1 3 : 3 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

,,მელაძეს, გაბუნიას, უდუმაშვილს და ლაფერაშვილს, ჩემი არხის მთავარ სახეებს ასჯერ რომ განმეორდეს, ასივეჯერ იგივე ბონუსებს დავურიგებდი"

ნიკა გვარამია რ2-დან ჟურნალისტების გაშვებას ეხმაურება: 

ნოდარ მელაძეს, გიორგი გაბუნიას, ზალიკო უდუმაშვილს და გიორგი ლაფერაშვილს, ჩემი არხის და ზოგადად მთელი ქართული ტელევიზიის, მთავარ სახეებს ასჯერ რომ განმეორდეს, ასივეჯერ იგივე ბონუსებს დავურიგებდი. მით უფრო, რომ ყველა ნადირობდა ჩვენს სახეებზე და მათ შენარჩუნებაზე მნიშვნელოვანი ამოცანა არ გვქონია. მეტი რაღა ვთქვა, თავად გაბუნიასაც კი თავაზობდა იმედი გადასვლას ბევრად მაღალი ხელფასით, სხვებზე რომ არაფერი ვთქვათ.

და, ისე, ნეტა სხვების ბონუსები რატომ არ სახელდება? უბინაოსთვის ბინის მიცემა არა და, კრედიტის დასაფარად და სახლიდან რომ არ გამოესახლებინათ, ამისთვის გაცემული თანხები, ჯანმრთელობის გამო რომ არ დაგვეკარგა ადამიანები და გადაგვერჩინა, მაგისთვის გაცემული ასობით ათასი, ასევე პროდაქშენ ჯგუფების მიერ რეკლამით შემოტანილი თანხების სრულად ბონუსად დაბრუნება ამავე ჯგუფებისთვის - სადაა, რატო არ გამოცხადდა?

კერძო ტვს დირექტორი ვიზე რა ბონუსს გასცემს, თან დამფუძნებლების თანხმობით, ვისი რა საქმეა ან ოთხი წლის მერე რა განსახილველია? ხო გასაგებია მიზანი: გაუშვას არასასურველნი და ვითომ პრინციპულებს, “სამართლიანი ბრაზისთვის” ვითომ ლეგიტიმური მიზეზი მისცენ სამარცხვინო ქიბარვიზიაში დარჩენისთვის.

ყველაფერი მახსოვს და ყველაფერს ამოვწევ. სამართლიანი ბრაზის არგუმენტს უკან გავუკეთებ ყველას.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები