2 2 : 2 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

ორი წლის თუთამ ლეიკემია დაამარცხა

ორი წლის თუთა ცქიტიშვილმა ლეიკემია დაამარცხა. ულამაზესი პატარა გოგონა, რომლის სიცოცხლისთვის ბრძოლამაც მთელი საქართველო გააერთიანა, უკვე რამდენიმე თვეა, გერმანიაში  მკურნალობს და მან ამ საშინელ დაავადებაზე გამარჯვება მოახერხა.

ანკა ბერიშვილი (თუთას დედა): ქიმიოთერაპიით მკურნალობა იანვარში, აქ ჩამოსვლისთანავე დავიწყეთ, არცერთი წამი არ გვქონდა დასაკარგი. პირველი ბლოკი ნორმალურად დაიწყო, მაგრამ დამამთავრებელი ეტაპი ორგანიზმისთვის ძალიან რთული აღმოჩნდა. ბავშვს ჰქონდა სისხლდენა, პირღებინების და კუჭში გასვლის დროსაც სისხლს აყოლებდა. ეს პერიოდი ძალიან რთულად გადავიტანეთ. შემდეგი ბლოკი შედარებით მარტივი აღმოჩნდა, სისხლდენები აღარ აწუხებდა, მაგრამ სხვა პრობლემები შეიქმნა – ვერაფერს ჭამდა და ძირითადად, გადასხმებზე იყო, მაგრამ აქაც „გამოძვრა“. მესამე ბლოკი თუთასთვის კატასტროფა აღმოჩნდა, ყველაზე მძიმედ გადაიტანა. მკურნალობა ორი თვე გაგრძელდა. მთლიანად წოლით რეჟიმში, ძირითად შემთხევევებში ჟანგბადზე იყო მიერთებული. ბლოკებს შორის ორკვირიანი შესვენებები გვქონდა, მაგრამ იმ პერიოდშიც ტაბლეტურ ქიმიოთერაპიას იღებდა, ასე რომ, იმ ყველაფერს შესვენებაც არ ერქვა. ბოლო, მეოთხე ბლოკი შედარებით მსუბუქად გადაიტანა და რამდენიმე დღის წინ, უკანასკნელი ქიმიოთერაპია გადაუსხეს. ახლა წინ გვაქვს ორკვირიანი დაკვირვების პერიოდი. ამ დაკვირვების შემდეგ განსაზღვრავენ, კიდევ რამე იქნება საჭირო თუ არა. ამ კლინიკაში თითქმის ყველა პალატა მოვიარეთ და ისე დაემთხვა, რომ ბოლო გადასხმა სწორედ იმ პალატაში გაუკეთეს, საიდანაც მკურნალობა დავიწყეთ. 
– რაც იმას ნიშნავს, რომ სასიხარულო ამბები გაქვთ თუთას გულშემატკივრებისთვის.

– ასეა. რემისიაზე მალევე გავედით, მაგრამ კურსი აუცილებლად ბოლომდე უნდა ჩატარებულიყო, რათა განმეორების საშიშროება არ დადგეს. ამ დაავადებას არაპროგნოზირებადი ხასიათი აქვს, ამიტომ იყო აუცილებელი ოთხივე ბლოკის დასრულება. ამის შემდეგ თუთას ენიშნება ორწლიანი დაცვითი ქიმია, რომელსაც ყოველდღიურად მიიღებს ტაბლეტის სახით და ორ კვირაში ერთხელ ანალიზებით კონტროლი, პასუხებს კი აქ გამოვაგზავნით. მისთვის გაციება და პატარა ვირუსებიც კი საშიშია, რადგან იმუნიტეტი დაბალი ექნება და ამ მხრივ, სიფრთხილე გვმართებს. მაგრამ რაც მთავარია, ლეიკემიის მაჩვენებელი სისხლში აღარ არის. ბავშვს შეუძლია ჩვეული რიტმით გააგრძელოს ცხოვრება. მომდევნო ორი წლის მკურნალობა კი იმას ემსახურება, რომ განმეორების რისკი მაქსიმალურად შემცირდეს.
http://tbiliselebi.ge

კომენტარები

მსგავსი სიახლეები