0 3 : 3 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

კულტურა

დავით ღვინიანიძე ფილადელფიაში რევაზ ლაღიძის იუბილესთვის ემზადება

დიდი ქართველი კომპოზიტორი რევაზ ლაღიძე ასი წლის წინ, 1921 წლის 10 ივლისს, ქუთაისის სოფელ ბაღდათში დაიბადა. მისი დაბადებიდან 100 წლისთავს კი ბარიტონი დავით ღვინიანიძე ფილადელფიაში " დავით ღვინიანიძის ხელოვნებისა და მუსიკის ცენტრში" აღნიშნავს. ამ დღესთან დაკავშირებით საქართველოდან ამერიკაში ცნობილი საზოგადოების მიწვევა იგეგმება, მათ შორის, მედეა ამირანაშვილისაც, რომელიც ოპერა " ლელას" პირველი შემსრულებელია და ის დავით ღვინიანიძისგან სპეციალური პრიზით დაჯილდოვდება. " ჩემი მიზანია, საქართველომ არასდროს დაკარგოს თავისი კულტურული მნიშვნელობა მსოფლიოს მოწინავე ერების კულტურათა შორის და მუდამ იდგეს თავის გამორჩეულ ადგილას. რევაზ ლაღიძის 100 წლის იუბილეს გამართვა ჩემთვის დიდი სტიმული და პატივია, ამიტომ ამას სიამოვნებით ვუხელმძღვანელებ. მე ეს ჩემს სამშობლოსთან მაახლოვებს"- აღნიშნა დავით ღვინიანიძემ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები