პირობას გაძლევთ, რომ სწორედ „ქართული ოცნების“ პირ...
🇬🇪🇪🇺 რა თქმა უნდა, საქართველოს მომავალი არის ევროპა! ვინმე ამაზე კითხვის ნიშანს სვამს? თუ რაიმე წარმატებას მივაღწიეთ ევროინტეგრაციის გზაზე, ქართული პასპორტით ევროპულ ქვეყნებში რომ თავისუ...
|
გერმანიაში მოღვაწე ექიმი, ლიცენზირებული ფსიქიატრი ილიას ტერსენიდისი რძალ-დედამთილის ურთიერთობაზე საკმაოდ საინტერესო პოსტს აქვეყნებს.
სამხრეთ ვირჯინიის უნივერსიტეტის პროფესორი Dr. Christy Rittenour იკვლევდა რძალ- დედამთილის ურთიერთობის სხვადასხვა ფორმებს, რის შედეგადაც გამოყო დედამთილების 4 ყველაზე ხშირი ტიპი:
1 ტიპი _ ეჭვიანი
დედამთილებს, რომლებიც აღნიშნულ ქვეტიპს განეკუთვნებიან, ღრმად სწამთ, რომ ადრე თუ გვიან ისინი საკუთარ შვილს დაკარგავენ ოჯახში ახალი ქალბატონის წყალობით. ამიტომაც მომავალი სარძლო უნდა იქნეს პირველ რიგში ძირფესვიანად გამოკვლეული. ამ შემთხვევაში დედამთილის მთავარი ამოცანაა ცხოვრება გაურთულოს რძალს, ვინაიდან და რადგანაც ის არასაკმარისად კარგია მისი შვილისთვის. რძალი ხშირად ეხვევა კრიტიკის ქარ-ცეცხლში. როგორც წესი ასეთი დედამთილი ხვდება მათ, ვინც გადაწყვეტს ცხოვრება დედისერთა მამაკაცს დაუკავშიროს.
2 ტიპი _ დიქტატორი
ის მუდამ ოჯახის საჭესთანაა - მას აქვს ძალაუფლება. ყველამ მის დაკრულზე უნდა იცეკვოს, ასეთმა დედამთილებმა ყოველთვის იციან როგორ იქნება უკეთესი ყველა დანარჩენისთვის. ისინი პირდაპირ ერევიან ურთიერთობებში და იღებენ გადაწყვეტილებებს სხვის მაგივრად. ისინი მუდამ აკონტროლებენ როდესაც მათი ვაჟი გადის სახლიდან, რამდენს ხარჯავს რძალი საყიდლებზე და ა.შ. ასეთი ტიპის დედამთილები მტკივნეულად აღიქვამენ, როდესაც მათ არ ემორჩილებიან. მამათილები ასეთ შემთხვევაში როგორც წესი ბუტაფორიებს წარმოადგენენ.
3 ტიპი _ კრიტიკოსი
მან თავისი ვაჟი ჯერ კიდევ ბაღიდან გაათამამა და ცდილობს ყველაფერი შეუსრულოს მას. ე.წ. "დედაენაცვალოს" დედამთილები. როდესაც მისი ვაჟის ცხოვრებაში რაიმე არასწორად მიდის ყველაფერი რძალს ბრალდება. ტიპიურია შემდეგი სახის რეპლიკები შვილის მიმართ და რძლის გასაგონად " მოგიკვდეს დედა არ ჭამ საჭმელს შვილო", " მომეცი დედა პერანგი გაგიუთოვო" და ა.შ. ასეთ შემთხვევებში უმჯობესია დაუჯეროთ დედამთილებს დ მიიღოთ მათი რჩევები.
4 ტიპი _ განსაკუთრებული
ის რეკავს დღე- ღამის განმავლობაში რამოდენიმეჯერ, მოდის სტუმრად გაუფრთხილებლად, უნდა ყველაფერი იცოდეს. როდესაც შვილი და რძალი შვებულებაშია საქმის კურსში უნდა იყოს, როდის მივიდნენ სასტუმროში, როგორი ამინდია, რა ჭამეს და ა.შ. ასეთი დედამთილები ძალიან არიან მიჯაჭვულები შვილზე და ვერ გუობენ სხვა ქალის დომინანტობას მათ ცხოვრებაში. მიეცით მათ მეტი დრო შეეგუონ ოჯახის ახალ დიასახლისს.
ეს იყო 4 ძირითადი ტიპი, თუმცა რაღათქმაუნდა საზღვარი მათ შორის საკმაოდ მკრთალია, ხშირად გადაიკვეთებიან მათი თვისებები ერთმანეთში. ბოლოს რჩევა პროფესორი Rittenour - ისაგან: დღეს ან ხვალ თქვენც იქნებით მათ ადგილას და მოგიწევთ პოზიციების დათმობა. მოექეცით თქვენს დედამთილებს ისე როგორც გინდათ რომ ხვალ თქვენ თქვენი რძლები მოგექცნენ.
ჰარმონიულ თანაცხოვრებას გისურვებთ.
წყარო:
სამეცნიერო ჟურნალი " Gesundheit".
🇬🇪🇪🇺 რა თქმა უნდა, საქართველოს მომავალი არის ევროპა! ვინმე ამაზე კითხვის ნიშანს სვამს? თუ რაიმე წარმატებას მივაღწიეთ ევროინტეგრაციის გზაზე, ქართული პასპორტით ევროპულ ქვეყნებში რომ თავისუ...
ვინც ჩუმად ხართ და ხმას არ იღებთ... ან ვერ იღებთ.. იცოდეთ მეც მეშინია რო ხმის ამოღების მერე რამეს დავკარგავ... მეც მეშინია რო შეიაძლება ცხოვრება გამირთულდეს... ან ერთი გზით იძიონ შ...
ფეხბურთელი ბუდუ ზივზივაზე "ქართული ოცნების" მიერ წარდგენილ "რუსულ"კანონპროექტს ეხმაურება: არა რუსეთს ❌ საქართველოს გზა ევროპაშია ✊ პ.ს მადლობა არავინ გადამიხადოს რადგან იმას ვამბობ...
გიორგი კეკელიძე დაქორწინდა. მისი რჩეული მარიამ სოსელიაა. ის ერთ-ერთი კომპანიის მარკეტინგის მენეჯერია. „დღეს 40 წლის გავხდი და დავქორწინდი“ - წერს მწერალი სოციალურ ქსელში. ...
დღეს UFC პირველი ქართველი ჩემპიონი Ilia Topuria ბერი ანდრიას ფონდი/Monk Andrew's Foundation - ის ბენეფიციარებს ესტუმრა და ფონდის კეთილი ნების ელჩის წოდება გადავეცით. მიხარია, რომ ამ ...
ჩემო სიყვარულებო, ჩემო უმაგრესო ადამიანებო, გიზიარებთ გულისტკენას, მაგრამ გპირდებით, ყველაფრის ფასად სულ თქვენს გვერდით ვიქნები…. დიდი მადლობა თქვენ პირველ რიგში და დი...
გადაცემა “ მოდი ვილაპარაკოთ ია ფარულავასთან ერთად “ ფორმულაზე იქნება თებერვლის ბოლომდე . არხის სტრატეგია იცვლება და გასართობი გადაცემები იხურება . დიდი მადლობა ვინც მუშაობდა ჯერ “ ია...
კომენტარები