0 1 : 4 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

“მოულოდნელად შეუძლოდ გახდა თვითმფრინავში“–მომღერალ დიანა ღურწკაიას ქმარი გარდაიცვალა

წარმოშობით ქართველი რუსი მომღერლის, დიანა ღურწკაიას ქმარი, 46 წლის პეტრ კუჩერენკო მოულოდნელად გარდაიცვალა. ის რუსეთის განათლების და მეცნიერების სამინისტროს დელეგაციასთან ერთად მივლინებიდან ბრუნდებოდა, როცა თვითმრინავში ცუდად გახდა. განცხადებას მომხდართან დაკავშირებით სამინისტრო ავრცელებს:

“20 მაისს გარდაიცვალა რუსეთის ფედერაციის მეცნიერებისა და უმაღლესი განათლების მინისტრის მოადგილე პეტრ ალექსანდროვიჩ კუჩერენკო.

პეტრ კუჩერენკო შეუძლოდ გახდა თვითმფრინავში, რომლითაც რუსეთის დელეგაცია კუბაში მივლინებიდან ბრუნდებოდა. თვითმფრინავი დაეშვა ქალაქ მინვოდიში, სადაც ექიმები ცდილობდნენ დახმარებას, მაგრამ მათ ვერ გადაარჩინეს პიოტრ ალექსანდროვიჩი.

ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ პიტერ ალექსანდროვიჩის ოჯახისა და მეგობრების მიმართ“.–ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები