1 7 : 4 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

,,ბევრი ვიფიქრე მეპასუხა თუ არა ჩემი კოლეგებისთვის და დისკომფორტმა ისე შემაწუხა, მივხვდი რომ პასუხი აუცილებელია"

"მთავარი არხი" 9 სექტემბრიდან ეთერში გავა ტვ იბერიის შენობიდან. ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი ამ თემის გარშემო ატეხილ აჟიოტაჟს ეხმაურება: 

ბევრი ვიფიქრე მეპასუხა თუ არა ჩემი კოლეგებისთვის და დისკომფორტმა ისე შემაწუხა, მივხვდი რომ პასუხი აუცილებელია.

როცა გავიგეთ რომ იბერიის შენობა შეიძლება ცოტა ხნით, მაგრამ მაინც საჭირო გამხდარიყო პირველი რაც დღის წერსიგში დადგა ამ არხის ყოფილი თანამშრომლებისთვის გადაუხდელი ხელფასები იყო. ჩვენ ვიცოდით რომ სახელფასო დავალიანება იყო. ნიკასგან მივიღეთ გარანტია რომ ყველაფერს გააკეთებდა და ყველა მიიღებდა კუთვნილ ხელფასს. მოლაპარაკებების დროს გაირკვა რომ ხელფასი ბოლომდე გადახდილია და სასამართლო დავა მიდის კომპესაციებზე. კომპანიის მფლობელმა თქვა, რომ კომპესაციის გადაუხდელობის მიზეზი გაფიცვა გახდა, რაზეც ჩვენმა კოლეგებმა სასამართლოში შეტანილი სარჩელით უპასუხეს.

ეს საკითხი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ფონზე რომ პაატა სალიამ სამსახურიდან ისე გამოგვიშვა რომ კომპესაცია კი არა, ივნისის, ივლისის და ახლა უკვე აგვისტოს ხელფასიც არ მოუცია ჩვენთვის. ბუნებრივია ჩვენი პასუხიც სამართლებრივი იქნება.

მახსოვს ჩემი პირადი სოლიდარობა იბერიის მიმართ. მივდიოდი ყველა გადაცემაში სადაც მეძახდნენ, როცა არ უნდა დაერეკათ და ამ ადამიანების გულშემატკივრად დავრჩები ყოველთვის.

ერთადერთი და უდიდესი სხვაობაა რომ ჩვენი არხი მფლობელს კი არ დაუხურავს , ახალმა მფლობელმა წმინდა პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან გამოგვყარა და ესეც ეთერით გავიგეთ, თორემ მისივე ტელევიზია იმდენი დახურა ბიძინა ივანიშვილმა და იმდენჯერ დატოვა ხალხი უმუშევარი რომ ოქუაშვილი მასთან რა მოსატანია.

იმედი მაქვს ჩემი კოლეგები გაარკვევენ მათ პრობლემას სასამართლოში და თუ კიდევ რამეში დავჭირდები მათ, იქ ვიდგები სადაც დამიძახებენ. სადაც არ უნდა ვმუშაობდე.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები