2 1 : 0 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

განცხადება საკონსულტაციო ჯგუფთან დაკავშირებით

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკო) დღეს საკონსულტაციო ჯგუფთან დაკავშირებით ბრიფინგი გაიმართა. როგორც ცესკოს პრესსპიკერმა ნათია იოსელიანმა განაცხადა, წლევანდელი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები გამორჩეული იქნება უმნიშვნელოვანესი საკანონმდებლო სიახლეებითა და ტექნოლოგიური ინოვაციებით, რომლებიც მიმართულია მაქსიმალურად ინკლუზიური და გამჭვირვალე საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფისკენ. ხსენებული სიახლეები და ინოვაციები შეჯერებული იქნა ჩართულ მხარეებს შორის ინტენსიური დიალოგის, დისკუსიების პროცესში, პრაქტიკულად სრული კონსენსუსის საფუძველზე.

„როგორც მოგეხსენებათ, ერთ-ერთი ინიციატივა ამ მიმართულებით, იყო არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სახალხო დამცველის მიერ წარდგენილი კანდიდატებით დაკომპლექტებული საკონსულტაციო ჯგუფის იდეა, საჩივრების განხილვის პროცესთან დაკავშირებით ცესკოსთვის გარკვეული რეკომენდაციების წარსადგენად.

ინოვაციურობისა და სამოქალაქო ინიციატივებისადმი გახსნილობის სტრატეგიიდან გამომდინარე, ცესკომ გამოთქვა სრული მზაობა ამ ინიციატივისადმიც და გადადგა მთელი რიგი კონკრეტული ნაბიჯები ჯგუფის სამართლებრივი, საორგანიზაციო, ტექნიკური და ლოგისტიკური მხარდაჭერისთვის.

აღნიშნულის მიუხედავად, სამწუხაროდ თავად მესამე სექტორის მხრიდან ჩართული სუბიექტების შიგნით არ შეინიშნება საკმარისი რესურსი და ნება ურთიერთპატივისცემაზე დამყარებული კონსტრუქციული თანამშრომლობისათვის.

ცესკოს ხელმძღვანელობამ იტვირთა გარკვეული მედიატორის ფუნქციაც მონაწილე მხარეებს შორის, გაიმართა შეხვედრები ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, შესაბამის სამართლებრივ ბაზაში, ცესკოს კომპეტენციის ფარგლებში შეტანილი იქნა საჭირო ცვლილებები, რათა არ დაზარალებულიყო ჯგუფის გადაწყვეტილებისუნარიანობა მის შიგნით აზრთა გარკვეული სხვადასხვაობის დროსაც, თუმცა სამწუხაროდ საარჩევნო პროცესის ხელშესაწყობად ჩაფიქრებული ეს დამატებითი მექანიზმი, ზოგიერთი მხრიდან გახდა ნიჰილისტური დამოკიდებულების დანერგვაზე და პროცესში ქაოსის შეტანაზე ორიენტირებული მიზანმიმართული თავდასხმების ობიექტი, რამაც შესაძლოა, განაპირობა რიგი წევრების მიერ საკონსულტაციო ჯგუფის დატოვება.

ეს ნამდვილად დასანანია ჩვენთვის, თუმცა კიდევ ერთხელ ვადასტურებთ, რომ არსებობს ყველა  სამართლებრივი, საორგანიზაციო, ტექნიკური და სხვა აუცილებელი ინსტრუმენტი და რაც მთავარია, საზოგადოების დაკვეთა და ჩვენი მტკიცე ნება, რომ მიუხედავად ცალკეული დესტრუქციული მცდელობებისა, წლევანდელი არჩევნები იყოს უპრეცედენტოდ ინკლუზიური, გამჭვირვალე და დემოკრატიული,“- განაცხადა ნათია იოსელიანმა დღევანდელ ბრიფინგზე.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 12:19

    ემიგრანტების რაოდენობა 95.6%-ით გაიზარდა...

    🔴 2023 წელს წინა წელთან შედარებით ემიგრანტების რაოდენობა 95.6%-ით გაიზარდა. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2023 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 245 064 კაცი შეადგინა, ხოლო იმი...

  • 15:38

    ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია...

    მარტის აქციების დროს დაკავებული ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია. რუსული კანონის წინააღმდეგ აქციაზე დაკავებული ახალგაზრდა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გასულ კვირას მას შემდეგ შეიწყალა, რაც სასამართლ...

  • 15:25

    ,,ვარ ქიმიოთერაპიის პროცესში, დარწმუნებული ვარ ამ ...

    პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატი, ხათუნა სამნიძე მძიმე სენს ებრძვის. ის ახლა ქიმიოთერაპიის კურსს გადის, რაზეც ტელეკომპანია “ფორმულაზე” თავად ისაუბრა. "ქალ დეპუტატებთან ერთად ამ მძიმე ბრძო...

  • 17:19

    სასწრაფო დახმარების ექიმები ქრთამის აღების ბრალდებ...

    სახელწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადება:    უწყების თანამშრომლებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზ...

  • 16:42

    პირველი დოზა ✅ გავუკეთებთ წამალს, რომელიც ხრტილის ...

    დღეს, 3 საათზე, იაშვილის კლინიკაში, პეტრეს წამლის პირველ დოზას გაუკეთებენ. ❤️ დავწერ, როგორ ჩაივლის.    დღეიდან ყოველდღე 16-17 წლამდე, ანუ მანამ, სანამ ზრდის ზონები დაეხურება, ინექციის სახით...

  • 13:02

    ნუცა ბუზალაძის ძმა ამერიკაში საკუთარ ავტომობილში გ...

    ამერიკაში, ფილადელფიაში 40 წლამდე ქართველი კაცი გარდაცვლილი იპოვეს. დათო ბუზალაძეს 11 დღის განმავლობაში ეძებდნენ და გარდაცვლილი საკუთარ ავტომობილში ნახეს. დავით ბუზალაძე მომღერალ ნუცა ბუზალაძის ძმაა. ...

  • 22:35

    ქეით მიდლტონს სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს...

    უელსის პრინცესას, ქეით მიდლტონს სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს. ამის შე­სა­ხებ ქე­ი­თი ვიდეო მიმართვას  ავრცელებს.    "ეს იყო შოკი, მაგ­რამ მე კარ­გად ვარ და დღ...