0 7 : 4 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

დიდ დიღომში აფეთქების შედეგად დაშავებული 1 წლამდე ბავშვის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა

 

დიდ დიღომში აფეთქების შედეგად დაშავებული 1 წლამდე ბავშვის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ იაშვილის კლინიკაში განუცხადეს.

დიდი დიღომში, ე.წ. ბენდუქიძის დასახლებაში აფეთქება გამთენიისას მოხდა. აფეთქების მიზეზი, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვა გახდა.

შემთხვევის შედეგად 3 ადამიანი დაშავდა, მათ შორის დედა და მცირეწლოვანი შვილი.

როგორც ადგილობრივები იუწყებიან, სახლში, სადაც აფეთქება მოხდა, ნიგერიის მოქალაქეები ქირით ცხოვრობდნენ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები