1 2 : 1 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

დაჯარიმდა ლუკოილი, რომპეტროლი, ვისოლი, სოკარი და გალფი - კომპანიები საწვავზე მაღალ ფასებს ხელოვნურად ინარჩუნებდნენ

კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ საწვავის ბაზარზე მოქმედი 5 მსხვილი რეალიზატორი ჯამში 4 მილიონ ლარამდე დააჯარიმა.

საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ, საავტომობილო საწვავის ბაზარზე, ხუთი ეკონომიკური აგენტის მიმართ წარმოებული მოკვლევა დაასრულა. საკითხი ეხება 2022 წლის მარტი-აგვისტოს პერიოდში, კოორდინირებული ქცევის შედეგად, საავტომობილო საწვავის საცალო ბაზარზე მაღალი ფასების შენარჩუნებას.

როგორც კონკურენციის ეროვნულ სააგენტოში განმარტავენ, კონკურენციის ეროვნული სააგენტოს მიერ წარმოებული მოკვლევის შედეგად დადასტურდა - შპს „ლუკოილ-ჯორჯიას“, სს „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას“, შპს "სან პეტროლიუმ ჯორჯიას“, შპს „სოკარ ჯორჯია პეტროლიუმის“ და შპს "რომპეტროლ საქართველოს“ მიერ „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის დარღვევა. კერძოდ, შესყიდვის ან გაყიდვის ფასის ან სხვა სავაჭრო პირობების პირდაპირ ან არაპირდაპირ დადგენა.

„სააგენტოს შეფასებით, განსახილველ პერიოდში, კონკრეტული კომპანიების შემთხვევაში ხელმისაწვდომი იყო ევროპულ საწვავთან შედარებით დაბალი თვითღირებულების მქონე არაევროპული საწვავი, ხოლო, რიგ შემთხვევებში, კონკრეტული კომპანიის/კომპანიების მიერ ხდებოდა დაბალი თვითღირებულების მქონე ევროპული საწვავის რეალიზაცია მხოლოდ საბითუმო ბაზარზე, მათ შორის, კონკურენტ კომპანიებზე. ორივე შემთხვევაში (ევროპული და არაევროპული საწვავი), ადგილი ჰქონდა საწვავის თვითღირებულებიდან მომდინარე კონკურენტული უპირატესობის გამოუყენებლობას. შედეგად, საავტომობილო საწვავის საცალო ბაზარზე შენარჩუნებულ იქნა მაღალი ფასი, რაც სააგენტოს გადაწყვეტილებით მოპასუხე 5 კომპანიის კოორდინირებული ქმედების შედეგს წარმოადგენდა. სააგენტოს გადაწყვეტილებით, ხუთ ეკონომიკურ აგენტს შესაბამისი ფინანსური სანქცია - ჯამში, 4 მილიონ ლარამდე დაეკისრა. კერძოდ: შპს “სან პეტროლიუმ ჯორჯია” - 1 073 998 ლარი; შპს “რომპეტროლ საქართველო” - 987 886 ლარი; შპს “სოკარ ჯორჯია პეტროლიუმი” - 719 310 ლარი; სს “ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯია” - 693 576 ლარი; შპს “ლუკოილ ჯორჯია” - 450 590 ლარი. ასევე, ბაზარზე კონკურენტული გარემოს გაუმჯობესების მიზნით, შესასრულებლად აუცილებელი რეკომენდაცია გაიცა, რაც გულისხმობს - საწვავის ჩასხმის სიზუსტის კონტროლის უფრო ეფექტურად განხორციელებისათვის საჭირო პროცედურული მექანიზმების შემოღებას. კანონმდებლობის შესაბამისად, სააგენტოს გადაწყვეტილების გასაჩივრება კომპანიებს შეუძლიათ ქალაქ თბილისის საქალაქო სასამართლოში. მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან და ბაზრის სტრატეგიული მნიშვნელობიდან გამომდინარე, სააგენტო საავტომობილო საწვავის (ბენზინი, დიზელი) ბაზრის მონიტორინგს აგრძელებს. სააგენტოს შეფასების პერიოდი 2022 წლის იანვარ-აგვისტოს შუალედს მოიცავს”, - აღნიშნულია კონკურენციის ეროვნულ სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 16:12

    გიორგი ამილახვარი - 2024-2025 სასწავლო წლიდან სკოლ...

    განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, გიორგი ამილახვარის განცხადებით, სამინისტრო პარლამენტში კანონპროექტის დაინიცირებას გეგმავს, რომლის მიხედვითაც, 2024-2025 სასწავლო წლიდან სკოლაში შეს...

  • 15:14

    „21 სექტემბერს, სადაც არ უნდა იყოთ...“ - ვრცელდება...

    21 სექტემბერს პატრიარქის ლოცვა-კურთხევთ ღვთისმშობლის შობას, დღის 12:00 საათზე ყველამ უნდა წარმოთქვათ  ღვთისმშობლისადმი ლოცვა. ვინც ამ დროს არ იმყოფება ტაძარში, მას შეუძლია ლოცვა თქვას სახლშიც, ქუ...

  • 17:32

    უმძიმესი მდგომარეობა სოფელ გულიანში...

    სტიქია გურიაში - ძლიერი წვიმის შემდეგ მხიმე მდგომარეობაშია სოფელი გულიანი. ადგილიდან ფოტოებს კახა ასკურავა აქვეყნებს. მთელს ტერიტორიაზე წაღებულია ხიდები და გზები, დანგრეულია სახლები, მიწასთან არის გას...

  • 15:12

    ნაპოვნია ორი გარდაცვლილის ცხედარი.. ერთ მოზარდს ეძ...

    გურიის რეგიონში, სტიქიის ზონაში შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები, საგანგებო რეჟიმში მუშაობას განაგრძობენ.   ძებნის ღონისძიების ფარგლებში ნაპ...

  • 12:37

    3 წლის თაია ზოიძე არის კომაში და ძალიან სჭირდება დ...

    4 თვის წინ სუნთქვის გაჩერებით და გულის უკმარისობით მოხვდა კლინიკაში. კლინიკაში მიყვანისას აუმუშავეს გული, თუმცა ტვინის ნაწილი დაზიანდა. საქართველოში არ არსებობს შესაბამისი მკურნალობა, რის გამოც 2 თვი...

  • 10:58

    წინანდლის ფესტივალის საიუბილეო სეზონი...

    თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით, წინანდლის ისტორიული მამული, 31 აგვისტოდან 10 სექტემბრის ჩათვლით, „წინანდლის კლასიკური მუსიკის ფესტივალს“ საიუბილეო სეზონს უმასპინძლებს. წინანდლის ფესტივალი ...

  • 19:25

    ,,15 წლის ბიჭი დაიხრჩო სიონის ტბაზე.. ადგილზე, სად...

    15 წლის ბიჭი დაიხრჩო სიონის ტბაზე.  შემთხვევიდან დაახლოებით 20-25 წუთში მოვიდა პოლიცია და სასწრაფო დახმარება.  უფრო მეტს თბილისიდან ელოდებიან ახლა, თიანეთში მეტი არაფერი შეუძლია სამაშველოს.&...