0 9 : 1 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

მეოთხე გაკვეთილზე არ წავედი, შემეშინდა... ასწავლეთ თქვენს არაქართულენოვან მოსწავლეებს ქართული ენა სიყვარულით - რამილა ალიევა

საქართველოში 14 აპრილს დედა ენის დღე აღინიშნება. ამ თარიღს სოციალურ ქსელში ემოციური სტატუსით ეხმაურება ჟურნალისტი რამილა ალიევა:

“ქართულის სწავლა რომ დავიწყე, წერის დროს “ჯ” და “ჭ” მეშლებოდა სულ… დედაჩემს ვურეკავდი, დედა ამ სიტყვაში რომელია, ბაფთიანი თუ ჯოხიანი… აზერბაიჯანულენოვან სკოლაში ვსწავლობდი, აზერბაიჯანულენოვან გარემოში ვცხოვრობდი. ქართული ანბანი ისეთი ლამაზი მეჩვენებოდა, ყველა რვეულში ვხატავდი ასოებს, ანბანი ვიცოდი, სიტყვები არა…

ერთხელ სამარშრუტო ტაქსიში დამავიწყდა სიტყვა გააჩერეთ, ბოლო გაჩერებამდე გავყევი და მერე ისევ უკან დავბრუნდი იმავე მარშრუტით, პატარა ვიყავი და ალბათ კითხვა მომერიდა.

ქართული ენა რთული ენაა არაქართულენოვანისთვის… სალაპარაკო ენა როცა ვისწავლე გამოიკითხეს, ჩემთვის იპოვეს მასწავლებელი, რომელზეც ამბობდნენ, ყველაზე კარგად ასწავლის აბიტურიენტებს. მესამე გაკვეთილი იყო აბო თბილელის წამება. ქართული ენის მასწავლებელი ისე არაჰუმანურად მოიხსენიებდა სხვა ერის, სხვა რელიგიის ადამიანებს, კულტურას. მეოთხე გაკვეთილზე არ წავედი, შემეშინდა.

გაუცხოება სულ იყო, დღესაც არის. ეს არც თქვენი ქართველების ბრალია, არც ჩემი – საქართველოს აზერბაიჯანელის… მიზეზები ბევრია, მიზეზებზეც უნდა ვისაუბროთ, რა თქმა უნდა… ვისაუბრებთ კიდევაც. მაგრამ ერთი წამით წარმოიდგინეთ, რას განიცდიდა ის პატარა მუსლიმი გოგო, რომელსაც უბრალოდ ქართულის სწავლა უნდოდა და იმისგან, ვინც ქართულს ასწავლიდა, ისმენდა უსაზღვრო ზიზღს მისგან განსხვავებულების მიმართ. თან თემა იყო აბო თბილელის წამება…

იმ პატარა გოგოს, რომელიც ახლა ამ სტატუს წერს გაუმართლა, მერე შეხვდნენ ადამიანები, რომლებმაც მას სიყვარულით ასწავლეს ქართული. შეხვდა ადამიანი რომელიც ვეფხისტყაოსანი შეაყვარა, ალუდა ქეთელაურის მაგალითზე ბევრ კითხვაზე პასუხის პოვნაში დაეხმარა, მაგრამ ყველას ხომ შეიძლება არ გაუმართლოს ისე, როგორც მე გამიმართლა.
ასწავლეთ თქვენს არაქართულენოვან მოსწავლეებს, სტუდენტებს ქართული ენა სიყვარულით.
ხშირად მათთვის თქვენ პირველი ქართველი ხართ, ვისთანაც ურთიერთობა აქვთ.

გილოცავთ 14 აპრილს, ქართული ენის დღეს!” – წერს რამილა ალიევა.

დედაენის დღე 1978 წლის 14 აპრილის მოვლენების აღსანიშნავად 1990 წლიდან დაწესდა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 12:19

    ემიგრანტების რაოდენობა 95.6%-ით გაიზარდა...

    🔴 2023 წელს წინა წელთან შედარებით ემიგრანტების რაოდენობა 95.6%-ით გაიზარდა. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2023 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 245 064 კაცი შეადგინა, ხოლო იმი...

  • 15:38

    ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია...

    მარტის აქციების დროს დაკავებული ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია. რუსული კანონის წინააღმდეგ აქციაზე დაკავებული ახალგაზრდა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გასულ კვირას მას შემდეგ შეიწყალა, რაც სასამართლ...

  • 15:25

    ,,ვარ ქიმიოთერაპიის პროცესში, დარწმუნებული ვარ ამ ...

    პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატი, ხათუნა სამნიძე მძიმე სენს ებრძვის. ის ახლა ქიმიოთერაპიის კურსს გადის, რაზეც ტელეკომპანია “ფორმულაზე” თავად ისაუბრა. "ქალ დეპუტატებთან ერთად ამ მძიმე ბრძო...

  • 17:19

    სასწრაფო დახმარების ექიმები ქრთამის აღების ბრალდებ...

    სახელწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადება:    უწყების თანამშრომლებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზ...

  • 16:42

    პირველი დოზა ✅ გავუკეთებთ წამალს, რომელიც ხრტილის ...

    დღეს, 3 საათზე, იაშვილის კლინიკაში, პეტრეს წამლის პირველ დოზას გაუკეთებენ. ❤️ დავწერ, როგორ ჩაივლის.    დღეიდან ყოველდღე 16-17 წლამდე, ანუ მანამ, სანამ ზრდის ზონები დაეხურება, ინექციის სახით...

  • 13:02

    ნუცა ბუზალაძის ძმა ამერიკაში საკუთარ ავტომობილში გ...

    ამერიკაში, ფილადელფიაში 40 წლამდე ქართველი კაცი გარდაცვლილი იპოვეს. დათო ბუზალაძეს 11 დღის განმავლობაში ეძებდნენ და გარდაცვლილი საკუთარ ავტომობილში ნახეს. დავით ბუზალაძე მომღერალ ნუცა ბუზალაძის ძმაა. ...

  • 22:35

    ქეით მიდლტონს სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს...

    უელსის პრინცესას, ქეით მიდლტონს სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს. ამის შე­სა­ხებ ქე­ი­თი ვიდეო მიმართვას  ავრცელებს.    "ეს იყო შოკი, მაგ­რამ მე კარ­გად ვარ და დღ...