0 9 : 0 5
 | 

სოც. მედია

ნიკა გვარამია - მორჩით ხალხის დაშინებას და დაბულინგებას ჩემი დაჭერის, უფულობის, არაფერი არ გამოუვათ, ეთერში ვერ შევლენ და მსგავსი ტექსტებით

ნიკა გვარამია „ფეისბუქის“ გვერდზე სამომავლო გეგმებზე საუბრობს, მის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

მორჩით ხალხის დაშინებას და დაბულინგებას ჩემი დაჭერის, უფულობის, არაფერი არ გამოუვათ, ეთერში ვერ შევლენ და მსგავსი ტექსტებით.

ვერც დამიჭერენ, მთელი წლის ბიუჯეტიც გარანტირებული მაქვს, სუ რო ვერაფერი ვერ გავყიდო (რ2 ვისთვის რისი გადამხდელია, აგერ ვნახავთ), შენობაც რ2ზე უკეთესი გვაქვს, ტექნიკა მით უმეტეს.

ვიწყებთ სექტემბერში. კურიერს როდის გაიყვანთ ეთერში, მაგას ვნახავთ კიდევ.

ნუ შინდებით და ნუ ყვებით, ეგ ბოლოა, რაც დარჩათ. აბა თვითონ არხს ვეღარ ამუშავებენ.

იმ კვირიდან ვიწყებთ დაკონტრაქტებას. ვინც ჩვენთან ხართ, გელოდებით. ვინც არა, ნება თქვენია. დაგვიანებულები უბრალოდ გამარჯვებულების ნავში ვერ მოხვდებიან და დარჩებიან ლუზერებში. ივანიშვილის არხზე კიდევ, წარმატებას ვერ გისურვებთ - ქვეყნის მტრის სამსახურში წარმატება ნამდვილად არაა ჩემთვის სასურველი.

მთავარი არხი • Mtavari Arkhi

კომენტარები

მსგავსი სიახლეები