0 8 : 0 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

დასრულდა... მორჩა... ხვალ უკვე ახალ ამბებს სხვები გააკეთებენ და სხვები მოგიყვებიან - ნოდარ მელაძე რ2-ს ემოციური პოსტით ემშვიდობება

ნოდარ მელაძე: 6 წელზე ნაკლები რუსთავი 2-ში და 2 წელზე მეტი კურიერში. ეს იყო ჩემი ჟურნალისტური კარიერის ყველაზე მაგარი ხანა. დასრულდა... მორჩა... ხვალ უკვე ახალ ამბებს სხვები გააკეთებენ და სხვები მოგიყვებიან.

მადლობა გუნდს, რომელიც ყველაზე მაგრა მუშაობდა. ჩვენ ერთად ვაკეთეთ ძალიან მაგარი კურიერი. ალბათ ვიყავი მკაცრი, ალბათ ვითხოვდი ბევრს, მაგრამ პირველ რიგში ვთხოვდი ჩემს თავს... შრომა შრომა შრომა. სულ მეჩქარებოდა, სულ დრო არ მყოფნიდა. დღეს, ბიძინა ივანიშვილის მიერ ოკუპირებილი რუსთავი 2 დან გამოვედი ამაყი, იმიტომ რომ მე ვიყავი თავისუფალი კურიერის ხელმძღვანელი. იმ ადამიანებმა ვინც ჩემთან ერთად აკეთა კურიერი ეს ყველაზე კარგად იცის.

რუსთავი 2 წერდა საქართველოს ისტორიას და რუსთავი 2 ის ისტორიაც საქართველოს მსგავსია. დღეს ტელევიზიის ოკუპაცია ივანიშვილმა მოხდინა, როგორც რუსეთმა ქვეყნის შუაგულის. მავთულხლართები ერთი თვის წინ შემოავლეს ამ არხს, დღეს კი თავისუფლების ტერიტორიას, კურიერს მიადგენენ.

ხვალ ეს დღესც ისტორია იქნება. ვიღაც იქნება ცენზორი და ვიღაც კი გააგრძელებს შრომას, რომ აკეთოს თავისუფალი ახალი ამბები.

#კურიერი #rustavi2.ge თქვენ ყველაზე მაგრები ხართ 



კომენტარები

მსგავსი სიახლეები