პირობას გაძლევთ, რომ სწორედ „ქართული ოცნების“ პირ...
🇬🇪🇪🇺 რა თქმა უნდა, საქართველოს მომავალი არის ევროპა! ვინმე ამაზე კითხვის ნიშანს სვამს? თუ რაიმე წარმატებას მივაღწიეთ ევროინტეგრაციის გზაზე, ქართული პასპორტით ევროპულ ქვეყნებში რომ თავისუ...
|
დღესდღეობით საქართველოში დამსაქმებლებს ხშირად უჩივიან. ზოგი პირადად, ზოგი კი სოციალური ქსელით, რომელიც დღეს ერთგვარ ტრიბუნასაც წარმოადგენს. ხშირია არარეალური სამუშაო გრაფიკი, მონური შრომა და დაბალი ხელფასი.
გამოქვეყნებული ვაკანსია არაერთხელ გამხდარა საზოგადოების კრიტიკის საგანი. ამჯერად გთავაზობთ თბილისის ერთ-ერთი სავარჯიშო დარბაზის მიერ გამოქვეყნებულ ვაკნსიას.
"მაი ფიტნესი" მიმღების ადმინისტრატორის ვაკანსიას აცხადებს, სადაც ითხოვენ ქართული, ინგლისური და რუსული ენების ცოდნას. საჭიროების შემთხვევაში კი ახალგაზრდა გოგონამ უნდა შეითავსოს სხვა ადმინისტრაციული სამუშაოებიც.
სამუშაო დღე 13 საათს მოიცავს, დღეგამოშვებით დილის 9:00დან 21:00მდე. ანაზღაურება კი გახლავთ 350- 400 ლარი.
შემდეგი მაგალითი - მაღაზიათა ქსელი " ბალდი ", რომელიც იწვევს ახალგაზრდა გოგოებსა და ბიჭებს კონსულტანტის თანამდებობაზე, რომელმაც უნდა უზრუნველყოს საუკეთესო მომსახურება, სისუფთავე და წესრიგი. თუმცა მაღაზიის მხრიდან არ არის დაკონკრეტებული სამუშაო გრაფიკი და ხელფასის ოდენობა.
ვაკანსიის კომენტარებში წერენ: "არაადამიანური გრაფიკი და შეუსაბამო ხელფასის გამო მალვენ, იციან კარგი რეაქცია არ მოყვება ამ ყველაფერს." როგორც სოციალური ქსელის მომხმარებლები წერენ ხელფასი 350 ლარია + ბონუსი. "ბალდი" ამ ფაქტს უარყოფს, თუმცა ხელფასს ისევ არ აკონკრეტებს.
"არ მითხრათ ახლა რომ მოჭრილი ხელფასი 500 ლარამდე გაზარდეთ :დ გამოვაგზავნი აუცილებლად, ისეთი მიმზიდველი პირობები გაქვთ ხოლმე, შანსს ხელიდან როგორ გავუშვებ,"- წერს ბექა ბერულავა.
"თუ ხელფასი 350 ლარია. სისხამ დილიდან შუაღამემდე გრაფიკი. ფეხზე დგომით ,რომელსაც მენეჯერის საოცარი სიყვარულით აღსავსე "როჟების " კერვა მოჰყვება მაშინ ნამდვილად ღირს კონკურსში მონაწილეობა . თუნდაც შეგვიწიროს მონურმა სამსახურმა არაუშავს მთავარია თქვენ იყოთ კარგად,"- წერს თამო კაციტაძე.
აკვავიტე აცხადებს ვაკანსიას კონსულტანტის პოზიციაზე, სადაც ანაზღაურება 270 - 320 ლარია. კონსულტანტს მოეთხოვება ქართული და ინგლისური ენების ცოდნა.
ეს არასრული ჩამონათვალია ქართულ საიტებზე განთავსებული იმ ვაკანსიებისა, რასაც მოსახლეობის ნაწილი უჩივის. საზოგადოების ნაწილი არნიშნავს რომ შრომის ბაზარზე აღნიშნული პირობებით მუშაობა მათი უფლების დარღვევაა.
🇬🇪🇪🇺 რა თქმა უნდა, საქართველოს მომავალი არის ევროპა! ვინმე ამაზე კითხვის ნიშანს სვამს? თუ რაიმე წარმატებას მივაღწიეთ ევროინტეგრაციის გზაზე, ქართული პასპორტით ევროპულ ქვეყნებში რომ თავისუ...
ვინც ჩუმად ხართ და ხმას არ იღებთ... ან ვერ იღებთ.. იცოდეთ მეც მეშინია რო ხმის ამოღების მერე რამეს დავკარგავ... მეც მეშინია რო შეიაძლება ცხოვრება გამირთულდეს... ან ერთი გზით იძიონ შ...
ფეხბურთელი ბუდუ ზივზივაზე "ქართული ოცნების" მიერ წარდგენილ "რუსულ"კანონპროექტს ეხმაურება: არა რუსეთს ❌ საქართველოს გზა ევროპაშია ✊ პ.ს მადლობა არავინ გადამიხადოს რადგან იმას ვამბობ...
გიორგი კეკელიძე დაქორწინდა. მისი რჩეული მარიამ სოსელიაა. ის ერთ-ერთი კომპანიის მარკეტინგის მენეჯერია. „დღეს 40 წლის გავხდი და დავქორწინდი“ - წერს მწერალი სოციალურ ქსელში. ...
დღეს UFC პირველი ქართველი ჩემპიონი Ilia Topuria ბერი ანდრიას ფონდი/Monk Andrew's Foundation - ის ბენეფიციარებს ესტუმრა და ფონდის კეთილი ნების ელჩის წოდება გადავეცით. მიხარია, რომ ამ ...
ჩემო სიყვარულებო, ჩემო უმაგრესო ადამიანებო, გიზიარებთ გულისტკენას, მაგრამ გპირდებით, ყველაფრის ფასად სულ თქვენს გვერდით ვიქნები…. დიდი მადლობა თქვენ პირველ რიგში და დი...
გადაცემა “ მოდი ვილაპარაკოთ ია ფარულავასთან ერთად “ ფორმულაზე იქნება თებერვლის ბოლომდე . არხის სტრატეგია იცვლება და გასართობი გადაცემები იხურება . დიდი მადლობა ვინც მუშაობდა ჯერ “ ია...
აპრილი 2024 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები