2 0 : 1 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

პაატა იმნაძე: მსოფლიო ბაზარზე ვაქცინების დეფიციტია

პაატა იმნაძის განცხადებით, ვაქცინაციის პროცესის დაწყების დაგვიანების მიზეზი დოზების სათანადო რაოდენობის დეფიციტია. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის თქმით, COVAX-მა ვაქცინით დონორი ქვეყნების მომარაგება დაიწყო, საქართველო კი მხოლოდ თვითდაფინასებითაა უზრუნველყოფილი. მისივე თქმით, ქვეყანამ ყველა დაწესებული კრიტერიუმი შეუფერხებლად შეასრულა.

„მსოფლიო ბაზარზე ვაქცინების დეფიციტია. პრაქტიკულად მხოლოდ ისრაელს აქვს მაღალი მოცვა, ბრიტანეთს აქვს დაახლოებით 30%, აშშ-ს 22%, ევროკავშირს საშუალოდ 7%. სამწუხაროდ, წარმოებამ ისე გაფართოება ვერ მოახერხა, რომ ეს მოთხოვნა დაკმაყოფილებულიყო. ამან შექმნა მკვეთრი დეფიციტი, მათ შორის COVAX-პლატფორმაზეც. COVAX-მა დაიწყო პირველ რიგში იმ ქვეყნების მომარაგება, რომლებიც არიან დონორული დახმარებით, ისინი ძალიან შეღავათიან ფასებში იღებენ (ვაქცინას), განსხვავებით იმ ქვეყნების ჯგუფისაგან, რომელშიც ჩვენ შევდივართ, რომლებიც თვითდაფინანსებით არიან და ფულს იხდიან ამ ვაქცინებში. ყველა მოუთმენლად ველით, როდის მოახერხებს COVAX-ი ვაქცინების მოწოდებას. ამავე დროს გრძელდება პირდაპირი მოლაპარაკებები სხვადასხვა მწარმოებელთან, რათა ქვეყანამ რაც შეიძლება მალე მიიღოს საკმარისი დოზები“, – განაცხადა იმნაძემ.

იმნაძე ასევე აღნიშნავს, რომ ყველაზე დიდია იმის ალბათობა, რომ საქართველო ჯანმოს მიერ აღიარებულ ვაქცინას ინდოეთიდან მიიღებს, რომელიც ამ პრეპარატების წარმოების მხრივ ლიდერია. მისივე თქმით, პარალელურად მოლაპარაკებები მიმდინარეობს ჩინეთთან და დასავლეთთანაც.

„ჯანმო-ს მიერ აღიარებული, ვაქცინების ერთ-ერთი ყველაზე დიდი მწარმოებელი არის ინდოეთი, საიდანაც ახლა ყველაზე მეტი შანსია ვაქცინების მიღების. ასევე მიდის გარკვეული მოლაპარაკებები ჩინურ მხარესთანაც და დასავლელ პარტნიორებთან. იყო ასეთი დაპირება მაგრამ სამწუხაროდ თვითონ ევროპის ქვეყნები ვერ იღებენ საკმარისი რაოდენობის ვაქვინებს, რომ ჩვენც გვიწილადონ. ამჟამად ჩვენ ორი კომპანიისაგან ველოდებით მოწოდებას. რომელი რომელს დაასწრებს, ვერ გეტყვით. ჩვენ ორივეს მისაღებად მზად ვართ. სხვადასხვა ტემპერატურული რეჟიმი სჭირდება მათ, მაგრამ ორივეს მისაღებად და ვაქცინაციის სასწრაფოდ დასაწყებად ქვეყანა დიდი ხანია მზად არის“, – განამრტავს იმნაძე.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 12:19

    ემიგრანტების რაოდენობა 95.6%-ით გაიზარდა...

    🔴 2023 წელს წინა წელთან შედარებით ემიგრანტების რაოდენობა 95.6%-ით გაიზარდა. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2023 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 245 064 კაცი შეადგინა, ხოლო იმი...

  • 15:38

    ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია...

    მარტის აქციების დროს დაკავებული ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია. რუსული კანონის წინააღმდეგ აქციაზე დაკავებული ახალგაზრდა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გასულ კვირას მას შემდეგ შეიწყალა, რაც სასამართლ...

  • 15:25

    ,,ვარ ქიმიოთერაპიის პროცესში, დარწმუნებული ვარ ამ ...

    პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატი, ხათუნა სამნიძე მძიმე სენს ებრძვის. ის ახლა ქიმიოთერაპიის კურსს გადის, რაზეც ტელეკომპანია “ფორმულაზე” თავად ისაუბრა. "ქალ დეპუტატებთან ერთად ამ მძიმე ბრძო...

  • 17:19

    სასწრაფო დახმარების ექიმები ქრთამის აღების ბრალდებ...

    სახელწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადება:    უწყების თანამშრომლებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზ...

  • 16:42

    პირველი დოზა ✅ გავუკეთებთ წამალს, რომელიც ხრტილის ...

    დღეს, 3 საათზე, იაშვილის კლინიკაში, პეტრეს წამლის პირველ დოზას გაუკეთებენ. ❤️ დავწერ, როგორ ჩაივლის.    დღეიდან ყოველდღე 16-17 წლამდე, ანუ მანამ, სანამ ზრდის ზონები დაეხურება, ინექციის სახით...

  • 13:02

    ნუცა ბუზალაძის ძმა ამერიკაში საკუთარ ავტომობილში გ...

    ამერიკაში, ფილადელფიაში 40 წლამდე ქართველი კაცი გარდაცვლილი იპოვეს. დათო ბუზალაძეს 11 დღის განმავლობაში ეძებდნენ და გარდაცვლილი საკუთარ ავტომობილში ნახეს. დავით ბუზალაძე მომღერალ ნუცა ბუზალაძის ძმაა. ...

  • 22:35

    ქეით მიდლტონს სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს...

    უელსის პრინცესას, ქეით მიდლტონს სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს. ამის შე­სა­ხებ ქე­ი­თი ვიდეო მიმართვას  ავრცელებს.    "ეს იყო შოკი, მაგ­რამ მე კარ­გად ვარ და დღ...