხანია არის და ეს ფამილარობას კი არა, მის აღიარებას და სიყვარულს ნიშნავს…ასე იყო ეს ამბავი … ასეთ დროს განცდა გაქვს, თითქოს ის მესამე და მთავარი ადამიანი უხილავად მონაწილეობს ამ მისტიკაში. როცა ანჩისხატში მივედი გიორგი ეზოში იდგა, ტაძარში მხოლოდ ჯულიეტა, ლელა, დათა და ბატონი შალვა იყვნენ… იმ სევდიან მდუმარებაში, ულამაზეს ანჩიხატში შემოსული მზის სხივებიც თავისი წესრიგით იფანტებოდნენ და ირიბად ეცემოდნენ ჯულიეტას შავ-თეთრ ფოტოზე ყველასგან გამორჩეულ და დახვეწილ ნაკვთებს. ძველ ტაძარში, მოკრძალებულად და აკადემიურად თითქოს ყველაფერი ისე იყო როგორც ჯულიეტა ვაშაყმაძეს უხდებოდა, მაგრამ არა ვარსკვლავებს! ხალხი ნელ-ნელა მოდიოდა, ფერმკრთალი გიორგი ტაძარში შემოვიდა, ვიგრძენი რომ იმ წუთებში ოჯახი ბოლოჯერ რჩებოდა მარტო მათთვის ყველაზე ძვირფას ადამიანთან, გამოსვლისას ფოტოსთან ახლოს დავდე ჩვენი იები, თითქოს თავისთავად რომ ვიპოვეთ ერთმანეთი და იმ სიცივეში, ამ გაჭირვებასა და პანდემიაში უცნობმა მეყვავილემ დაუფიქრებლად რომ გადაწყვიტა რომ მისგანაც ეკუთვნოდა ყვავილი გენიალურ ჯულიეტას …ეს ფოტო გიორგის ადრე მოვპარე და ვინახავდი, ვფიქრობდი თუ ოდესმე ჯულიეტას პორტრეტს გავაკეთებ გამოვიყენებთქო. ქალბატონო ჯულიეტა, ძალიან მინდოდა ოდესმე თქვენთვის მეთქვა როგორი შვილები გაზარდეთ, ჩვენ დედები არ ვიცნობთ ჩვენს შვილებს გარედან და ძალიან გვაინტერესებს რას ფიქრობენ მათზე თანამშრომლები. თქვენ კარგად იცით, არის ტელევიზიაში ეგრეთწოდებული უჩინარი და ძალიან მნიშვნელოვანი რგოლი, ვიზაჟისტების ჯგუფი, ტექნიკური პერსონალი, დაცვა, მძღოლები, დასუფთავების სამსახური, მზარეულები – ნეტა ოდესმე მოგესმინათ მათი აზრი გიორგი გაბუნიაზე, როგორ კოცნის და ეხვევა ყველას, თან ყოველდღე და ამ სითბოს გაცემით არასდროს იღლება, როგორ ელაპარაკებიან ისინი გაბუს და მერე როგორი სიყვარულით ყვებიან მასზე… იმ რამდენიმე წამში იქ რომ ვიდექი ეს მოგიყევით და ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ მისმენდით"

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 12:19

    ემიგრანტების რაოდენობა 95.6%-ით გაიზარდა...

    🔴 2023 წელს წინა წელთან შედარებით ემიგრანტების რაოდენობა 95.6%-ით გაიზარდა. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2023 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 245 064 კაცი შეადგინა, ხოლო იმი...

  • 15:38

    ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია...

    მარტის აქციების დროს დაკავებული ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია. რუსული კანონის წინააღმდეგ აქციაზე დაკავებული ახალგაზრდა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გასულ კვირას მას შემდეგ შეიწყალა, რაც სასამართლ...

  • 15:25

    ,,ვარ ქიმიოთერაპიის პროცესში, დარწმუნებული ვარ ამ ...

    პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატი, ხათუნა სამნიძე მძიმე სენს ებრძვის. ის ახლა ქიმიოთერაპიის კურსს გადის, რაზეც ტელეკომპანია “ფორმულაზე” თავად ისაუბრა. "ქალ დეპუტატებთან ერთად ამ მძიმე ბრძო...

  • 17:19

    სასწრაფო დახმარების ექიმები ქრთამის აღების ბრალდებ...

    სახელწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადება:    უწყების თანამშრომლებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზ...

  • 16:42

    პირველი დოზა ✅ გავუკეთებთ წამალს, რომელიც ხრტილის ...

    დღეს, 3 საათზე, იაშვილის კლინიკაში, პეტრეს წამლის პირველ დოზას გაუკეთებენ. ❤️ დავწერ, როგორ ჩაივლის.    დღეიდან ყოველდღე 16-17 წლამდე, ანუ მანამ, სანამ ზრდის ზონები დაეხურება, ინექციის სახით...

  • 13:02

    ნუცა ბუზალაძის ძმა ამერიკაში საკუთარ ავტომობილში გ...

    ამერიკაში, ფილადელფიაში 40 წლამდე ქართველი კაცი გარდაცვლილი იპოვეს. დათო ბუზალაძეს 11 დღის განმავლობაში ეძებდნენ და გარდაცვლილი საკუთარ ავტომობილში ნახეს. დავით ბუზალაძე მომღერალ ნუცა ბუზალაძის ძმაა. ...

  • 22:35

    ქეით მიდლტონს სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს...

    უელსის პრინცესას, ქეით მიდლტონს სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს. ამის შე­სა­ხებ ქე­ი­თი ვიდეო მიმართვას  ავრცელებს.    "ეს იყო შოკი, მაგ­რამ მე კარ­გად ვარ და დღ...