2 0 : 3 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

UNICEF: საქართველოში ბავშვების 35% არასდროს იკვებება სკოლის პერიოდში.. 38% განიცდის მატერიალურ და სოციალურ დანაკლისს

გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ ჩატარებული კვლევის სტატისტიკის თანახმად, საქართველოში მცხოვრები ბავშვების, 38% განიცდის მატერიალურ და სოციალურ დანაკლისს. 

"გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით სტატისტიკის ეროვნული სამსახური / National Statistics Office of Georgia-ის მიერ ჩატარებული ბავშვთა კეთილდღეობის კვლევის თანახმად, ბავშვის შემწეობა ეხმარება მოწყვლად ბავშვებს, თუმცა ბავშვების 38 პროცენტი განიცდის მატერიალურ და სოციალურ დანაკლისს.

კვლევამ დაადგინა:

  • სკოლამდელი ასაკის ბავშვების 28 პროცენტი არ დადის საბავშვო ბაღში. მათგან, ბავშვების 22 პროცენტი არ დადის მშობლის არჩევანის საფუძველზე, ხოლო 6 პროცენტი ვერ დადის ბარიერების გამო. ყველაზე გავრცელებული ბარიერებია ზოგიერთ სოფელში სკოლამდელი დაწესებულებების არარსებობა და ბავშვის მომლოდინეთა სიაში მოთავსება.

  • 2021-2022 სასწავლო წელს 6-17 წლის ასაკის ბავშვების 98 პროცენტი ესწრებოდა სკოლას, უნივერსიტეტს ან/და პროფესიულ განათლებას, ხოლო ბავშვების 2 პროცენტამდე განათლების სისტემის მიღმა იყო დარჩენილი.

  • კერძო მასწავლებლების მომსახურებას იყენებს 6-17 წლის ასაკის ბავშვების 19 პროცენტი და ამდენივეს სურს, მაგრამ ვერ ახერხებს, ისარგებლოს აღნიშნული სერვისით. კერძო მასწავლებლების მომსახურების მიღებისყველაზე გავრცელებული ბარიერი არის ფინანსების ნაკლებობა, რომელიც აღნიშნულია შემთხვევების 87 პროცენტში.

  • საგანმანათლებლო მასალების ნაკლებობა მნიშვნელოვანი პრობლემაა; ბავშვების 45 პროცენტს არ აქვს ერთი საგანმანათლებლო ნივთი მაინც, რომელიც ისურვეს, მაგრამ ხელი არ მიუწვდებათ. საგანმანათლებლო ნივთები, რომლებიც ბავშვებს ყველაზე ხშირად აკლიათ არის ლეპტოპები/კომპიუტერები (29 პროცენტი), შემდეგ მოდის სახატავი მასალები, წიგნები და მუსიკალური ინსტრუმენტები.

  • მშობლების დიდი უმრავლესობა კმაყოფილია სკოლამდელი და სასკოლო განათლებისა და ჯანდაცვის მომსახურებით.

  • სასკოლო პერიოდში კვება არის მნიშვნელოვანი გამოწვევა, რადგან ბავშვების ერთ მეოთხედზე ოდნავ მეტი (27%) ყოველდღიურად იღებს სკოლაში საკვებს, ხოლო 35% არასდროს იკვებება სკოლის პერიოდში. საკვების მიღების ბარიერები უფრო მეტადაა გავრცელებული მატერიალური დანაკლისის მქონე ბავშვებს შორის (45 პროცენტი), ვიდრე ასეთი დანაკლისის არმქონე ბავშვებს შორის (28 პროცენტი). სკოლაში საკვების მიღების ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ბარიერია საკვები ობიექტის არარსებობა სკოლის სიახლოვეს (ეს მიზეზი დასახელდა შემთხვევების 36 პროცენტში). ფინანსური ბარიერები ასევე დასახელებულია მატერიალური დანაკლისის მქონე ბავშვების შემთხვევაში, რომლებიც საერთოდ არ იკვებებიან სასკოლო საათებში.

  • ბავშვების 12%-მა ვერ მიიღო საჭირო სამედიცინო მკურნალობა (სრულად ან ნაწილობრივ), ხოლო 5%-მა ვერ მიიღო საჭირო მედიკამენტები. ორივე შემთხვევაში ძირითადი ბარიერები ფინანსური იყო.

  • ბავშვების 62 პროცენტის მშობლებმა/ოჯახის წევრებმა განაცხადეს, რომ იყენებენ ბავშვების აღზრდის მხოლოდ არაძალადობრივ მეთოდებს. ფსიქოლოგიური აგრესია, როგორიცაა ყვირილი და ბავშვისთვის დამამცირებელი სახელების წოდება დაფიქსირდა ბავშვების 29 პროცენტის შემთხვევაში, ხოლო ბავშვების 5 პროცენტიდაექვემდებარა ფიზიკურ დასჯას, როგორიცაა ცემა, სილის გაწნა, ყურის აწევა ან დარტყმა. სასტიკი ფიზიკური დასჯა, მაგალითად - მთელი ძალით ცემა, შეეხო ბავშვების ერთ პროცენტზე ნაკლებს.

კვლევის მიზანი იყო საქართველოში მაცხოვრებელ ბავშვთა კეთილდღეობის რამდენიმე საკვანძო ასპექტის გაზომვა, რომელთა შორისაცაა: განათლების, ჯანდაცვის სერვისებისა და სოციალური დახმარების ხელმისაწვდომობა; სასკოლო კვება; უსაფრთხოება სახლში; მატერიალური და სოციალური დანაკლისი; ფუნქციური სირთულეები და შეზღუდულ შესაძლებლობასთან ასოცირებული სტიგმა"- ნათქვამია განცხადებაში.

გაიგეთ მეტი: https://uni.cf/41nOyBT კვლევა სრულად ხელმისაწვდომია ბმულზე: https://uni.cf/3mEQ8Al 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 22:18

    თბილისში, მელიქიშვილის ქუჩაზე ხეივანი ჩამოინგრა და...

    არსებული ინფორმაციით, თბილისში, მელიქიშვილის ქუჩაზე ხეივანი ჩამოინგრა და ადამიანი მოიყოლა. "რადიო თავისუფლება" წერს, რომ დაშავებული კლინიკაშია გადაყვანილი. სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.  ...

  • 16:12

    გიორგი ამილახვარი - 2024-2025 სასწავლო წლიდან სკოლ...

    განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, გიორგი ამილახვარის განცხადებით, სამინისტრო პარლამენტში კანონპროექტის დაინიცირებას გეგმავს, რომლის მიხედვითაც, 2024-2025 სასწავლო წლიდან სკოლაში შეს...

  • 15:14

    „21 სექტემბერს, სადაც არ უნდა იყოთ...“ - ვრცელდება...

    21 სექტემბერს პატრიარქის ლოცვა-კურთხევთ ღვთისმშობლის შობას, დღის 12:00 საათზე ყველამ უნდა წარმოთქვათ  ღვთისმშობლისადმი ლოცვა. ვინც ამ დროს არ იმყოფება ტაძარში, მას შეუძლია ლოცვა თქვას სახლშიც, ქუ...

  • 17:32

    უმძიმესი მდგომარეობა სოფელ გულიანში...

    სტიქია გურიაში - ძლიერი წვიმის შემდეგ მხიმე მდგომარეობაშია სოფელი გულიანი. ადგილიდან ფოტოებს კახა ასკურავა აქვეყნებს. მთელს ტერიტორიაზე წაღებულია ხიდები და გზები, დანგრეულია სახლები, მიწასთან არის გას...

  • 15:12

    ნაპოვნია ორი გარდაცვლილის ცხედარი.. ერთ მოზარდს ეძ...

    გურიის რეგიონში, სტიქიის ზონაში შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები, საგანგებო რეჟიმში მუშაობას განაგრძობენ.   ძებნის ღონისძიების ფარგლებში ნაპ...

  • 12:37

    3 წლის თაია ზოიძე არის კომაში და ძალიან სჭირდება დ...

    4 თვის წინ სუნთქვის გაჩერებით და გულის უკმარისობით მოხვდა კლინიკაში. კლინიკაში მიყვანისას აუმუშავეს გული, თუმცა ტვინის ნაწილი დაზიანდა. საქართველოში არ არსებობს შესაბამისი მკურნალობა, რის გამოც 2 თვი...

  • 13:41

    დაჯარიმდა ლუკოილი, რომპეტროლი, ვისოლი, სოკარი და გ...

    კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ საწვავის ბაზარზე მოქმედი 5 მსხვილი რეალიზატორი ჯამში 4 მილიონ ლარამდე დააჯარიმა. საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ, საავტომობილო საწვავის ბაზარზე, ხუთი ეკონ...