0 0 : 4 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

თამრიკო ჭოხონელიძე: „ვინც ჩემი და გიას ურთიერთობაზე დღესაც ქილიკით საუბრობს, მათ გასაგონად მინდა ვთქვა…“

თამრიკო ჭოხონელიძე ჟურნალ „თბილისელების“ ახალ ნომერში თავისი პირადი ცხოვრების შესახებ დასმულ შეკითხვებს პასუხობს. როგორ მოახერხა გია როინიშვილთან კვლავ ურთიერთობის აღდგენა, ამაზე მომღერალი საკმაოდ ვრცლად საუბრობს.თამრიკო ჭოხონელიძე:

„მე მიწასთან არაფერი გამისწორებია. ჩემი შვილები მამისადმი დიდი სიყვარულით იზრდებოდნენ. ვცდილობდი, მათ აგურის გამოცლა არ ეგრძნოთ. ჩვენი ოჯახის დანგრევა ბევრისთვის იყო ძალიან მტკივნეული. არის ოჯახები, რომლებიც ინგრევა, მაგრამ ამის გამო გული არავის სტკივა. პირიქით, ერთგვარი შვებაცაა, ოჯახის წევრებისთვისაც და გარშემო მყოფებისთვისაც. ჩვენ ეს არ გვქონია და როგორც ჩანს, ძაფები ბოლომდე არ გაწყვეტილა, ამიტომაც მოვახერხეთ ხელმეორედ აშენება. ყველას მინდა ვუთხრა: თუ ფიქრობენ, რომ მათი ოჯახის გადარჩენა შესაძლებელია, ხელს ნუ ჩაიქნევენ. თუმცა, იყვნენ ისეთებიც, ვისაც თავის დროზე გაუხარდათ ჩვენი ოჯახის დანგრევა. ასეთები დღესაც ცდილობენ, ქილიკით რაღაც თქვან ჩვენზე. მათ გასაგონად მინდა ვთქვა, თუკი ასეთი ბედნიერი ხართ იმით, რომ ოჯახი ინგრევა, ნუთუ სხვა საქმე არ გაქვთ? სხვისი ცუდად ყოფნით როგორ უნდა გაიხარო და კარგად მყოფის ბედნიერების ჩაშხამებას რატომ უნდა ეცადო?!.მაგრამ ცხოვრებაში უკვე აღარაფერი მაკვირვებს. საინტერესო ის არის, რომ ჩემში ამით არაფერი შეცვლილა. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ერთ ჭერქვეშ არ ვცხოვრობდით, გიაზე ზრუნვა არასდროს შემიწყვეტია. პარალელურად, იმავეს აკეთებდა გიაც. ასე რომ, ვერ ვიტყვით, რომ სულ თავიდან დავიწყეთ ყველაფერი. ზოგჯერ სრულიად შემთხვევით ვიგებდი ხოლმე, როგორ ზრუნავდა ჩემზე. ბოლომდე ვერც მე დავკარგე და ვერც გიამ დამკარგა მე, ამიტომ ჩვენი ოჯახი ბოლომდე არ დაშლილა და საბოლოოდ, ისევ გამთლიანდა“.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 12:19

    ემიგრანტების რაოდენობა 95.6%-ით გაიზარდა...

    🔴 2023 წელს წინა წელთან შედარებით ემიგრანტების რაოდენობა 95.6%-ით გაიზარდა. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2023 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 245 064 კაცი შეადგინა, ხოლო იმი...

  • 15:38

    ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია...

    მარტის აქციების დროს დაკავებული ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია. რუსული კანონის წინააღმდეგ აქციაზე დაკავებული ახალგაზრდა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გასულ კვირას მას შემდეგ შეიწყალა, რაც სასამართლ...

  • 15:25

    ,,ვარ ქიმიოთერაპიის პროცესში, დარწმუნებული ვარ ამ ...

    პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატი, ხათუნა სამნიძე მძიმე სენს ებრძვის. ის ახლა ქიმიოთერაპიის კურსს გადის, რაზეც ტელეკომპანია “ფორმულაზე” თავად ისაუბრა. "ქალ დეპუტატებთან ერთად ამ მძიმე ბრძო...

  • 17:19

    სასწრაფო დახმარების ექიმები ქრთამის აღების ბრალდებ...

    სახელწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადება:    უწყების თანამშრომლებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზ...

  • 16:42

    პირველი დოზა ✅ გავუკეთებთ წამალს, რომელიც ხრტილის ...

    დღეს, 3 საათზე, იაშვილის კლინიკაში, პეტრეს წამლის პირველ დოზას გაუკეთებენ. ❤️ დავწერ, როგორ ჩაივლის.    დღეიდან ყოველდღე 16-17 წლამდე, ანუ მანამ, სანამ ზრდის ზონები დაეხურება, ინექციის სახით...

  • 13:02

    ნუცა ბუზალაძის ძმა ამერიკაში საკუთარ ავტომობილში გ...

    ამერიკაში, ფილადელფიაში 40 წლამდე ქართველი კაცი გარდაცვლილი იპოვეს. დათო ბუზალაძეს 11 დღის განმავლობაში ეძებდნენ და გარდაცვლილი საკუთარ ავტომობილში ნახეს. დავით ბუზალაძე მომღერალ ნუცა ბუზალაძის ძმაა. ...

  • 22:35

    ქეით მიდლტონს სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს...

    უელსის პრინცესას, ქეით მიდლტონს სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს. ამის შე­სა­ხებ ქე­ი­თი ვიდეო მიმართვას  ავრცელებს.    "ეს იყო შოკი, მაგ­რამ მე კარ­გად ვარ და დღ...