1 2 : 3 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

,,მილიმეტრებით არის აცდენილი.. არის ხუთი, ექვსი და ოთხ სანტიმეტრიანი ჭრილობა.. ყვიროდა, მაგინებდა, გამოდი რატომ მემალებიო” - რას ყვება კოსტა სანიკიძე

მსახიობ კოსტა სანიკიძეზე თავდასხმის პირველი კადრები გავცელდა. კადრებს და ინტერვიუს “რ2”-ის გადაცემა კურიერი P.S- ი გთავაზობთ. 

 

"კოსტა შენ დედას შ***” - ისმის ვიდეოკადრებში  თავდამსხმელის ყვირილი. რის შემდეგაც “პრაიმ ჰაუსის” ყოფილი მონაწილეს ხმაც ისმის -"ბიჭო, დედასთან ერთად ვარ”.. ამის შემდეგ კი მომღერალს ბრალდებული, გიორგი გველესიანი ცივი იარაღით  სხეულზე ჭრილობებს აყენებს. 

 

"..მილიმეტრებით არის აცდენილი.. არის ხუთი, ექვსი და ოთხ სანტიმეტრიანი ჭრილობები.. ყვიროდა, მაგინებდა, გამოდი რატომ მემალებიო” - ყვება ინტერვიუში კოსტა სანიკიძე. 

 

შეგახსენებთ, რომ მსახიობი და მომღერალი კოსტა სანიკიძე საკუთარ სახლში რამდენიმე დღის წინ დაჭრეს. ის მძიმე მდგომარეობით კლინიკაში მოათავსეს და სასწრაფო ოპერაცია დასჭირდა. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები