1 4 : 2 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

"დაკარგულ ორ წევრს კიდევ ვეძებ, ჯერ კიდევ სათხრელი მაქვს მიწა, რომ ამოვიყვანო ისინი და ჩემთან მყავდნენ.. დამელოდეთ, სანამ მექნება დრო, თქვენამდე მოვიტანო სათქმელი", - მარიტა გუტაშვილი

მარიტა გუტაშვილი, რომელსაც შოვის ტრაგედიის დროს ოჯახის 9 წევრი დაეღუპა განცხადებას აკეთებს და ალაპარაკებას აანონსებს.

"ძალიან დიდი მადლობა მხარში დგომისთვის, იმისთვის, რომ მამხნევებთ, დღემდე თქვენი გამხნევებითაც ვდგავარ ფეხზე. მთავარი - დღემდე, მე-12 დღეა, არ მიპოვია, ჯერ კიდევ ვეძებ კოტე მაისურაძეს და ანასტასია დუდაშვილს, რომლებიც არიან დღემდე დაკარგულები, ძალიან გთხოვთ, მაცადეთ, მადროვეთ, ყველა მყავდეს ჩემთან, ძალიან გთხოვთ, მომეცით დრო, სანამ ვიპოვი კოტეს და სანამ ვიპოვი ანასტასიას. დანარჩენ კითხვის ნიშნებზე, რაზეც თქვენ ფიქრობთ, რომ არ ვიტყვი, შანსი არ არის - შანსი არ არის, მე ვინმემ და რამემ გამაკავოს. 

აუცილებლად ყველაფერს, ყველა დეტალს მე თვითონ მოგიყვებით, შოვის ისტორიასაც, განვითარებულ მოვლენებსაც, მიმდინარე მოვლენებსაც, უბრალოდ მე პირადად არ მაქვს დრო და ენერგია იმდენი, რომ ახლა დაკარგულ ორ წევრს კიდევ ვეძებ, ჯერ კიდევ სათხრელი მაქვს მიწა, რომ ამოვიყვანო ისინი და ჩემთან მყავდნენ, ძალიან გთხოვთ, გამიგეთ და დამელოდეთ, სანამ მექნება დრო, თქვენამდე მოვიტანო ჩემი სათქმელი. წინასწარ ნუ გავაკეთებთ კომენტარებს, რატომ არ ვამბობ, რას ვმალავ, მე არაფერი დასამალი არ მაქვს, არაფერი დასაკარგი არ მაქვს, ყველაფერს დეტალურად გეტყვით, მოვა დრო".

კომენტარები

მსგავსი სიახლეები