1 1 : 1 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

მშობლებმა შვილს, რომელიც მათ მოკვლით ემუქრებოდა, გირაო გადაუხადეს

მშობლებმა შვილს, რომელიც მათ მოკვლით ემუქრებოდა, გირაო გადაუხადეს.

შედეგად ბრალდებულმა წინასწარი დაკავების იზოლატორი მეორე დღესვე დატოვა.

"ჩვენ გვინდოდა, რომ პოლიციას შეეშინება ის ერთი დღით. რა ვიცოდით, რომ ასეთი ამბავი მოყვებოდა. ნამდვილად არ ვიფიქრებდით, რომ პატიმრობაში გაუშვებდნენ." - განაცხადა ბრალდებულის დედამ.

როგორც პროკურორი ნიკა მახარაძე სხდომაზე აცხადებდა, მშობლებმა პოლიციის განყოფილებამდე ფეხით იარეს.

მოსამართლის გადაწყვეტილებით, ბრალდებულს გირაოს სახით 5 ათასი ლარი ჰქონდა შეფარდებული.

44 წლის მამაკაცს ბრალი ედებოდა მასში, რომ ის მშობლებს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა.

შვილს მშობლებთან მიახლოება აკრძალული აქვს. შემთხვევა 17 აგვისტოს მოხდა. 

"სავარაუდოდ გავასაჩივრებ" - გვითხრა პროკურორმა ნიკა მახარაძემ. ის პატიმრობას ითხოვდა, რადგან, მისი თქმით, შვილი მშობლებთან ერთად ცხოვრობს და შესაძლოა დანაშაული კიდევ განმეორდეს.

აღშფოთებული პროკურორი ფურცელზე დაწერილი ტექსტის გარეშე ყვებოდა, თუ რა გადაიტანეს მშობლებმა ბრალდებულისგან:

"კონფლიქტი დაიწყო მაშინ, როდესაც ბრალდებულმა მამას მოსთხოვა ფული, წინააღმდეგ შემთხვევაში მას მოკვლით დაემუქრა. შემდეგ დედამ მისცა შენიშვნა, თუმცა იგივე გაიმეორა. უნდა აღინიშნოს, რომ მშობლები იძულებულნი გახდნენ სახლიდან წასულიყვნენ და ფეხით ჩასულიყვნენ პოლიციის განყოფილებამდე, რათა ამ ყველაფერზე რეაგირება მომხდარიყო" - აღნიშნა პროკურორმა.

ბრალდებულმა განმარტა, რომ მან მხოლოდ სიტყვიერად უთხრა მშობლებს რაღაც, რადგან მისი თქმით, მშობლებს საკუთარი თანხა მოსთხოვა.

 

 

https://www.qartli.ge/

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 16:34

    ,,ქვეყანა არ არის მზად მიგრანტების ნაკადთან გასამკ...

      "დროას" ლიდერის, ელენე ხოშტარიას ორგანიზებით ლარსის საბაჟო გამშვებ პუნქტზე საპროტესტო აქცია გაიმართება. მოქალქეები 10:00 საათზე პირველი რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბებიან, საიდანაც ლარსისკენ გა...

  • 15:26

    კვარაცხელიას სატრანსფერო ფასი 35 მილიონ ევრომდე გა...

    ხვიჩა კვარაცხელიას სატრანსფერო ფასი გაიზარდა. Transfermarkt-ზე  ფეხბურთელის ფასი 15 მილიონიდან 35 მილიონი ევრო გახდა.ინფორმაციის თანახმად, ხვიჩა კვარაცხელია ყველაზე ძვირადღირებული ქართვ...

  • 14:43

    ავარია ქუთაისთან - გარდაცვლილია 8 წლის ბავშვი და ს...

    ქუთაისში, სამტრედიის საგზაო მონაკვეთზე ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. ერთმანეთს ტრაილერი და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. ავარიისას, მსუბუქ ავტომობილში მსხდომი ოთხი ადამიანიდან, ორი დაიღუპ...

  • 12:25

    ვარკეთილში ძაღლმა 3 ადამიანი დაგლიჯა...

    თბილისში, ვარკეთილში პიტბულის ჯიშის ძაღლმა დაგლიჯა 3 ადამიანი დაგლიჯა.  როგორც ცნობილია, ძაღლი ჯერ პატრონს დაესხა თავს, შემდეგ კი მეზობლებს, რომლებმაც დახმარება სცადეს. ძაღლის დამშვიდება ვერ...

  • 11:57

    მუხიანში, საცხოვრებელ სახლში 20 და 21 წლის ბიჭების...

    არსებული ინფორმაციით, მუხიანში, საცხოვრებელ სახლში 2 ახალგაზრდა ბიჭის ცხედარი იპოვეს. მედიაში ადგილობრივების კომენტარზე დაყრდნობით ვრცელდება ინფორმაცია, რომ ბიჭები მეგობრები იყვნენ და ისინი ქირით ცხო...

  • 12:56

    „ლაშამ გაიმარჯვა!" - აშშ-ის საელჩო...

    „კინგსმენის“ მთავარმა საბრძოლო სცენამ, სადაც ლაშამ ქართული ცეკვის ელემენტები გამოიყენა მსოფლიო კასკადიორთა დაჯილდოებაზე საუკეთესო ბრძოლის სცენის კატეგორიაში გაიმარჯვა“ - წერს აშშ-ის ...

  • 15:51

    ბოლო 6 თვეში ქვეყანაში 6 629 წყვილი განქორწინდა...

     საქართველოში, 2022 წლის 6 თვეში განქორწინების 6 629 ფაქტი დაფიქსირდა.აღნიშნული  მაჩვენებელი გასული წლის შესაბამის პერიოდში 4 675 იყო. შესაბამისად, ზრდამ 42% შეადგინა.  განქორწინებასთან...