0 1 : 2 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სპორტი

42 წლის ვეტერანი ფეხბურთელი, გარი სპიდი, ჩამომხრჩვალი იპოვეს

ჩამოტვირთვა

უელსის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მწვრთნელი, 42 წლის ვეტერანი ფეხბურთელი გარი სპიდი საკუთარ სახლში, თოკზე ჩამომხრჩვალი ნახეს. "გარის ოჯახს სამძიმარს ვუცხადებთ. მათ ასეთ მძიმე პერიოდში თანადგომა სჭირდებათ", – ეს განცხადება ფაქტის გახმაურების შემდეგ უელსის ფეხბურთის ფედერაციამ გაავრცელა. სამართალდამცავები თვითმკვლელობის ვერსიაზე მუშაობენ. გუშინ მთელი ბირტანეთის მასშტაბით ჩატარებული მატჩები წუთიერი დუმილით გაიხსნა. 1969 წელ დაბადებული გარი სპიდი უელსის ნაკრებში 85 მატჩში 7 გოლის ავტორია. რაც შეეხება საკლუბო კარიერას, ის სხვადასხვა დროს იცავდა"ლიდსის" "ევერტონის" "ნიუკასლის" , "ბოლტონის" და "შეფილდ იუნაიტედის" ღირსებას. უელსელმა კარიერა 40 წლის ასაკში დაასრულა და მაშინვე მწვრთნელობას მიჰყო ხელი. სწორედ სპიდის თავკაცობით, უელსელებმა ევროშესარჩევის ბოლო მატჩები მშვენივრად ჩაატარეს – მოუგეს შვეიცარიას, ჩერნოგორიასა და ბულგარეთს. სპიდს 1994 წელს თბილისშიც უთამაშია საქართველო-უელსის შეხვედრაში, რომელიც ალექსანდრე ჩივაძის გაწვრთნილებმა 5:0 მოიგეს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები