1 0 : 3 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

მარიამ გაფრინდაშვილი - ყველაზე მძიმე გადაწყვეტილება მივიღე ჩემს ცხოვრებაში. საერთოდ არ ვიცი ხვალ რომ გათენდება რა უნდა გავაკეთო. 30 წლის ვარ და აქედან 12 წელი "რუსთავი2"-ში გავატარე

"კურიერის" ჟურნალისტი, მარიამ გაფრინდაშვილი რ2-დან წავიდა. ის სოციალურ ქსელში გამოსამშვიდობებელ სატატუსს ავეყნებს:

ყველაზე მძიმე გადაწყვეტილება მივიღე ჩემს ცხოვრებაში.საერთოდ არ ვიცი ხვალ რომ გათენდება რა უნდა გავაკეთო. 30 წლის ვარ და აქედან 12 წელი "რუსთავი2"-ში გავატარე.ამ არხთან ერთად გაიარა ჩემი ცხოვრების ყველა უბედურებამ,ბედნიერებამ და სიხარულმა.მადლობა ყველა იმ ადამიანს ვინც მომცა შანსი მემუშავა არხზე რომლიც ჩემი ცხოვრების მთავარ ამბად იქცა.

 მე მივდივარ ერთადერთ მისამართზე და ეს არის ჩემი სახლი დღეს თბილისში -ხვალ ჩემს საყვარელ ჭიათურაში. არასდროს მაინტერესებდა და არც ახლა ვინტერესდები არცერთი მხარის პოლიტიკური მოლოდინებით.12 წელი ვიყავი ქუჩის რეპორტიორი და ახლა ეს ჩემი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი და სევდიანი ამბის დასასრულია.

"რუსთავი2"-ი ჩემი პირველი სამსახურია და ამ ეტაპზე ვფიქრობ რომ ამ სივრცეში ბოლო.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები